Get All Access for $5/mo

რამდენს გამოიმუშავებდით, 5 წლის წინ Twitter-ში 1000 დოლარიანი ინვესტიცია რომ განგეხორციელებინათ?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა Twitter-ის აქციების 9,2% შეიძინა, სოციალური ქსელის ღირებულება მკვეთრ ზრდას განაგრძობს.

73 486 938 აქციით, მასკი Twitter-ის უმსხვილესი აქციონერია და Bloomberg-ის ცნობით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის საკუთრებაში არსებული წილი, 2,89 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

წლების განმავლობაში, ილონ მასკი Twitter-ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელი იყო. დღესდღეობით, მას 80 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს ამ სოციალურ ქსელში, ხოლო მისი "ტვიტები" დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

მასკის მიერ Twitter-ის აქციების შეძენისთანავე, იგი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. როგორც Twitter-ის გენერალური დირექტორი, პარაგ აგრავალი აცხადებს, მასკს სჯერა ამ ქსელის წარმატების, თუმცა ამავდროულად მკაცრად აკრიტიკებს მას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, კომპანიას მხოლოდ გააძლიერებს.

Twitter-ის დამფუძნებელმა, ჯეკ დორსიმ, მიულოცა მასკს შენაძენი და "ტვიტიც" მიუძღვნა წარწერით - "მასკი ზრუნავს სამყაროზე და მასში Twitter-ის როლის გაძლიერებაზე".

ილონ მასკის მიერ Twitter-ის აქციების შეძენამ სოციალური ქსელის ღირებულება 27%-ზე მეტით გაზარდა, ხოლო მისი დირექტორთა საბჭოში არჩევამ კი, 5 აპრილს დამატებითი 8%-იანი ზრდა გამოიწვია.

ექსპერტების ანგარიშის თანახმად, 2017 წლის 4 აპრილს Twitter-ში 1000 დოლარის ინვესტირებით, ჩვენ დღეს დაახლოებით 252,3%-ან მოგებას ვნახავდით და ჩვენი ინვესტიციის დღევანდელი ღირებულება - 3523,23 დოლარს შეადგენდა.

თუმცა თუკი ინვესტიციას 2013 წელს განვახორციელებდით, როდესაც Twitter-ის IPO-ს ფასი 26 დოლარს შეადგენდა, იგივე 1000 დოლარის დღევანდელი ღირებულება $1990 იქნებოდა (99,1%-ანი მოგება).

მიუხედავად იმისა, რომ Twitter ამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, წარსულში დაფიქსირებული ზრდით სამომავლო პროგნოზების გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. ინვესტიციის დაბანდებამდე, საფუძვლიანად შეისწავლეთ ბაზარი და განიხილეთ ხელმისაწვდომი ინდექს-ფონდების შეძენის ალტერნატივა. პორტფელის დივერსიფიცირებით, თქვენ დაიზღვევთ თავს ფასების მკვეთრი ცვლილებებისგან და საკუთარი თავისთვის, ფინანსურ სტაბილურობას (კონკრეტული აქციების ფლობასთან შედარებით) უზრუნველყოფთ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

განათლება და ახალი შესაძლებლობები დიდ ბრიტანეთში

გაინტერესებთ როგორ მიიღოთ განათლება დიდ ბრიტანეთში?

ინდუსტრიული ტრენდები

ქართული ჩაის ახალი ბრენდი გურიიდან

უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაი ჩაის მოყვარულთათვის!

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი