Get All Access for $5/mo

რა არის Shark Tank? ყველაფერი 2009 წლიდან იწყება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

Shark Tank-ის ისტორია ჯერ კიდევ 2009 წლიდან იწყება. ეს ის პერიოდია, როდესაც მსოფლიო ჯერ კიდევ გლობალურ ფინანსურ კრიზისს ებრძვის. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ტელეეკრანებზე ბიზნეს რეალითი შოუ, რომელიც უკვე 12 სეზონია მაყურებლების ერთ-ერთ ფავორიტ გადაცემად რჩება.

საინტერესოა, რომ Shark Tank-ის პირველი ვერსია იაპონიაში, 2001 წელს გამოჩნდა, რომელსაც Money Tigers ერქვა. შოუ ანტრეპრენერებისა და 5-6 ცნობილი ინვესტორის გარშემოა აგებული. თავდაპირველად მონაწილეები საკუთარ ბიზნეს იდეას გააცნობენ Shark-ებს, ანუ ინვესტორებს, შემდეგ კი მათ შეთავაზებას უკეთბენ. როგორც წესი, ანტრეპრენერები საკუთარი კომპანიის გარკვეულ წილს ყიდიან ინვესტიციის სანაცვლოდ, თუმცა შესაძლებელია გარიგება როგორც საკრედიტო ნაწილს, ანუ სესხს, ასევე ორგანიზაციის წილის შესყიდვასაც მოიცავდეს. როგორ და რა პირობებით დაასრულებს მონაწილე საინვესტიციო რაუნდს, მხოლოდ მასზე და ინვესტორებზეა დამოკიდებული. ხშირია შემთხვევა, როდესაც ანტრეპრენერი მეგობართან ან ოჯახის წევრთან ერთად აკეთებს ე.წ Pitch-ს. იმ შემთხვევაში თუ იდეა ერთდროულად რამდენიმე ინვესტორს მოეწონა, იწყება შოუს ყველაზე საინტერესო ნაწილი - მოლაპარაკება. მოლაპარაკების ნაწილში შესაძლოა კომპანიის ბედი რამდენიმე წამმაც კი გადაწყვიტოს და ინვესტიცია გაორმაგდეს ან გასამმაგდეს კიდეც, ან საერთოდ ჩაიშალოს.

სანამ კონკრეტულ რიცხვებზე და ბიზნესის ნაწილზე გადავალთ, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ Shark Tank დატვირთულია შოუს ელემენტებით და ის არც სატელევიზიო ჯილდოების ნაკლებობას უჩივის. შოუმ მოახერხა და პრესტიჟული Emmy-ს ჯილდო ოთხჯერ მოიპოვა. მისი ჩვენება ABC-ზე დღემდე გრძელდება და მალე მაყურებელი მე-13 სეზონს იხილავს. შოუს სატელევიზიო რეიტინგის მაჩვენებლებიც საკმაოდ შთამბეჭდავი აქვს, რადგან მისი ერთ-ერთი ბოლო ეპიზოდი პირდაპირ ეთერში 4.4 მილიონმა ადამიანმა ნახა.

საინტერესოა, რომ ინვესტორები შოუში მონაწილეობისთვის გარკვეულ ანაზღაურებასაც იღებენ, თუმცა ისინი სტარტაპებში საკუთარ რესურსებს აბანდებენ.

2009 წლიდან დღემდე შოუ ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს, რასაც რიცხვებიც ადასტურებენ. 222 ეპიზოდი, 895 Pitch, 499 წარმატებული შეთანხმება (55%) და $143.8 მილიონი დოლარის ინვესტიცია. მხოლოდ პირველი 10 სეზონის განმავლობაში დაფინანსებული კომპანიების ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია უკვე $1 მილიარდს აჭარბებს.

როგორც The Hustle-ის მიერ დამუშავებული მონაცემებიდან ირკვევა, 1 გარიგების საშუალო ღირებულება $286,000-ს შეადგენს, რასაც მონაწილეები საკუთარი კომპანიის დაახლოებით, 27%-ის გაყიდვით იღებენ. როგორც მონაცემებიდან ვიგებთ, კვების (20%) და მოდის (19%) ინდუსტრია ყველაზე პოპულარული მიმართულებებია, რაოდენობრივად ყველაზე მეტი გარიგება კი Dallas Mavericks-ის მფლობელმა, მილიარდერმა მარკ კუბანმა დადო (151 გარიგება 10 სეზონში).

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

8 ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ

ამ თვისებების მქონე ადამიანები ენერგიას გამოგაცლიან და თქვენს ბიზნესსაც მძიმე ტვირთად დააწვებიან

ქალი ანტრეპრენერი

კომლი - როცა გურულ ეთნოკულტურასთან ზიარება გსურს

"კომლი" საოჯახო სასტუმრო-სახლს, ჩაის ბაღსა და აქვე ჩაის კრეფისა და საკუთარი ხელით მომზადების აგროტურისტულ სერვისს მოიცავს.