რა სახის სიახლეები წარადგინა Acer-მა next@acer 2023 გლობალურ კონფერენციაზე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ Acer მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მუდმივად არღვევს საზღვრებს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, რასაც ასევე მოწმობს 20 აპრილს გამართული Next@Acer 2023 გლობალური პრესკონფერენცია, სადაც კომპანიამ საკუთარი პროდუქციისა და ინოვაციების უახლესი ხაზის მოწყობილობები წარმოადგინა.
კონფერენციაზე ერთ-ერთი მთავარი წერტილი გახლდათ კომპანიის ფოკუსირება მდგრადობაზე. Acer-მა წარმოადგინა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების სპექტრი, რომელიც შექმნილია გარემოზე ზრუნვის გათვალისწინებით. რეციკლირებული მასალებით დამზადებული ლეპტოპებიდან და პროექტორებიდან დაწყებული, PCR-მასალებისგან დამზადებული ჰაერის გამწმენდით დასრულებული, Acer ავლენს თავის ერთგულებას ნახშირბადის შემცირებისა და მომხმარებლებისთვის მდგრადი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდებისთვის.
მდგრადობაზე ფოკუსირების გარდა, Acer-მა ასევე წარადგინა ფართო პროდუქციის სპექტრი, რომელიც შექმნილია პროდუქტიული შესრულებისა და მრავალფეროვნებისთვის. ახალი შემადგენლობა მოიცავს ლეპტოპებსა და დესკტოპებს, რომლებიც აღჭურვილია უახლესი პროცესორებითა და გრაფიკული ბარათებით, ასევე, სათამაშო მონიტორებსა და აქსესუარებს, რომლებიც შექმნილია თამაშის განსაცვიფრებელი გამოცდილების უზრუნველსაყოფად.
რა სახის სიახლეები ვიხილეთ 20 აპრილს გამართულ next@acer-ის კონფერენციაზე?
Acer ebii e-bike
Acer-ის ერთ-ერთი მთავარი მთავარი სიახლე Acer ebii გახლდათ − AI-ით აღჭურვილი ერთძრავიანი ელექტროველოსიპედი, რომელიც ავტომატურად ადაპტირდება მომხმარებელთან.
მისი გრძელვადიანი ბატარეა, ე.წ. ჭკვიანი უსაფრთხოების მახასიათებლები და მინიმალისტური მსუბუქი დიზაინი მომხმარებლებს ნავიგაციის საშუალებას აძლევს ქალაქის ქუჩებში, ნახშირბადის ყოველგვარი კვალის გარეშე.
Acer ebii გამოირჩევა მოდულური არქიტექტურითაც, რომელიც ერგება საკუთარ ბატარეას. მისი ინოვაციური დიზაინი იძლევა მარტივი დამუხტვის შესაძლებლობასაც.
რაც შეეხება ტექნიკურ მონაცემებს, ebii-ს აქვს 250/350-ვატიანი ძრავა 40 ნმ ბრუნვის მაჩვენებლით, რაც უზრუნველყოფს გადაადგილებას 25კმ/სთ-მდე. ebii-ი AI ასევე იყენებს მონაცემებს და აგროვებს მომხმარებლის შეხედულებებს ebiiGO აპლიკაციის მეშვეობით.
მომხმარებლებს შეუძლიათ დაუკავშირონ საკუთარი სმარტფონი ელექტროველოსიპედს Bluetooth-ის საშუალებით, შემდეგ გამოიყენონ ebiiGO მარშრუტების დასაგეგმად, ბატარეის ხანგრძლივობის გასაგებად, ავტომატური განბლოკვის პარამეტრებისთვისა და სხვა სახის კონტროლისთვის.
ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ 100%-მდე დასამუხტად ebii-ს სულ რაღაც 2.5 საათი სჭირდება, ხოლო ხელოვნური ინტელექტის ოპტიმიზებული ენერგიის განაწილება ხელს უწყობს ენერგიის მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოყენებისთვის.
Aspire Vero Laptop &Acer VeroProjector
20 აპრილს გამართულ კონფერენციაზე კომპანიამ ასევე არ დაარღვია ტრადიცია და წარმოგვიდგინა Vero-ს ხაზის უახლესი პროდუქტები, მათ შორის Acer Aspire Vero 15 (AV15-53P) და Acer Vero PL3510ATV ლაზერული პროექტორი. მათთვის, ვისთვისაც ჯერ კიდევ არაა ცნობილი, შეგახსენებთ, რომ Aspire Vero ხაზის მოწყობილობები ამცირებს CO2-ის გამოყოფას პოსტსამომხმარებლო რეციკლირებული (PCR) პლასტმასის გამოყენებით.
რაც შეეხება მათ ტექნიკურ მონაცემებს, ასე გამოიყურება:
Acer Aspire Vero 15
Aspire Vero 15 აღჭურვილი იქნება მე-13 თაობის Intel ® Core ™ პროცესორებითა და Intel ® Iris ® X e სერიის გრაფიკული ბარათით. მას აქვს ასევე 15-დუიმიანი FHD IPS ეკრანი და 1440p QHD გამოსახულების მქონე ვებკამერა, რომელიც Acer-ს PurifiedView ™ და Acer PurifiedVoice ™ ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. საიმედო და უწყვეტი კავშირისთვის, ლეპტოპი აღჭურვილია WiFi 6E-ით, ასევე ორი Thunderbolt ™ 4/USB Type-C, ორი USB3.2 Gen1 Type-A, HDMI 2.1, DC და აუდიოჯეკის პორტით, რომელიც მომხმარებლებს გარესამყაროსთან მუდმივად დაკავშირებულსა და პროდუქტიულს გახდის, სადაც უნდა იყვნენ.
Acer Vero PL3510ATV
აქვე არ უნდა გამოგვრჩეს Acer Vero PL3510ATV პროექტორიც, რომელსაც შეუძლია Full HD რეზოლუციის გამოსახულების ჩვენება, ასევე, აქვს 4800ANSI ლუმენის დიოდი და 30 000-საათიანი სიცოცხლის უნარიანობა. პროექტორის ენერგიის დაზოგვის მახასიათებლები ასევე ზოგავს 48%-მდე მეტ ენერგიას სტანდარტულ პროექტორებთან შედარებით, რაც საბოლოოდ ამცირებს მის ღირებულებას და ნახშირბადის დონეს.
Vero PL3510ATV-ს ასევე აქვს IP5X-რეიტინგი, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერ გარემოში მისი გამოყენების შესაძლებლობას. პროექტორს ასევე აღჭურვილია 10W-იანი ჩაშენებული დინამიკით, რომელიც გადმოსცემს კინემატოგრაფიულ ხმებს და გამორიცხავს გარე დინამიკების საჭიროებას, მაგრამ ამავე დროს აქვს სხვა აუდიოტექნიკასთან დაკავშირების მხარდაჭერაც.
Acerpure Pro Vero
წარმოდგენილ მოწყობილობათა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ინოვაცია კომპანიის მიერ წარდგენილი Acerpure Pro Vero ჰაერის გამწმენდი გახლდათ, რომელიც თავის მხრივ, აგებულია რეციკლირებული (PCR) მასალების შასით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კომპანიის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას vero-ს ხაზის მიმართ.
Acerpure Pro Vero-ს აქვს მოწინავე 3-in-1 + HEPA ფილტრი, რომლის დახმარებითაც ეფექტურად შეუძლია გაანადგუროს ბაქტერიები და გაფილტროს ჰაერში შეჩერებული PM2.5 ნაწილაკების 99.9%. მისი 4-ფენიანი დაცვის სისტემა ასევე ეფექტიანად აშორებს მავნე გაზებსა და ალერგენებს.
ინტუიციური LED-სენსორული პანელით იგი ერგება ნებისმიერი სახლის ან ოფისის კონფიგურაციას. მას ასევე შეუძლია ავტომატურად გადაერთოს შესაბამის ოპერაციულ რეჟიმზე, შენობის კონფიგურაციიდან გამომდინარე. მოწყობილობა ასევე აცნობებს მომხმარებლებს ჰაერის მიმდინარე ხარისხის შესახებ სამი განსხვავებული ინდიკატორის საშუალებით.
TravelMate P6 &P4 Series
Acer-მა კონფერენციაზე ასევე წარმოადგინა TravelMate ბიზნესხაზის ლეპტოპები, რომლებიც აღჭურვილია მე-13 თაობის Intel Core vPro პროცესორებით, 16:10 პრემიუმ OLED-ეკრანით, 65 Wh სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერითა და თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული წამკითხველით.
Acer TravelMate P6 14
უახლესი TravelMate P6 14 არის საუკეთესო ბიზნესკლასის ლეპტოპი, რომელიც აღჭურვილია 2.8K OLED (2880x1800) პანელით, 16:10 თანაფარდობისა და DCI-P3 100% დაფარვის მხარდაჭერით. Intel vPro-ით და Intel Evo-ს აღჭურვილი P6 14-ს მხარს უჭერს მე-13 თაობის Intel Core i7 პროცესორი, 32 GB LPDDR5 ოპერატიული მეხსიერებითა და 65 Wh სწრაფი დამუხტვის ბატარეით.
Acer TravelMate P4 14 &P4 Spin 14
TravelMate P4 14 და 16-დუიმიან ვერსიებს TravelMate P4 Spin ლეპტოპებთან ერთად აქვს შემდეგი თაობის შესრულება, რომელიც აღჭურვილია მე-13 თაობის Intel Core i7 vPro პროცესორებით. NVIDIA GeForce RTX 2050 GPU-ების გარდა, TravelMate P4 14-ზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს მისი მსუბუქი მაგნიუმის შენადნობის შასი და 16:10 თანაფარდობის 2.2K-მდე გარჩევადობის ეკრანი, რომელიც ხაზს უსვამს ლეპტოპის განახლებულ ვიზუალსა და პრემიუმმახასიათებლებს.
Acer TravelMate P2 14 &P2 16
Acer TravelMate P2 სერიის ლეპტოპს აქვს IPS ტექნოლოგიით შექმნილი 14 და 16-დუიმიანი 16:10 WUGXA (1920 x 1200) 170° ხედვის მქონე ეკრანი. კომპაქტური ლეპტოპი აღჭურვილია მე-13 თაობის Intel Core პროცესორითა და NVIDIA GeForce RTX 2050 GPU-ით, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალ შესაძლებლობებს უფრო დიდი OceanGlass სენსორული პანელითა და 180-გრადუსიანი ხედვის კუთხით.
ორივე მოდელი აღჭურვილია მე-13 თაობის Core i3 და Core i5 პროცესორებით და 16:10 თანაფარდობის OLED-პანელით, რომლებსაც ასევე აქვთ თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული წამკითხველი და 2.8K გამოსახულების OLED (2880x1800) პანელი. TravelMate P6 14 ლეპტოპი ასევე გამოირჩევა 2x2 Wi-Fi 6E და 5G კავშირის მხარდაჭერითაც.
Acer Swift X 16
კონფერენციაზე Acer-მა ასევე წარმოადგინა უახლესი Acer Swift X 16 (SFX16-61G), რომელიც შექმნილია მძიმე გრაფიკულ ოპერაციებზე მუშაობისთვის, მათ შორის 3D-რენდერისა და ვიდეომონტაჟისთვის. Swift X 16 ასევე აღჭურვილი იქნება AMD Ryzen ™ 9 7940H პროცესორითაც და NVIDIA ® GeForce RTX ™ 4050 გრაფიკული ბარათით. ნიშანდობლივია ისიც, რომ აღნიშნულ ლეპტოპს ასევე ექნება TwinAir გაგრილების სისტემა, გაზრდილი ბატარეა და 1080p FHD ვებკამერა, რომელიც იყენებს Acer-ის ხმაურის შემცირების ტექნოლოგიას (TNR).
გარდა ტექნიკური მახასიათებლებისა, Swift X 16-ს ასევე გამოარჩევს მისი ახლად შემუშავებული თხელი და მსუბუქი ვიზუალი, რომლის გამო იგი მხოლოდ 1,9 კგ-ს იწონის.
მის წინამორბედთან შედარებით, Swift X 16 გამოირჩევა ყველაზე დიდი სენსორული პანელით, შესაბამისად მომხმარებლები გაოცებულები დარჩებიან სენსაციური ფერებითა და ვიზუალით, რომელსაც გთავაზობთ განსაკუთრებით 16-დუიმიანი მოდელი.
Predator Orion X Desktop
დღევანდელ კონფერენციაზე ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო გეიმინგ-სფეროსაც. Acer-მა წარმოადგინა ახალი დესკტოპ-კომპიუტერი, სახელად Predator Orion X, რომელიც აერთიანებს მე-13 თაობის Intel Core™ i9-13900KS პროცესორს, NVIDIA ® GeForce RTX ™ 4090 GPU და გაგრილების თხევად სისტემას. კოსმოსური კაფსულებით შთაგონებული დიზაინი შეიქმნა მრავალი "ზონისთვის", მათ შორის CPU-ისთვის, ჰაერისა და თხევადი გაგრილების სისტემებისთვის და ა.შ.
განახლებულ სათამაშო კომპიუტერს ასევე აქვს მოსახსნელი მაგნიტური წინა საფარი, ლითონის მხარე "სასიცოცხლო" შიდა ნაწილების დასაცავად და მექანიკური მკლავის მსგავსი ყურსასმენის საკიდი.
გარდა დესკტოპ-კომპიუტერისა, Acer-მა ასევე წარმოადგინა ახალი გეიმინგისთვის განკუთვნილი ლეპტოპებიც: Predator Triton 17 X, Predator Triton 17 X, Predator Triton 14 და Predator Helios 3D 15.
Predator Triton 17 X
Predator Triton 17 X, Acer-ის ისტორიაში ყველაზე მძლავრი გეიმინგ-ლეპტოპია. მიუხედავად ამისა, იგი ინარჩუნებს უფრო თხელ და ერგონომიულ დიზაინს. მონაცემებზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ Triton 17 X-ს აქვს 17-დუიმიანი ეკრანი და განახლების 250Hz სიხშირე. ახალი ლეპტოპი ასევე აღჭურვილია მე-13 თაობის Intel Core i9-13900HX პროცესორითა და NVIDIA GeForce RTX 4090 GPU-თი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი აშკარაა, რომ Triton 17 X-ს შეუძლია გაუმკლავდეს ნებისმიერ რთულ დავალებას მარტივად და სწრაფად.
Predator Helios Neo 16
Predator Helios Neo 16 კიდევ ერთი ძლიერი გეიმინგ-ლეპტოპია, რომელიც წარმოადგინა Acer-მა, კონფერენციაზე. "უფროს ძმასთან" შედარებით, იგი გარკვეულწილად მის შედარებით ბიუჯეტურ ვერსიას წარმოადგენს. მე-13 თაობის Intel Core HX პროცესორი მნიშვნელოვან კომპანიონობას უწევს NVIDIA GeForce RTX 4070-ს. Helios Neo 16 ასევე აღჭურვილია 16-დუიმიანი IPS-ეკრანით, რომელიც ხელმისაწვდომია ორ ვერსიად − WQXGA (2560×1600) რეზოლუციითა და WUXGA (1920×1200)-თი. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ორივე მოდელს აქვს 165Hz განახლების სიხშირე და NVIDIA Advanced Optimus და G-SYNC მაქსიმალურად ნათელი გამოსახულებისთვის.
Predator Triton 14
Predator Triton 14 კი ყველაზე მომცრო გეიმინგ-ლეპტოპია, რომელიც acer-მა წარმოგვიდგინა. მიუხედავად საკუთარი ზომისა, ლეპტოპი მე-13 თაობის Intel Core i7-13700H პროცესორითა და NVIDIA GeForce RTX 4070/4050 GPU-თი გახლავთ აღჭურვილი. 14-დუიმიანი ეკრანი უზრუნველყოფს სწრაფ 250Hz განახლების სიხშირეს და მხოლოდ 0,74-0,78 ინჩის სისქეს.
Predator Helios 3D 15
დაბოლოს, Predator Helios 3D 15 SpatialLabs Edition არის Acer-ის უახლესი მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს Acer-ის მიერ შექმნილ SpatialLabs ტექნოლოგიის დანერგვას. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, Helios 3D 15-ს აქვს სტერეოსკოპიული 3D-ეკრანი,რომელსაც შეუძლია გადმოსცეს 3D-გამოსახულება. რაც შეეხება ტექნიკურ მონაცემებს, იგი აღჭურვილია მე-13 თაობის Intel Core i9-13900HX პროცესორითა და NVIDIA GeForce RTX 4080-ით.
საბოლოო ჯამში აშკარაა, რომ Next@Acer 2023 გლობალური პრესკონფერენცია საინტერესო მოვლენად იქცა ტექ.ენთუზიასტებისა და მომხმარებლებისთვის. მდგრადობაზე, შესრულებასა და მრავალფეროვნებაზე ფოკუსირებით, Acer-ის უახლესი პროდუქციის ასორტიმენტი ნამდვილად დიდ გავლენას მოახდენს ტექნიკურ ინდუსტრიაში. იმისათვის კი, რათა ზემოთ ჩამოთვლილი მოწყობილობების შესახებ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოთ, გთხოვთ ეწვიოთ აღნიშნულ ბმულს.