Get All Access for $5/mo

რას გვთავაზობს Marriott International საქართველოში ინტერვიუ ალექსანდრე კვარაცხელიასთან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Marriott International-ის ბრენდით არსებული არაერთი სასტუმრო საქართველოში, კერძოდ თბილისში, ადგილობრივ თუ უცხოელ დამსვენებლებს არაერთ საინტერესო გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც დედაქალაქს მრავალფეროვნებასა და მიმზიდველობას სძენს. უფრო ვრცლად, თუ რას საქმიანობს Marriott International საქართველოში, Entrepreneur-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე კვარაცხელიამ უამბო.

რა მოცულობისაა Marriott International-ის პორტფელი დღეს და განვითარების ოგორი გზა განვლო ბრენდმა?

Marriott International ჯერ კიდევ 1927 წელს John Willard-მა და Alice Marriott-მა დააფუძნეს, რომელიც დღეს 139 ქვეყნის მასშტაბით, 30-ზე მეტ ბრენდს, 8 000 სასტუმროსა და 1 423 044 ოთახს აერთიანებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წელს Marriott International და Starwood Hotels & Resorts გაერთიანდნენ, რის შედეგადაც მსოფლიო მასშტაბით სასტუმროების სფეროში ერთ-ერთი მსხვილი ორგანიზაციის არსებობას ჩაეყარა საფუძველი.

როდის გამოჩნდა Marriott International საქართველოში და რომელ სასტუმროებს აერთიანებს დღეს?

პირველად Marriott-ის ბრენდით საქართველოში Tbilisi Marriott Hotel გაიხსნა, რომელმაც Marriott International-ისა და "GMT სასტუმროების ჯგუფის" თანამშრომლობის საფუძველზე, თანამედროვე სახით ფუნქციონირება 2002 წელს დაიწყო და 127 ოთახს აერთიანებს.

დღეს Marriott International "GMT სასტუმროებთან" ერთად საქართველოში სამი ბრენდითაა წარმოდგენილი: Tbilisi Marriott Hotel, Courtyard by Marriott Hotel და Moxy Hotel by Marriott. მართალია, სამივე სასტუმრო ერთი ბრენდის ქვეშ ერთიანდება, თუმცა თითოეულ მათგანს უნიკალური მახასიათებლები აქვს.

რას სთავაზობს Marriott International-ის ბრენდი გაერთიანებული სასტუმროები მომხმარებლებს და რა უნიკალური თავისებურებები აქვთ?

Tbilisi Marriott Hotel ისტორიული შენობა-ნაგებობაა, რომელიც 1915 წლიდან ფუნქციონირებს. იმ პერიოდში მას Majestic Hotel ერქვა. სამწუხაროდ, თბილისის სამოქალაქო ომის შემდეგ სასტუმროს შიდა სივრცეები სრულად განადგურდა და რომ არა "GMT სასტუმროების ჯგუფის" მონდომება, ალბათ შენობის აღდგენა შეუძლებელი იქნებოდა. ყოველგვარი მიკერძოების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ Tbilisi Marriott Hotel თბილისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი შენობა-ნაგებობაა, რომელიც არაერთ სტუმარს აოცებს არქიტექტურული თუ გამორჩეული სერვისით. როდესაც სასტუმროს საუკუნოვან ისტორიაზე ვსაუბრობ, ყოველთვის ვგულისხმობ იმ განსაკუთრებულ სტუმრებსაც, რომლებმაც ამ ისტორიაში იმოგზაურეს და მის განუყოფელ პერსონებად იქცნენ. ჯორჯ ბუში, ჯონ სტაინბეკი, ჟან პოლ სარტრი, ჯორჯ ბალანჩინი, ძმები ნობელები, ძმები სიმენსები, ფიცროი მაკკლეინი, მარგარეტ ტეტჩერი და სხვა უამრავი ცნობილი ადამიანი, თბილისში სტუმრობისას, სწორედ ჩვენს სასტუმროში ჩერდებოდა − სასტუმროში, რომელსაც მაშინ Majestic ერქვა. ჩვენი ისტორიაც იმ დროიდან იწყება.

რაც შეეხება Courtyard by Marriott Hotel-, იგი 118 ოთახს აერთიანებს, რომელსაც თავისუფლების მოედანზე საუკეთესო ადგილმდებარეობა აქვს, საუკეთესო ხედებით. გარდა ამისა, სასტუმროში საკონფერენციო თუ საბანკეტო დარბაზებს, რესტორანს, სავარჯიშო დარბაზსა და სხვა სივრცეებს შეხვდებით.

Moxy by Marrriott-მა კი ქართულ ბაზარზე ოპერირება 2018 წლიდან 130 ოთახით, მომხიბვლელი მულტიფუნქციური ლობითა და საინტერესო ოთახებით დაიწყო, რომელიც სპეციალურად IKEA-სთან თანამშრომლობით დაიგეგმა.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია