რა უნდა იცოდეთ, თუ მანქანის უცხოეთიდან ჩამოყვანას გეგმავთ – ყველაფერი ავტომობილების იმპორტზე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ყველაფერი, რაც მანქანის უცხოეთიდან ჩამოყვანაზე უნდა იცოდეთ
საზღვარგარეთიდან ავტომობილის საქართველოში ჩამოყვანა გამოუცდელი ადამიანისთვის ბევრ თავის ტკივილს უკავშირდება. პირველი სირთულე უზარმაზარ უცხოურ ბაზარზე სასურველი ავტომობილის შერჩევაა. არანაკლებ პრობლემურია საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, იმპორტირების პროცესისა და განბაჟების პროცედურების სწორად წარმართვა. ამიტომ, მოდით, ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, თუ გსურთ, მანქანის საზღვარგარეთ შეძენის პროცესმაც მარტივად ჩაიაროს და შერჩეული ავტომობილითაც კმაყოფილი დარჩეთ.
სად შეგიძლიათ შეარჩიოთ მეორადი ავტომობილები?
საქართველოს მოქალაქეები ავტომობილის ჩამოყვანას, ძირითადად, ამერიკიდან და იაპონიიდან არჩევენ. ორივე ბაზარი მანქანების ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა, თუმცა განსხვავებულია მათი სპეციფიკა.
ავტომობილების იმპორტი ამერიკიდან, შესაძლოა, ბევრი ქართველისთვის შედარებით მარტივი იყოს, რადგან მთელი პროცესი – ავტომობილის შერჩევა, საჭირო დოკუმენტების მომზადება და კომუნიკაცია, როგორც წესი, ინგლისურ ენაზე წარიმართება. თუმცა, ცხადია, ენის ცოდნა თავიდან ვერ აგაცილებთ არსებულ რისკებსა და ბიუროკრატიასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რომელთა შესახებაც დეტალურად ქვემოთ ვისაუბრებთ.
ამერიკულ ბაზარზე არსებობს რამდენიმე წამყვანი საავტომობილო აუქციონი – Copart, IAAI და Manheim, რომლებიც მომხმარებლებს მეტ დაცულობას, ამასთან, მანქანების ძალიან ფართო და მუდმივად განახლებად არჩევანს სთავაზობენ.
როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, საქართველოში არანაკლებ პოპულარულია ავტომობილების იმპორტი იაპონიიდან. საქმე ისაა, რომ იაპონური მანქანები ხშირად კარგი მდგომარეობით გამოირჩევა, რადგან ქვეყანაში ტექნიკური ინსპექტირების საკმაოდ მაღალი სტანდარტებია. გარდა ამისა, იაპონურ აუქციონებზე იყენებენ ავტომობილების დეტალური შეფასების ფურცლებს, სადაც გამყიდველი ვალდებულია მანქანის შესახებ ყველა ხარვეზი თუ მახასიათებელი აღწეროს. თუმცა დიდ პრობლემას წარმოადგენს ენობრივი ბარიერი კომუნიკაციის, დოკუმენტების გაგებისა და მათი შედგენის მიმართულებით.
რა გამოწვევები შეიძლება შეგხვდეთ მანქანის იმპორტირებისას?
გამოუცდელი ადამიანისთვის საკმაოდ რთულია ავტოაუქციონების პლატფორმებზე ნავიგაცია და აუქციონების ნიუანსებში გარკვევა. გარდა ამისა, ერთი შეხედვით იდეალურ ავტომობილს შესაძლოა ჰქონდეს ფარული დაზიანებები, რომელთა შემჩნევაც ხშირად მხოლოდ სპეციალისტს ხელეწიფება. მნიშვნელოვანია, VIN კოდის სწორად გაშიფვრაც, რაშიც სასურველია ასევე პროფესიონალი დაიხმაროთ. ის, თუ რა არის VIN კოდი დეტალურად "ქარმარკის" ბლოგიდან შეიტყობთ.
ავტომობილის საზღვარგარეთიდან იმპორტირების დროს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ხარჯების სწორად დაანგარიშებაც. ხშირად გამოუცდელი მომხმარებლები სათანადო ყურადღებას არ უთმობენ ტრანსპორტირების ღირებულებას, არ ითვალისწინებენ დაზღვევის, პორტის, საბაჟო მოსაკრებლისა და კონტეინერის ფასებსაც. გარდა ამისა, შესაძლოა, დაბრკოლებებს გადააწყდეთ საერთაშორისო გადარიცხვებისა თუ ვალუტის კონვერტაციის დროსაც.
რისკების თავიდან აცილების ყველაზე სანდო გზა
თუკი ყველაზე მარტივი გამოსავლის პოვნა გსურთ, გირჩევთ გამოცდილ და სანდო შუამავალს დაუკავშირდეთ. ქართულ ბაზარზე ასეთი ავტო იმპორტიორი კომპანია "ქარმარკია", რომელიც 20 წელზე მეტია, მსურველებს მანქანების უცხოეთიდან ჩამოყვანაში ეხმარება. გამოცდილი გუნდის დახმარებით შესაძლებელია არა მხოლოდ რისკებისა და ბიუროკრატიის თავიდან აცილება, არამედ ხარჯების ოპტიმიზაციაც.
"ქარმარკი" მანქანის შეძენის სრულ პროცესშია ჩართული. ყველაფერი მომხმარებლის საჭიროებების გარკვევით იწყება, რათა შერჩეული ავტომობილი მაქსიმალურად მოერგოს მის მოთხოვნებს. მოდელების დეტალურ შემოწმებას და მათი ისტორიის შესწავლასაც სპეციალისტთა გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს. "ქარმარკი", ასევე, თავის თავზე იღებს დოკუმენტების წარმოებასა თუ იმპორტირებისა და საბაჟო პროცედურების წარმართვას. რაც მთავარია, მთელ ამ პროცესში წარმოქმნილი ხარჯები მაქსიმალურად გამჭვირვალეა მომხმარებლისთვის.
"ქარმარკის" მომსახურებაზე უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კომპანიის მხარდაჭერის გუნდს. საკონტაქტო ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე.