📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

რა ხდება პირველად ბათუმში? შეაგროვე ლეგენდები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სტადიონზე, მატჩის ერთად ყურებისას, ფიზიკის კანონები ირღვევა.

ათი ათასობით გული ერთად იწყებს ძგერას.

ათი ათასობით პულსი ერთად ჩქარდება.

ათი ათასობით ძარღვი ერთად იჭიმება.

ათი ათასობით ადამიანი ერთ რიტმში იწყებს სუნთქვას…

სტადიონზე, მატჩის ერთად ყურებისას, ათი ათასობით გულშემატკივარი ხდება ერთი.

ერთად ვყვირით, ერთად ვბრაზდებით, ერთად გვიხარია, ერთად ვზეიმობთ და დამარცხების შემთხვევაშიც კი, ერთმანეთის მხარდამხარ, შეურყეველი თავდადებით, ერთად ვტოვებთ ბრძოლის ველს - მომავალი გამარჯვების საერთო იმედით.

სწორედ აქ იბადებიან ლეგენდები - როგორც მინდორზე, ისე ტრიბუნებზე.

ამიტომაა, რომ მატჩის დღის კულტურა და მისი წინმსწრები აჟიოტაჟი ის ფენომენია, რომელიც სპორტის მოყვარულებს ყველაზე მეტ ბედნიერებას გვანიჭებს. სწორედ ამ კულტურის პოპულარიზაციისთვის შექმნა Sports Orient-მა ახალი, სამომავლო პოტენციალით სავსე პროექტი - ლეგენდების სერია, რომელიც ყველაზე თავდადებულ მაყურებელს კიდევ ერთხელ გააერთიანებს ლეგენდარულ სპორტსმენებთან და თითოეულ მათგანს დაუვიწყარი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

ლეგენდების სერიაში ვეტერანი ფეხბურთელები მსოფლიოს საუკეთესო გუნდებიდან ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან და გულშემატკივრებს კვლავ მისცემენ საკუთარი რჩეულების სტადიონზე ხილვის საშუალებას.

სერიის პირველი მატჩი 2024 წლის 7 მარტს, არც მეტი, არც ნაკლები, ბათუმში ჩატარდება და მასში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის ინტერის ლეგენდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

Pirveli.com კი, როგორც ამ გენიალური წამოწყების ოფიციალური პარტნიორი, რა თქმა უნდა, არაერთ საინტერესო შესაძლებლობას გთავაზობთ:

  • უპირველეს ყოვლისა, მათ, ვინც sale.pirveli.com-ს აქტიურად ადევნებს თვალს, შანსი ექნებათ 100%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ მატჩის სპეციალური ბილეთები, რომლებიც ჩვენს პლატფორმაზე 24 საათში ერთხელ განთავსდება. ასევე, დამატებითი სიმარტივისთვის, მატჩის პერიოდში, ბათუმის სასტუმროებზეც განსაკუთრებული ფასდაკლებით ისარგებლებთ!
  • ამასთან, თუ promo.pirveli.com-ზე სპეციალურად ამ სერიისთვის შექმნილ თამაშს - შეაგროვე ლეგენდები - ითამაშებთ, შანსი გექნებათ მოიგოთ როგორც VIP ბილეთები, ისე ლეგენდების მიერ ხელმოწერილი საფეხბურთო ატრიბუტიკა, ტური ბათუმში და 5000 ლარი! თამაში 23 თებერვალს, დღის 12 საათზე აიღებს სტარტს.
  • და რა თქმა უნდა, როგორც ამ, ისე მომავალი მატჩებისთვის, ყველაზე ერთგულ გულშემატკივრებს აუცილებელი ნივთებით სავსე კომპლექტიც შევუქმენით! ჩვენი ერთად ყოფნის აღსანიშნავ ნაკრებში თქვენ დაგხვდებათ ბრენდირებული ჩანთა, საქართველოს დროშა, კაშნე და სასტვენი - ანუ ყველაფერი, რაც სტადიონზე იდეალური გამოცდილების მისაღებად გჭირდებათ! პირველი საგულშემატკივრო ნაკრების შეძენა ექსკლუზიურად shop.pirveli.com-ზეა შესაძლებელი.

და ეს ყველაფერი როდია!

მთავარი გათამაშება უშუალოდ სტადიონზე გელით! მატჩის თითოეულ დამსწრეს შანსი ექნება მოიგოს ორ კაციანი საგზური ინტერი - ნაპოლის თამაშზე, რომელიც 17 მარტს, მილანში, ჯუზეპე მეაცას სტადიონზე გაიმართება!

ასე რომ, შემოუერთდი პირველებს და წამოდი ჩვენი ერ-თად ყოფნის დღესასწაულზე!

ტექნოლოგიური ტრენდები

ქაბი ლამე - TikTok-ის ''ჩუმი'' მილიონერი

რთული მატერიალური მდგომარეობის გამო ოჯახი 1 წლის ქაბესთან ერთად სენეგალიდან იტალიაში გადასახლდა

სიახლეები

რა უნდა ვიცოდეთ, თუ აჭარაში დასვენება გვსურს?!

თუ აჭარის სანაპიროზე ხელმისაწვდომ ფასად გსურთ დასვენება, არჩევანი საოჯახო ტიპის სასტუმროებსა და ჰოსტელებზე უნდა შეაჩეროთ