Get All Access for $5/mo

ყველა დაზღვევაზე მნიშვნელოვანი - სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა ალდაგისგან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თამარ ჭკადუა

"ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უპირველესია. ამიტომაც განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები ჯერ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას აზღვევენ, შემდეგ კი მატერიალურ აქტივებს", - გვითხრა ალდაგის საცალო გაყიდვების დირექტორმა თამარ ჭკადუამ, როდესაც ალდაგის ახალ პროდუქტზე - სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევაზე დავიწყეთ საუბარი.

ყველა დაზღვევაზე მნიშვნელოვანი - ასე უწოდა ალდაგმა პროდუქტს, რომელზეც წელიწადნახევარი იმუშავა და რომლითაც პირველად საქართველოში შეიქმნა სრულფასოვანი დაცვის მექანიზმი ადამიანებისთვის, რომლებიც კრიტიკული დაავადებების წინაშე დგებიან. Entrepreneur-ის კითხვებს სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევაზე ალდაგის გენერალური დირექტორის მოადგილე საცალო გაყიდვების მიმართულებით, თამარ ჭკადუა პასუხობს.

რამ განაპირობა ამ პროდუქტის შექმნა და რამდენად აქტუალურია დღეს სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა მომხმარებლისთვის?

ამ პროდუქტის შექმნა არსებულმა ვითარებამ და მანამდე მიღებულმა გამოცდილებამ გვიკარნახა. ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ და ვუყურებთ შემთხვევებს, როდესაც ადამიანები, მათ შორის ბავშვები, მძიმე დაავადებებს ებრძვიან და ამისათვის ოჯახებს წარმოუდგენელი თანხები სჭირდებათ. ვხედავთ, რამდენად დიდია ჩართულობა თუნდაც სოციალურ მედიაში სხვადასხვა საქველმოქმედო კამპანიებში და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ჰუმანური მოვლენაა, თუმცა მეორე მხრივ, არსებობს ამ პრობლემის სწრაფად და უმტკივნეულოდ გადაჭრის მექანიზმი. ეს მექანიზმი არის სწორედ სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა. ალდაგის ახალი პროდუქტი ორივე რისკს აერთიანებს - სიცოცხლის დაკარგვას და კრიტიკული დაავადების დიაგნოსტირებას. ორივე შემთხვევაში, საუბარია სოლიდური - 50 ათასიდან 150 ლარამდე თანხის ანაზღაურებაზე, რომელსაც გარდაცვალების შემთხვევაში იღებს ოჯახი ფინანსური მდგრადობის შესანარჩუნებლად, ხოლო კრიტიკული დაავადების დადასტურების შემთხვევაში, თავად ადამიანს ეძლევა საშუალება, ამ თანხით იმკურნალოს და ებრძოლოს მძიმე სენს.

ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად დიდია სტრესი, როდესაც ადამიანებს მძიმე დაავადება უდასტურდებათ და რამდენად დიდია ოჯახის მღელვარება, რადგან როგორც გითხარით, ეს ღელვა უკავშირდება, ერთი მხრივ, ადამიანის ჯანმრთელობაზე ფიქრს და, მეორე მხრივ, ხარჯებს, რომელიც მკურნალობას სჭირდება. ამ მხრივ ალდაგის სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა არის უნივერსალური გამოსავალი.

რას ფარავს ალდაგის სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა?

როგორც უკვე აღინიშნა, ეს დაზღვევა ორ ნაწილად იყოფა - სიცოცხლის დაზღვევა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა. ალდაგის პროდუქტში ყველაზე მეტი დაავადებაა დაფარული, განსხვავებით ბაზარზე არსებული სხვა შეთავაზებებისაგან. კერძოდ, ჩვენი დაზღვევა ფარავს 16 კრიტიკულ დაავადებას, მათ შორის ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს, სიმსივნეს, ლეიკემიას, კომას, ბაქტერიულ მენინგიტს, ინფარქტს დ ა.შ. შევეცადეთ, მაქსიმალურად ფართო დაფარვებით წარმოგვედგინა ეს პროდუქტი, რადგან ვთვლით, რომ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ქმედითი სადაზღვევო პოლისი, რომელიც მას ზუსტად იმას აუნაზღაურებს, რაც სჭირდება. დღეისათვის ჩვენი დაფარვები უპრეცედენტოა და მომავალშიც, ვფიქრობთ, რომ მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად განვვითარდებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქტი მოიცავს თანხის ანაზღაურებას დიაგნოსტირებისთანავე, რათა მომხმარებელს შესაბამისი მკურნალობის დაგეგმვა გაუადვილდეს. მაგალითისთვის, სიმსივნის შემთხვევაში, სადაზღვევო ლიმიტის ანაზღაურება მყისიერად და სრულად ხდება - არ შევდივართ დეტალებში, თუ კონკრეტულად რა რაოდენობის თანხა დაიხარჯა მკურნალობისთვის. გარდა ამისა, როგორც წესი, მკურნალობის პერიოდში დაავადების მქონე ადამიანები ვერ ახერხებენ მუშაობას, რის გამოც არაერთი ფინანსური ვალდებულება იჩენს თავს. ამ ყველაფერს ფარავს ეს პროდუქტი სრულად და დიაგნოსტირებისთანავე.

რაც შეეხება სიცოცხლის დაზღვევას, ბევრი ადამიანი ამ პროდუქტს იცნობს საბანკო სესხთან მიმართებაში. ჩვენ ვიცით, რომ ფინანსური ინსტიტუტები სიცოცხლის დაზღვევას აქტიურად იყენებენ საბანკო ვალდებულებების დასაფარად იმ შემთხვევაში, როდესაც მსესხებლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ცხადია, ეს ძალიან ქმედითი მექანიზმია. მხოლოდ ალდაგს საბანკო სესხებზე სიცოცხლის დაზღვევით, მილიონობით ლარი აქვს ანაზღაურებული ყოველწლიურად და ათასობით ადამიანს აქვს ეს სიკეთე თავის თავზე გამოცდილი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ არა საბანკო სესხთან დაკავშირებულ სიცოცხლის დაზღვევაზე, არამედ პროდუქტზე, რომელიც ხმარდება ოჯახის ფინანსურ კეთილდღეობას. სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების ანაზღაურების ლიმიტი 150 000 ლარამდეა და მომხმარებელს შეუძლია თვითონ განსაზღვროს ლიმიტის მაქსიმუმი.

როგორ უყურებთ ამ პროდუქტს, როგორც ჯანმრთელობის დაზღვევის მექანიზმს, თუ როგორც ფინანსურ პროდუქტს და რა უპირატესობა აქვს რეალურად საბანკო ანაბართან შედარებით ?

ჯანმრთელობის დაზღვევა, რა თქმა უნდა, პირველადი საჭიროების პროდუქტია, მაგრამ ვხედავთ, რომ როდესაც საუბარია კრიტიკულ დაავადებებზე, ხშირ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზღვევა საკმარისი აღარაა. ჩვენ ვთვლით, რომ სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა აქტუალურია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც გეგმავს მომავალს და სურს, რომ პრაგმატულად იფიქროს ხვალინდელ დღეზე. ადამიანი კარგად უნდა დაფიქრდეს და ჰკითხოს საკუთარ თავს - დღეს რომ რაიმე დაავადება დამიდგინდეს, მზად ვარ მსხვილი ფინანსური ხარჯების გაწევისთვის? სწორედ ამიტომ, ეს პროდუქტი არის საყოველთაო და დაეხმარება ყველას, ვისაც სურს თავიდან აიცილოს გაუთვალისწინებელი სოლიდური ხარჯები. რაც შეეხება საბანკო ანაბართან შედარებით ამ პროდუქტის უპირატესობას, ცხადია, თითოეული ადამიანის პირადი გადაწყვეტილებაა, ანაბარს გახსნის თუ ისარგებლებს სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევით, მაგრამ ეს არსობრივად ორი სხვადასხვა მოვლენაა. დაზღვევის შეძენის შემთხვევაში, თვეში 10 ლარის ხარჯით იღებ 50,000 ლარამდე თანხას, მაშინ როდესაც 10 ლარით იგივე თანხის დაგროვებას მთელი ცხოვრება არ ეყოფა.

ანაბარი მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და მისი გამოყენება, სხვადასხვა მიზნით ხდება, იქნება ეს მოგზაურობა, ბავშვების მომავალი განათლება და ა.შ., მაგრამ ისეთი შემთხვევებისთვის, როგორიც სიცოცხლე და მოულოდნელი დაავადებებია, როგორც წესი, განვითარებულ ქვეყნებში იყენებენ დაზღვევას, რადგან ეს ფინანსურად უფრო მომგებიანია.

რაზეა დამოკიდებული სადაზღვევო თანხა, როგორ შეიძლება ამ პროდუქტის შეძენა და რამდენად მარტივია?

ამ პროდუქტის ფასი თვეში საშუალოდ 10-20 ლარამდეა. ფასი დამოკიდებულია მომხმარებლის ასაკსა და მის მიერ არჩეულ ლიმიტზე. გარდა ამისა, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ დაზღვევის შეძენის შემთხვევაში, მშობლებს მიეღოთ საჩუქრად შვილების დაზღვევა და ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვანი სარგებელია. პროდუქტის მეორე უპირატესობა მისი გრძელვადიანობა და უცვლელი ფასია, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაზღვევას ყიდულობს გრძელვადიანად და ამ დროის განმავლობაში დაზღვევაში გადასახდელი თანხა არ იცვლება.

რაც შეეხება დაზღვევის პროცესს, დღეს ყველამ იცის, რომ გამარტივებული ონლაინ სისტემა ნებისმიერი კომპანიის წარმატების გასაღებია. ადამიანებისთვის მოსაბეზრებელია გრძელ რიგში დგომა, დროის კარგვა ისეთი მარტივი ოპერაციებისთვის, რომლის შესრულება სახლიდანაც შეუძლიათ. ალდაგი მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს ონლაინ პროდუქტებში და არც ეს პროდუქტია გამონაკლისი. Life.aldagi.ge აძლევს მომხმარებელს საშუალებას სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს ეს პროდუქტი მხოლოდ რამდენიმე შეკითხვაზე პასუხით, თავად გადაწყვიტოს, როგორი ლიმიტი და რა თანხაა მისთვის მისაღები, გაააქტიუროს ეს დაზღვევა და დაიძინოს მშვიდად - მხოლოდ კარგის მოლოდინში.

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"