Sponsored Content

ყველაზე მასშტაბური მათემატიკური ოლიმპიადის - "ევერესტის" გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი განაგრძობს ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით წელს საქართველოში მათემატიკის ყველაზე მასშტაბური სასკოლო ოლიმპიადა "ევერესტი" გაიმართა.

ოლიმპიადის ფარგლებში სამი ტური ჩატარდა, რომელში მონაწილეობაც 16 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. მათგან ფინალურ ტურში 2 500 მოსწავლე გადავიდა.

ოლიმპიადის ფარგლებში სამი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე გამოვლინდა, რომლებმაც როგორც ოქროს ტურში, ასევე სამტურიანი ოლიმპიადის ფარგლებში მაქსიმალური ქულები დააგროვეს. "ევერესტის" გამარჯვებულები გახდნენ:

  • დამიანე მამრიკიშვილი (თბილისის მე-60 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე);
  • ანდრია ესართია (თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე);
  • ნაია ნადიბაიძე (თბილისის 221-ე მე სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე).

"ევერესტის" გამარჯვებულებს საჩუქრად ლეპტოპები გადაეცათ, ფინალური ტურის მონაწილეები კი სიგელებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

"საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ უკეთესი მომავლის შექმნას, განათლება განაპირობებს. სწორედ ამიტომ, სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად ვმუშაობთ, რათა ახალგაზრდებისთვის შევქმნათ შემეცნებისა და თვითგანვითარების შესაძლებლობები და თითოეულ მოსწავლეს მივცეთ თანაბარი წვდომა ხარისხიან განათლებაზე. ამ მიზნით ჩვენ 40-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მათ შორისაა "ევერესტის" მათემატიკის ოლიმპიადა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ინიციატივაში, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და დასაჩუქრდნენ სხვადასხვა პრიზებით. გვახარებს ის ფაქტიც, რომ ამ სეზონზე ოლიმპიადას კვლავ შემოუერთდნენ მოსწავლეები გალიდან, რაც ხაზგასმით გვაჩვენებს ინიციატივის ინკლუზიურ ხასიათს და მასშტაბს. საქართველოს ბანკი კი არ ჩერდება და აქტიურად ვაგრძელებთ ახალი პროექტების განხორციელებას", - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.

Related Topics

სიახლეები

Tether-ი ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ინვესტორი გახდა

ციფრული ინდუსტრიის აკადემიამ სერია A-ს საინვესტიციო რაუნდი დახურა და 2024 წლისთვის მსოფლიოს 10 ქვეყანაში განაგრძობს ოპერირებას

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია