Get All Access for $5/mo

რა მუსიკას მოუსმენდით ავტომობილში? - Carusell-მა მძღოლებისთვის მუსიკალური ფლეილისტი შექმნა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Carusell მძღოლებს ეხმარება, შექმნან მათთვის სახასიათო გარემო საკუთარ ავტომობილში.

ავტომობილით გადაადგილებისას მუსიკის მოსმენა განსაკუთრებულ როლს თამაშობს − არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მართავს მანქანას ან სად გადაადგილდება დღის განმავლობაში. მუსიკა კარგი განწყობისა და ჰარმონიული გარემოს შექმნაში გვეხმარება და სასიამოვნოს ხდის მგზავრობას. გვივსებს სიჩუმეს, თუკი მარტო ვმგზავრობთ და გვიმცირებს დროის აღქმას, როცა შორ მანძილზე გადავადგილდებით. გვეხმარება გრძელი სამუშაო დღის სტრესისგან გათავისუფლებაში და ქმნის სახასიათო გარემოს ჩვენს ავტომობილში. როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, სიმღერის მოსმენის დროს გამომუშავებული დოფამინი ამცირებს იმ სიბრაზეს, რომელსაც გადაადგილების დროს ვგრძნობთ. განსაკუთრებით მაშინ, თუკი საცობში ვიმყოფებით და მგზავრობა არაკომფორტული ხდება. სწორედ მუსიკის ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ავტომობილის შეძენის დროს მომხმარებლები განსაკუთრებულ ყურადღებას კარგ აუდიოსისტემას, ბლუთუზ მხარდაჭერასა და ე.წ. ადაპტერების არსებობას აქცევენ.

ქართულმა სტარტაპმა Carusell-მა სპეციალურად ავტომობილის მძღოლებისთვის იმ მუსიკალურ კომპოზიციებს მოუყარა თავი, რომელიც იდეალურ მუსიკალურ მეგზურობას გაგიწევთ. Carusell-ის გუნდმა Spotify-ის ანგარიში შექმნა, სადაც მელომანებისთვის სხვადასხვა სახასიათო მუსიკა იქნება ხელმისაწვდომი:

  • ყოველდღიური მართვისა და ქალაქში გადაადგილების დროს მოსასმენი მუსიკა;
  • ღამით ცარიელ ქუჩებში სეირნობისას მოსასმენი კომპოზიციები;
  • ბუნებაში სამოგზაუროდ;
  • შორ მანძილზე გადასაადგილებლად;
  • საცობში მოსასმენი და სხვა.

"ვენ თავადაც ვართ მძღოლები და საკუთარ ავტომობილებში მუდამ ისმოდა ფრაზები: "დღეს შენ ჩართე მუსიკა", "ეს უკვე მომბეზრდა", "ახლის მოსმენა მინდა" და სხვა. მივხვდით, რომ ეს პრობლემა არა მხოლოდ ჩვენ, არამედ შესაძლოა, მომხმარებლებსაც ჰქონდათ. სწორედ ამიტომ, შევქმენით Playlist-ი, რომელიც ავტომობილის მძღოლებს მათთვის სახასიათო გარემოს შექმნაში დაეხმარება.

მუსიკა უნდა იყოს სახასიათო იქიდან გამომდინარე, თუ როგორი მართვის სტილი გაქვს, როგორი დღეა, სად მიდიხარ, დღის განმავლობაში სად გადაადგილდები, მარტო მგზავრობ თუ მეგზურიც გყავს და ა.შ. ზოგჯერ ისე ხდება ხოლმე, რომ ერთსა და იმავე მუსიკას ვუსმენთ და ახლის მოძებნა გვიჭირს. Carusell-ის დახმარებით კი, მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ არსებული playlist-ებით და მოუსმინონ მუსიკს, რომელიც სასიამოვნოდ მგზავრობაში დაეხმარებათ. გეგმაში გვაქვს, მუდამ დაემატოს როგორც ახალი თემატიკის playlist-ები, ასევე სხვადასხვა მუსიკ, რათა ეს კომპოზიციებიც არ გახდეს მოსაწყენი მძღოლებისთვის", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს Carusell-ის თანადამფუძნებელი, ანა აბაშიძე.

სამომავლოდ, Carusell-ის მსმენელებს შეეძლებათ საკუთარი მუსიკალური გემოვნება და playlist-ები სხვებსაც გაუზიარონ, Carusell კი ამ ყველაფერს თავს მოუყრის. უბრალოდ, თქვენი საყვარელი სიმღერის ლინკი უნდა გაუგზავნოთ, ისინი კი მას დაამატებენ საერთო ფლეილისტში, სადაც სხვა ადამიანების მიერ გამოგზავნილი სიმღერებიც იქნება. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი გამოცდილებისა და ახალი სიმღერების აღმოჩენას. ავტომობილის მართვის დროს მძღოლებს აღარ მოუწევთ იმაზე ფიქრი, თუ რა სიმღერა ჩართონ. შეუძლიათ, პირდაპირ შევიდნენ spotify-ის გვერდზე და მოუსმინონ იმ მუსიკას, რომელიც კონკრეტულად იმ დროს მგზავრობას უხდება.

ანა აბაშიძის განმარტებით, ინიციატივის მიზანია, ხელი შეუწყონ ქართველ შემსრულებლებს − იმ ადამიანებს, რომლებიც საინტერესო მუსიკას ქმნიან და მეტ პოპულარიზაციას საჭიროებენ. "გვსურს, გავიმეოროთ იგივე სტრატეგია, რაც, თავის დროზე, TikTok-მა გააკეთა მომხმარებლებისთვის გააცოცხლა კარგად დავიწყებული ძველი სიმღერები, აღმოაჩენინა ახალი კომპოზიციები, შესძინა ემოციური დატვირთვა თითოეულ მუსიკას და სხვა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული playlist-ები იქნება არა მხოლოდ მუსიკალური ბაზა, არამედ ადგილი, სადაც მძღოლები ერთმანეთს საინტერესო მუსიკას გაუზიარებენ და დაეხმარებიან ერთმანეთს სასიამოვნოდ მგზავრობაში", − აღნიშნავს სტარტაპერი.

Carusell-ის ავტოექსპერტები მანქანის ყიდვისა და გაყიდვის მთლიან პროცესს თავად უძღვებიან და მომხმარებლებისთვის სრულიად ახალ გამოცდილებას ქმნიან. მისი დახმარებით, მომხმარებლები 3-ჯერ სწრაფად ყიდიან მანქანას და 30%-ით იაფად იძენენ ავტომობილს. ამ სერვისებთან ერთად, შემდგომ, Carusell-ის გუნდმა გადაწყვიტა, სტარტაპი არა მხოლოდ ყიდვა-გაყიდვასთან, არამედ მთლიანად მანქანასთან ასოცირებული პროდუქტი ყოფილიყო და მძღოლებს კარგი განწყობის შექმნასა და პოზიტიურად მგზავრობაში დახმარებოდნენ.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი