Get All Access for $5/mo

რაჭული "ღვინუკა" ბიოსერტიფიცირებას გადის მალე "ღვინუკა" რაჭაში ოფიციალურად პირველი სერტიფიცირებული ბიომეღვინეობა გახდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ღვინუკა

ჩვენი მკითხველი აწ უკვე ზრდასრულ, თუმცა ერთ დროს ჩვენს ჯუნიორ ანტრეპრენერების რუბრიკაში მყოფ ზუკა მაისაშვილს კარგად იცნობს, რომელმაც საქმიანობა მოზარდობის ასაკში დასთან და ბიძაშვილთან ერთად წამოიწყო და კვლავაც წარმატებით აგრძელებს. ის რაჭული ღვინის − "ღვინუკას" დამფუძნებელია და რაჭული ვაზისა და ღვინის ერთგვარ ახალგაზრდა ელჩს წარმოადგენს, ვაზის ენდემური ჯიშის ღვინის სახეობებითა და კომბინაციით კი, საინტერესო გემოების პალიტრას გვთავაზობს და სულ უფრო მეტ სივრცეში ხდის მას ხელმისაწვდომს.

უნდა ითქვას, რომ სიახლეები "ღვინუკას" მუდმივი თანამგზავრია. ამჯერად, მეღვინეობა რაჭაში ბიოსერტიფიცირებას გადის. როგორც ზუკა გვეუბნება, ის რაჭაში ოფიციალურად პირველი სერტიფიცირებული ბიომეღვინეობა იქნება, ხოლო დასავლეთ საქართველოში − მეორე. ამაში მათ ღირებულ დახმარებასა და მხარდაჭერას ავსტრიისა და შვედეთის განვითარების სააგენტოები უწევენ. ევროკავშირის პროექტ "გრეტაში" გამარჯვების შემდეგ კი, "ღვინუკა" ახალი საწარმოო ინვენტარით უკვე აღიჭურვა და სერტიფიცირების პროცესს კიდევ უფრო ეფექტურად გადის.

უახლეს მომავალში დაგეგმილია რაჭული ბრენდის საერთაშორისო ბიოფესტივალებში მონაწილეობა და მისი ახალ ასპარეზზე წარდგენა, რაც როგორც საკუთრივ "ღვინუკასთვის", ასევე, მთლიანად ქართული ღვინისათვის კიდევ ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"