Get All Access for $5/mo

რა პერსპექტივა აქვს ქართული ვაზის ახალი ჯიშების წამოწევას მსოფლიო ბაზარზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

შემოდგომა კახეთის რეგიონში რთველის აქტიურ ფაზასთან ასოცირდება. ეს პერიოდი მევენახეებისთვისა და მეღვინეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად და საპასუხისმგებლო პერიოდად ითვლება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსავლის სწორად აღება, მისი რეალიზაცია და ღვინის დაყენების პროცესები.

გარდა იმისა, რომ მევენახეობა და ღვინის ინდუსტრია საქართველოში ტრადიციული და საამაყო მიმართულებაა, საკმაოდ შემოსავლიანი და დიდი პერსპექტივების მატარებელი ბიზნესია. ამის გათვალისწინებით, ქართული ყურძნის ჯიშების მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში სულ კულტურული ვაზის 500-მდე ჯიშია აღწერილი.

ამ რიცხვის მიუხედავად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საქართველოში სულ ორი ვაზის ჯიშია ათვისებული. მაგალითად, ღვინის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 243 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, აქედან 145 ათას ტონამდე რქაწითელი და 81 ათას ტონამდე საფერავი იყო.

"აგრო სოლუშენს ჯგუფში" მიაჩნიათ, რომ ვაზის ახალი ჯიშების წამოწევა ქვეყანას დაეხმარება, გაზარდოს მაღალი ხარისხის ღვინოს წარმოება და შესთავაზოს საერთაშორისო ბაზრებს განსხვავებული პროდუქცია. ასევე მნიშვნელოვანია მეორე კომპონენტი - კლიმატის ცვლილებებთან ადაპტირება.

"პირველ რიგში, ქვეყანამ უნდა განსაზღვროს, კონკრეტულად რისთვის აწარმოებს ყურძენს და რას უთმობს მეტ ყურადღებას, ფინანსებსა თუ დროს. თუ ვაწარმოებთ სუფრის ყურძენს, საჭმელად, მაშინ ამ მიმართულებაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და აღარ შემოვიტანოთ იმპორტული ყურძენი, თუნდაც, სომხეთიდან," აცხადებს "აგრო სოლუშენს ჯგუფის" დირექტორი დიანა ბერია.

საქართველოში სუფრის ყურძენს ნაკლებად აწარმოებენ და ბაზრის დასაკმაყოფილებლად საკმარისი რაოდენობა ქვეყანას არ აქვს. სწორედ ამიტომ, მოთხოვნის შესაბამისი რაოდენობის იმპორტი, ძირითადად, სომხეთიდან ხდება. საქართველოში სუფრის ყურძენი ძალიან მცირე ფართობზეა გაშენებული. გარდა ამისა, არ გვაქვს ლოჯისტიკური ცენტრები, კერძოდ, ისეთი სპეციალური თანამედროვე სისტემები, როგორიცაა ULO – ultra low oxygen აღჭურვილი მაცივრები, რაც აუცილებელია დაკრეფილი მოსავლის დასაყოვნებლად.

კითხვაზე, როგორ არის შესაძლებელი ამ სხვადასხვა მიმართულების განვითარება, აგრო სოლუშენს ჯგუფის დირექტორი, დიანა ბერია განმარტავს:

"სუფრის ყურძენი იქნება ეს თუ ღვინის, ორივე მიმართულებას სჭირდება განსხვავებული მიდგომა. ხარისხიანი პროდუქტის წარმოების შემთხვევაში, მეტს გადაგვიხდიან ყურძენშიც და ღვინოშიც. ეს კი ბაზარს დაასტაბილურებს. რეალურად, ბევრი საინტერესო გემური თვისებების მქონე ჯიშია, რომლისგანაც შეიძლება შეიქმნას განსხვავებული ღვინოები."

კორნელის უნივერსიტეტის ბოლო კვლევების მიხედვით, ახალი ჯიშების წამოწევა და განვითარება ხელს უწყობს ეკონომიკურ გავითარებას, ტურიზმის ხეშლეწყობას და მცირე მეურნეობების გაჩენას ქვეყანაში.

ახალი ჯიშების წარმოჩენა საფრანგეთის ერთ-ერთ პირველი და მნიშვნელოვანი საკითხია, რაზეც ათწლეულებია მუშაობს. მაგალითად, კლიმატურმა ცვლილებებმა, კონკრეტულად კი სიცხემ, წელს გამოიწვია ის ფაქტი, რომ მევენახეებს მოსავლის აღება დაგეგმილზე სამი კვირით ადრე მოუწიათ. ეს კი შესაბამისად ყურძნის მჟავიანობასა და ალკოჰოლის დონის მომატებაში აისახა. შესაძლოა, მსგავსი პრობლემის წინაშე მომავალში საქართველოც დადგეს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

მეიჯერელ საქართველო დისტანციურ დასაქმებას განაგრძობს

"მეიჯერელი" სწრაფად იზრდება, ყოველ წელს ახალი დამკვეთები შემოდიან საქართველოს ბაზარზე, რაც კომპანიას კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას აძლევს