Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სამშენებლო პროექტის მართვა ის გადაწყვეტილებაა, სადაც ყველაფერი – ბიუჯეტი, ვადები, ხარისხი – კონტროლს თანაბრად მოითხოვს. სწორედ ამ კონტექსტში ჩნდება კითხვა: ვის ევალება ეს კონტროლი და როგორ?
ქართულ ბაზარზე სამშენებლო პროექტების მართვა ხშირად მხოლოდ ზედამხედველობასთანაა ასოცირებული. ზედამხედველობა კი, თავისი არსით, პრობლემის ფიქსაციაა და არა მისი პრევენცია. ამისგან განსხვავებით, მენეჯმენტი გადაწყვეტილებებს პროაქტიურად იღებს, გეგმებს ადგენს, ტენდერებს წარმართავს, ბიუჯეტს აკონტროლებს და ყველა ეტაპზე დამკვეთის ინტერესს იცავს. CQM სწორედ ამ ლოგიკით მუშაობს.
კომპანია დამკვეთის ინტერესების სისტემურ მმართველად პოზიციონირებს. პროცესი ნულოვანი ანგარიშის მომზადებით იხსნება. ეს პროექტის ანალიტიკური ჩარჩოა, როცა უნდა გაირკვეს საიდან იწყება პროცესი, რა საჭიროებებია და სად არის რისკი. ამის საფუძველზე ყალიბდება პროექტის მართვისა და განვითარების მატრიცა, რომელიც ყოველ შემდეგ ეტაპს წინასწარ გეგმავს და სტრუქტურას აძლევს.
ეს მატრიცა ერთდროულად სამუშაო ინსტრუმენტია CQM-ისთვის და გამჭვირვალობის მექანიზმი დამკვეთისთვის – ნებისმიერ მომენტში ნათელია, რა ეტაპზეა პროექტი, რა სამუშაოები სრულდება, რა იგეგმება შემდეგ. ეს გამჭვირვალობა არა ფორმალური ვალდებულება, არამედ მართვის ხერხია. დამკვეთი, რომელმაც პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია იცის, სწრაფ გადაწყვეტილებებს იღებს და ნაკლებ შეცდომას უშვებს.
CQM-ის გუნდი პროექტის მენეჯერებს, ობიექტის ზედამხედველებს, MEP ინჟინრებს, კონსტრუქტორებს, ფინანსური მართვის სპეციალისტებს, დოკუმენტ-კონტროლსა და შრომის უსაფრთხოების სამსახურს მოიცავს.
ეს სტრუქტურა შემთხვევითი არ არის. კომპლექსური სამშენებლო პროექტი ვერ იმართება ერთი ადამიანის ან ერთი კომპეტენციის ფარგლებში. სამშენებლო ტენდერების ორგანიზება და მართვა, ქვეკონტრაქტორების კოორდინაცია, ბიუჯეტის კონტროლი, ტექნიკური ზედამხედველობა, ვადების მართვა – ეს ყველაფერი ერთ სისტემაში ერთიანდება.
როდესაც ეს ფუნქციები გაფანტულია, ზოგი კი საერთოდ არ არის გათვალისწინებული, ინფორმაციული ხარვეზები ჩნდება. ეს კი ხარჯების გზრდასა და ვადების გადაცილებას იწვევს და ხშირად ძვირი ჯდება. CQM ამ ყველაფერს ერთ მომსახურებაში აერთიანებს.
ქართული სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა ის არის, რომ "ხარისხი" სუბიექტური ცნებაა. ყველა კომპანია თავისებურად განმარტავს, რა ნიშნავს კარგი სამუშაო, სწორი გეგმა ან "ნორმის ფარგლებში" შესრულებული ობიექტი. ეს სუბიექტურობა ხშირად კამათის, ზარალის ან განუხორციელებელი მოლოდინების მიზეზი ხდება.
CQM ამ სუბიექტურობას საერთაშორისო სტანდარტებითა და ტექნოლოგიური ინსტრუმენტებით ცვლის. კომპანია მრავალფეროვან ტექნოლოგიებს იყენებს. ეს ინსტრუმენტები პროცესს გაზომვადს ხდის – ვადები, ხარჯები, შესრულებული სამუშაოები დოკუმენტირებული და მართვადია.
პრობლემების ადრეული გამოვლენა სწორედ ამ გაზომვადობის შედეგია. ხარვეზი ჩანს იქამდე, სანამ პრობლემა გამოუსწორებელი გახდება.
ვადის გადაწევა ხარჯს ზრდის, ხარჯის შეკვეცა – ხარისხს ამცირებს. ხარისხის მოთხოვნა კი ვადას გადაწევს. ეს სამი ცვლადი ურთიერთდამოკიდებულია, და ვინც მხოლოდ ერთზე ფოკუსირდება, დანარჩენ ორზე კონტროლს კარგავს.
CQM-ის მიდგომა ამ სამ ცვლადს ერთ მართვის ჩარჩოში ათავსებს. ყოველი ფინანსური გადაწყვეტილება ვადის კონტექსტში განიხილება, ყოველი ვადა – ხარისხის სტანდარტთან მიმართებაში. ეს კომპლექსური ხედვა გამორიცხავს სიტუაციებს, სადაც პროექტის ვადები, ხარისხი და ბიუჯეტი ერთმანეთს აცდენილია.
CQM-ის ძირითადი სამიზნე ჯგუფი კერძო ბიზნესია – ინვესტორები და კომპანიები, რომლებისთვისაც მშენებლობის მართვა და სამშენებლო პროექტების მენეჯმენტი ფინანსური პასუხისმგებლობაა. ამ კატეგორიის დამკვეთს სამი ძირითადი კითხვა აქვს: სად მიდის ფული, ჩაბარდება თუ არა პროქტი ვადებში, დასრულდება თუ არა ისე, როგორც შეთანხმდნენ. CQM-ის სამშენებლო მართვა სწორედ ამ სამ კითხვას პასუხობს.
კომპანია 2 წელია ბაზარზეა. ამ პერიოდში ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრის მართვა და 150 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციების კოორდინაცია განახორციელა. CQM მომავალში საერთაშორისო ბაზარზე პიზიციონირებასაც გეგმავს.