Get All Access for $5/mo

რა სიახლეები გელოდებათ წელს ახალ გუდაურში ახალი გუდაურის დამსვენებლებს არაერთი სიახლე ელის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

დეველოპერული კომპანია "რედკო" 2012 წელს დაარსდა. უკვე რვა წელია, კომპანია მიჰყვება ინდუსტრიის დინამიკასა და უახლეს ტენდენციებს თანამედროვე საცხოვრებელი და რეკრეაციული პროექტების შემუშავებისთვის.

2020 წლის ზამთრის ახალი სეზონისთვის რედკო განსაკუთრებულად ემზადება. ახალი გუდაურის დამსვენებლებს ბევრი სიახლე დახვდებათ - იქნება ეს ახალი კომპლექსები თუ ინფრასტრუქტურა. კერძოდ კი:

  • ახალი, ღია და დახურული პარკირების სივრცეები
  • გარე განათებები
  • გამწვანება
  • ღია საცურაო აუზი
  • საჯარო სველი წერტილი გონდოლასთან
  • მარიოტის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ლე მერიდიენ ბათუმის პოპ-აპ რესტორანი "ლა ბრასერი გუდაური", სადაც სრიალისგან სასიამოვნოდ დაღლილი მომხმარებლები დააგემოვნებენ გამორჩეული მალტელი შეფის კერძებს.

და მრავალი სხვა.

გარდა ფუნქციური მხარისა, რედკო ასევე ახალი გუდაურის ვიზუალურ მხარეზეც არანაკლებ ზრუნავს - წელს ახალი გუდაურის კედლებს უნიჭიერესი ქართველი არტისტის, მუსია ქებურიას ნახატები დაამშვენებს. რედკოსა და მუსიას კოლაბორაცია უკვე დაიწყო და მან რედკოს გაყიდვების ახალი ოფისის კედლები მოხატა.

მეტიც, რედკო აპირებს, დამსვენებელს ზრაპრული საახალწლო გარემო დაახვედროს, ამის შესახებ მეტ დეტალს სეზონის მოახლოვებასთან ერთად გავიგებთ.

"ახალი გუდაური" არის რედკოს მიერ გუდაურში გაშენებული პატარა ქალაქი, თავისი ინფრასტრუქტურით. ადამიანს, რომელიც "რედკოში" ყიდულობს აპარტამენტს, არ უწევს შორს წასვლა – მას ყველაფერი სახლის ტერიტორიაზე აქვს: რესტორანი, სპა, ბავშვთა გასართობი ცენტრი, თხილამურის შენახვა და ქირაობა და რაც მთავარია, ყველა მათგანი ძალიან ახლოს არის გონდოლასთან.

შეგახსენებთ, რომ გენერალური გეგმის მიხედვით, რედკომ ახალ გუდაურში 26 კომპლექსი უნდა ააშენოს. 12 პროექტი ვიზიტორებს წელს უკვე დასრულებული დახვდებათ, საიდანაც 4 ახალი კომპლექსი - ნეო, ალპიკ, თვინს და ბლოკ 6 - ექსპლუატაციაში სეზონზევე შევა.

საყურადსაღებოა რედკოს სპეციალური შეთავაზებაც - 36-თვიანი შიდა უპროცენტო განვადება მიმდინარე ან/და დასრულებულ პროექტებზე. ანუ, მომხმარებლებებს აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ აპარტამეტნი უკვე დასრულებულ პროექტში, დაისვენონ ამ სეზონიდანვე, მისი ღირებულება კი მომდევნო, ეტაპობრივად დაფარონ.

იმ შემთხვევაში კი, თუ თავად ვერ მოახერხებენ სეზონზე აპარტამენტის გამოყენებას, მათ ექნებათ შესაძლებლობა, გააქირავონ კუთვნილი უძრავი ქონება და უკვე დაიწყონ ინვესტიციის უკუგება.

ამ და სხვა სიახლეების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით დეველოპერულ კომპანია რედკოს: 577 230 230

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი