Sponsored Content

რა უნდა იცოდე მობილბანკის თამაშის ფინალზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

უკვე მეთორმეტე კვირაა, საქართველოს ბანკის თამაშმა მთელი საქართველო მოიცვა, ეს გრანდიოზული თავგადასავალი კი ნელ-ნელა ფინიშის ხაზს უახლოვდება. ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში მობილბანკის მომხმარებლები ერთმანეთს პასუხებს უზიარებდნენ, ვაუჩერებს ინაწილებდნენ და დიდი ენთუზიაზმით ელოდნენ ყოველ შემდეგ ორშაბათს, ახლა კი უკვე დიდი მზადებაა გრანდიოზული ფინალისთვის, რომელიც იანვარში გაიმართება.

ვის შეუძლია ფინალში მონაწილეობა

ფინალში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც გუნდებს, ისე დამოუკიდებელ მოთამაშეებს, ამისთვის კი საჭიროა მინიმუმ 2 კვირის ყველა დავალება წარმატებით შესრულება. თუ ისეთი ადამიანი დარჩა, ვინც ჯერ არ ჩაბმულა ამ საინტერესო გამოწვევაში, ჯერ კიდევ არის დრო 24 დეკემბრამდე, გახსნას მობილბანკი, დაიწყოს თამაში და მოხვდეს ფინალში, სადაც დაუჯერებელი პრიზების მოპოვების შანსი ყველას ეძლევა.

როგორი იქნება ფინალი

ვინც თამაშს თამაშობს, იცის, რომ დავალებების შესრულებაში სიჩქარე მნიშვნელოვანი არ არის – კითხვებზე პასუხის გასაცემად მთელი კვირაა. ფინალი ამ მხრივ განსხვავებული იქნება – აქ მნიშვნელოვანი იქნება სისწრაფე და გაიმარჯვებს ის, ვინც უფრო სწრაფად უპასუხებს კითხვებს. კითხვები კი, რა თქმა უნდა, როგორც აქამდე, ინტელექტუალური სახის იქნება, პასუხების ძებნაში კი მოთამაშეს ლოგიკა და ცოდნა დაეხმარება.

ვინ როგორ ითამაშებს ფინალში

თამაშის ფინალი ყველასთვის ერთ დროს დაიწყება, განსხვავება კი ის იქნება, რომ ყველასთან – დამოუკიდებელ მოთამაშესთან, ორ-მოთამაშიან გუნდთან და სამ-მოთამაშიან გუნდთან სხვადასხვა კითხვა გამოჩნდება. შესაბამისად, კონკურენციაშიც მხოლოდ ერთმანეთთან შევლენ: დამოუკიდებელი მოთამაშის კონკურენტი დამოუკიდებელი მოთამაშე იქნება და ა.შ. რაც შეეხება გუნდებს, ფინალში კაპიტანი ითამაშებს, კაპიტნის არჩევა კი ფინალის დაწყებამდე მაქსიმუმ 24 საათით ადრე იქნება შესაძლებელი.

რამდენი კითხვა იქნება და რამდენი გამარჯვებული

კითხვების რაოდენობა მოთამაშეების მიხედვით განსხვავებული იქნება – დამოუკიდებელ მოთამაშეს 30 კითხვა ექნება, ორ-მოთამაშიან გუნდს 45, ხოლო 3-მოთამაშიანს – 60 კითხვა. რაც შეეხება გამარჯვებულების რაოდენობას, თამაშს თითო კატეგორიაში სამ-სამი გამარჯვებული ეყოლება: მაგალითად, დამოუკიდებელ მოთამაშეებში გაიმარჯვებენ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულები და ანალოგიურად იქნება ორ და სამ-მოთამაშიანი გუნდების შემთხვევაშიც. ჯამში 3 დამოუკიდებელი მოთამაშე, 3 ორ-წევრიანი გუნდი და 3 სამ-წევრიანი გუნდი გაიმარჯვებს, ანუ სულ 18 ადამიანი მიიღებს 360 000 ლარიანი საპრიზო ფონდიდან თავის წილს.

რაში გამოიყენებ მონეტებს

თუ მარკეტის გახსნისას მონეტებს არ ხარჯავდი და ფინალისთვის ინახავდი, შესაძლოა, ეს მონეტები გამარჯვებაში ძალიან დაგეხმაროს. მონეტების გადაცვლა შესაძლებელი იქნება დახმარებებში და შეცდომის შედეგად მიღებული დროითი შეზღუდვის მოხსნაში, რომლის გამოყენების შემდეგაც მომხმარებელი შეძლებს, შეცდომით გაცემულ კითხვაზე ხელახლა გასცეს პასუხი. ხოლო სანამ პასუხს არ გასცემს სწორად , შემდეგ კითხვაზე ვერ გადავა.

კონკრეტულად კი მონეტებს გადაცვლას მოთამაშე ასე შეძლებს:

  • პირველი ასოს გახსნა (ჩასაწერი ტიპის კითხვის შემთხვევაში) – 35 მონეტა;
  • არასწორი პასუხების გამორიცხვა – 50:50-ზე – 40 მონეტა;
  • დავალების სწორ პასუხად ჩათვლა – 100 მონეტა;
  • დროითი შეზღუდვის მოხსნა – 80 მონეტა.

ისღა დაგრჩენია, მოემზადო მასშტაბური ფინალისთვის, იქამდე გონება გაავარჯიშო და ჩაება საპრიზო ფონდის მოპოვების დიდ ბრძოლაში. მანამდე კი არ დაგავიწყდეს, ყოველ ორშაბათს შეასრულო დავალებები, ხოლო თუ მონეტების დაგროვება არ გინდა, გახსნა მარკეტი და აირჩიო უამრავი საჩუქრიდან ერთი ან რამდენიმე. მარკეტში მონეტების გადაცვლა ფინალამდე არაუმეტეს 24 საათით ადრე იქნება შესაძლებელი, ფინალის შემდეგ მარკეტი აღარ გაიხსნება.