Get All Access for $5/mo

რა სახის სიახლეები წარმოგვიდგინა Samsung-მა Galaxy Unpacked კონფერენციაზე 26 ივლისს კომპანია Samsung-მა სეულში გამართულ Galaxy Unpacked კონფერენციაზე რამდენიმე ახალი გაჯეტი, მათ შორის განახლებული დასაკეცი სმარტფონები, ახალი თაობის ე.წ. ჭკვიანი საათები და ტაბლეტები წარმოადგინა.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ახალი ერის დასაწყისი Galaxy Z Flip სერიაში?

თვეების განმავლობაში გავრცელებული ჭორების შემდეგ, Samsung-მა საბოლოოდ დაასრულა Galaxy Z Flip5-ზე მუშაობა. პირველი, რასაც თქვენ ახალ მოწყობილობაზე შეამჩნევდით, გაზრდილი წინა ეკრანის მოცულობაა, რომელიც Z Flip4-თან შედარებით ზომაში 3.4 ინჩს წარმოადგენს და გადაჭიმულია მოწყობილობის საკინძიდან ორმაგი კამერის მოდულამდე. ამავე დროს, ისევე, როგორც Moto Razr Plus-ზე, Flip5-ის წინა ეკრანზეც შესაძლებელია Android-აპლიკაციების გაშვება.

Z Flip5-ზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს ახალი მექანიზებული საკინძი, რომლის დახმარებითაც, წინა თაობისგან განსხვავებით, Galaxy Z Flip5 დაკეცვისას არ ტოვებს რაიმე დამატებით ადგილს. რაც შეეხება სმარტფონის მთავარ ეკრანს, იგი კვლავ უცვლელი რჩება და 6.7 ინჩს შეადგენს. მიუხედავად გაზრდილი წინა ეკრანისა და გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებისა, მოწყობილობის ფასი მისი წინამორბედის იდენტური − $999 იქნება.

ბევრად თხელი და მსუბუქი Galaxy Z Fold5

Z Flip5-თან ერთად, Galaxy Unpacked კონფერენციაზე კომპანიამ ასევე ახალი თაობის Galaxy Z Fold5 წარმოგვიდგინა. მიუხედავად იმისა, რომ მოწყობილობას არ გააჩნია იმ რაოდენობის ძირითადი ცვლილება, როგორც Z Flip5-ს, Samsung-მა მაინც განახორციელა გარკვეული გაუმჯობესებები.

Z Flip5-ის მსგავსად, Z Fol 5-ს ასევე აქვს Snapdragon 8 Gen 2 ჩიპსეტი და განახლებული საკიდი, რომელიც Z Flip5-ის მსგავსად საშუალებას აძლევს მოწყობილობას დაკეცვისას არ დატოვოს დამატებითი ადგილი. ამ უკანასკნელის დამსახურებით კი ახლა სმარტფონი ბევრად თხელია, ვიდრე მისი წინამორბედი. სხვა მნიშვნელოვანი განახლებები მოიცავს ეკრანის სიკაშკაშის გაზრდას სმარტფონის მთავარ, 7.6-ინჩიან ეკრანზე, რომელიც ახლა 1750 ნიტამდეა გაზრდილი. საბოლოო ჯამში, მიუხედავად მცირე გაუმჯობესებებისა, სმარტფონი Z Fold4-ის მსგავსად $1,799 ეღირება.

Galaxy Watch 6-ის სერიაში მბრუნავი ჩარჩო კვლავ დაბრუნდა!

როგორც ჩანს, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ჭორები მართალი აღმოჩნდა: Samsung-მა ოფიციალურად დააბრუნა ფიზიკურად მბრუნავი ჩარჩო თავის ახალ Galaxy Watch 6 Classic მოდელში. უჟანგავ ფოლადის კორპუსთან ერთად, განახლებული საათი ხელმისაწვდომი იქნება იმავე 43 მმ და 47 მმ ზომებში, როგორც ბოლო თაობა (Watch 4 Classic).

Watch 6 Classic-ის გარდა, Samsung-მა წარმოადგინა სტანდარტული Galaxy Watch 6 მოდელი, რომელსაც კომპანია 40 მმ და 44 მმ ზომებში გვთავაზობს. ორივე საათს აქვს მცირედით გაზრდილი ეკრანი, რომელსაც გარს აკრავს საფირონისგან დამზადებული ზედაპირი. ისინი ასევე ხელმისაწვდომი იქნება უახლესი Wear OS 4 ოპერაციული სისტემით, რომელიც გვთავაზობს მუდმივ განახლებას ძილის თვალყურის დევნის, გულისცემის პერსონალიზებული გაზომვის, გადაუდებელი SOS-ზარებისა და სხვა ფუნქციების შესახებ.

Watch 6 Classic-ის ფასი $399,99-ს შეადგენს, ხოლო სტანდარტული მოდელის Watch 6-ის ღირებულება $299,99 იქნება.

Galaxy Tab S9 − ტაბლეტების ახალი ტრიო

გარდა სმარტფონებისა და "ჭკვიანი" საათებისა, სეულში გამართულ კონფერენციაზე Samsung-მა ტაბლეტების ახალი ხაზი: Galaxy Tab S9, Tab S9 Plus და Tab S9 Ultra წარმოგვიდგინა. ის, რაც აღნიშნული სერიის ტაბლეტებს გამოარჩევს, მის წინამორბედებისგან განსხვავებით, განახლებული OLED-ეკრანი და ასევე IP68 რეიტინგია მტვრისა და წყლისგან დაცვისათვის. მაგრამ აღნიშნული განახლებებისა და ახალი Snapdragon 8 Gen 2 ჩიპსეტის გარდა, Tab S9 სერიაში ძირითადი მახასიათებლების მხრივ ბევრი რამ ნამდვილად არ შეცვლილა.

აღსანიშნავია, რომ ტაბლეტების ტრიოს ზომები კვლავ იგივე რჩება: S9 აღჭურვილია 11 ინჩი ზომის ეკრანით, S9 Plus 12.4 ინჩით, ხოლო Tab S9 Ultra-ს კი 14.6 ინჩი ზომის ეკრანი აქვს. მათი ფასები ასე გადანაწილდა: S9 დაიწყება $799.99-იდან, S9 Plus 999.99$-იდან, Ultra მოდელი კი $1,199.99-იდან იქნება ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება აღნიშნული მოწყობილობების შეკვეთებს, გლობალურ ბაზარზე მოდელებზე წინასწარი შეკვეთები დღეიდან დაიწყება, ოფიციალური გაყიდვები კი 11 აგვისტოდან არის დაგეგმილი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი