Sponsored Content

Rakuten Viber ბიზნესისთვის უფასო ონლაინ ვებინარს გამართავს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

4 ნოემბერს, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი Rakuten Viber, ონლაინ ვებინარს გამართავს თემაზე "Rakuten Viber 2023 წელს: სუპერ აპი ბრენდისა და მომხმარებლის ურთიერთობისთვის".

ვებინარის მიზანია Rakuten Viber-ის, როგორც ბრენდებისა და მომხმარებლების დამაკავშირებელი ეფექტური ციფრული არხის შესაძლებლობების დეტალური მიმოხილვა და გაზიარება იმისა, თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ ბიზნესებმა მოწინავე პოზიციები დინამიკურ ციფრულ ლანდშაფტში.

თარიღი: 2023 წლის 14 ნოემბერი

დრო: 11:00 - 12:30 GMT +4

პლატფორმა: Zoom

ვებინარის ენა: ინგლისური

ვებინარის ფარგლებში Rakuten Viber-ის გლობალური გუნდი და ინდუსტრიის ტოპ ექსპერტები შემოგთავაზებენ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს და რჩევებს Rakuten Viber-ის, როგორც მძლავრი ბიზნეს ინსტრუმენტის შესახებ, რომელიც ნებისმიერი ბიზნესისა და კომპანიისთვის, ნებისმიერი ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვისაა საინტერესო.

ვებინარის მონაწილეები გაიზიარებენ საინტერესო შეხედულებებს იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ ბრენდებს გამოიყენონ Rakuten Viber-ის სუპერ აპის შესაძლებლობები, რათა გააძლიერონ მომხმარებელთან ინტერაქცია, შექმნან კომუნა ბრენდის ირგვლივ და ხელი შეუწყონ ბიზნესის ზრდას.

ძირითადი თემები, რომლებსაც მოიცავს ვებინარი:

  • გლობალური ციფრული ლანდშაფტის მიმოხილვა
  • Rakuten Viber, როგორც სუპერ აპი: უახლესი ტენდენციები და სტრატეგიული ცვლილებები
  • Rakuten Viber-ის გზები ბრენდისა და მომხმარებლის შორს ურთიერთობისთვის, რომლებიც დაგეხმარებათ:

- მისწვდეთ აუდიტორიას მომხმარებლის მოგზაურობის თითოეულ ეტაპზე

- გაზარდოთ ბრენდის ცნობადობა და დაინახოთ ახალი მიმართულებები

- შექმნათ უწყვეტი სამომხმარებლო გამოცდილება

- გაზარდოთ გაყიდვები და ROI

- გაზარდოთ ხარჯების ეფექტურობა

- გააძლიეროთ მომხმარებელთა ლოიალობას

  • ბრენდების წარმატების ისტორიები: როგორ მიაღწიეს კომპანიებმა თავიანთ მიზნებს Rakuten Viber-ის ბიზნეს ინსტრუმენტებისა და ხელსაწყოების დახმარებით
  • კითხვა-პასუხის სესია

დამატებითი ინფორმაცია ღონისძიებისა და მომხსენებლების შესახებ ხელმისაწვდომია ღონისძიების გვერდზე.

ვებინარი ღირებული იქნება საქართველოში ყველა ზომის ბიზნესის მფლობელებისთვის; ციფრული ლიდერებისა და მენეჯერებისთვის; პროექტის მენეჯერებისთვის; SMM-ლიდებისთვის; სტრატეგებისა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ეძებს ახალ ციფრულ არხებს და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც შეუძლიათ გაუმკლავდნენ ბიზნეს გამოწვევების ფართო სპექტრს.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ კითხვა-პასუხის სესიაში, რაც მათ საშუალებას მისცემს პირადად გაესაუბრონ ექსპერტებს და მიიღონ უფრო ღრმა ცოდნა Rakuten Viber-ის შესაძლებლობების შესახებ.

ვებინარში მონაწილეობა უფასოა, თუმცა აუცილებელია წინასწარ რეგისტრაცია.