Get All Access for $5/mo

რას წავიკითხავთ Entrepreneur-ის მარტის ნომერში? ქალთა თვის ნომერში, Entrepreneur-მა განსაკუთრებული რუბრიკები მოამზადა წარმატებული ქალების შესახებ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ირაკლი დოლიძე

მიუხედავად იმისა, რომ ქალის მიმართ ყურადღებისა და პატივისცემის გამოხატვა მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში არ უნდა ხდებოდეს, მარტის თვე მაინც ქალთა თვეა. ასე იყო და ასე იქნება! ამიტომაც მარტის – ქალთა თვის ნომერში, Entrepreneur-მა განსაკუთრებული რუბრიკები მოამზადა ქალების შესახებ.

ადრეც მითქვამს, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, როცა წარმატებულ ანტრეპრენერთა შორის ძირითადად ქალები მხვდებიან. 2018 წლის 50 გაბედული ანტრეპრენერის სიასაც თუ კიდევ ერთხელ გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ გაბედულ ანტრეპრენერთა შორის უმრავლესობა სწორედ ქალია.

მიხუმრია კიდეც, რომ მგონი სჯობს მამაკაცი ანტრეპრენერებისთვის შევქმნათ დამოუკიდებელი რუბრიკა და გამოვცეთ სპეციალური ნომერი, რადგან თანამედროვე ქართველ ანტრეპრენერთა უმცირესობაში სწორედ მამაკაცები არიან და არა პირიქით.

ფაქტი ერთია – საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ანტრეპრენერშიპის იდეა, სულ უფრო მეტი ქალი და კაცი ერთვება საკუთარი საქმის, საკუთარი ბიზნესის კეთების პროცესში მიუხედავად იმისა, რომ კომფორტის ზონიდან გამოსვლა, სტაბილურ, მაღალშემოსავლიან სამსახურზე უარის თქმა დიდ გაბედულებას მოითხოვს.

და ისევ ქალებს დავუბრუნდეთ – ჩვენ 8 წარმატებულ, ძლიერ, საქმიან ქალს დავუსვით შეკითხვა: რას ნიშნავს, იყო ქალი-ლიდერი? როცა მათ პასუხებს ვკითხულობდი და ჩვენი რუბრიკის სტუმრების ლიდერულ გამოცდილებებს ვეცნობოდი, განსაკუთრებული ენერგიით ვიმუხტებოდი და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ყველა მკითხველის შემთხვევაში. თითოეული მათგანისგან საოცარი მუხტი მოდის, რაც სხვათა მოტივაციისა და ინსპირაციის წყაროდ უნდა იქცეს. მადლობა მათ გულწრფელი პასუხებისთვის: ელენა ბედუელი, თეა შენგელია, მაია ჩიტაია, მარი კორინთელი, ქეთი კვიჭიძე, მარი ნაკანი, რუსუდან კბილაშვილი, ქეთა გაბუნია.

მარტის ნომერში ასევე გაიცნობთ 9 ანტრეპრენერ ქალს, რომელთა შორის მართალია, სხვაობაა ასაკსა და ინტერესებში, მაგრამ მათ აერთიანებთ მთავარი – ისინი ანტრეპრენერები არიან და საკუთარი რისკის ფასად საკმაოდ რთულ ბიზნესებს მართავენ. გაიცანით ისინი: თამუნა ჩიჩუა, სოფო ჩხაიძე, ნინო დარასელი, ირინე კაპანაძე, ირინა ჩაიკა, თიკა დუღაშვილი, მანანა ახვლედიანი, ნინო ბიწკინაშვილი, ნინო ხაჟომია.

წარმატებული ქალია რუბრიკა ინტრაპრენერის სტუმარიც – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი შეფი მარიამ ქვრივიშვილი. ვინც ტერმინ ინტრაპრენერის განმარტება არ იცის, შევახსენებ, რომ ინტრაპრენერი ინოვატორი მენეჯერია, რომელიც დიდი ორგანიზაციის შიგნით ახერხებს იყოს ინოვაციური და საკუთარი გაბედული ნაბიჯებით, ახლებური ხედვით, ახალ საფეხურზე აიყვანოს ორგანიზაცია.

მარიამი სწორედ ინტრაპრენერისთვის დამახასიათებელი გამბედაობით შეუდგა საპასუხისმგებლო საქმეს და ცდილობს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში დაამსხვრიოს ყველანაირი იერარქია, რათა თითოეულ თანამშრომელს მიეცეს საშუალება, ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ჰქონდეს პირდაპირი წვდომა მენეჯმენტთან.

და ისევ ქალი, ამჯერად ოკეანის გადაღმა, ჭეშმარიტად ანტრეპრენერული სამყაროდან, რომლის მსგავსს ერთ დღეს ჩვენც შევქმნით, იმედია! ტაირა ბენქსმა – ცნობილმა მოდელმა და ანტრეპრენერმა, მოახერხა ის, რომ ისეთ სერიოზულ სფეროში, როგორიც მენტორობაა, ისეთივე მოთხოვნადი ყოფილიყო, როგორიც სამოდელო ბიზნესში.

"მრავალი წლის განმავლობაში ვეუბნებოდი ხალხს, განსაკუთრებით ქალებს, ყოფილიყვნენ თავიანთი თავის უფროსები, ყოფილიყვნენ საკუთარი ცხოვრების დირექტორები, ხელში აეღოთ კონტროლის სადავეები, ჰქონოდათ საკუთარი თავის პატივისცემა", – ტაირა ბენქსის ამ სიტყვებით, ვფიქრობ სასარგებლო რჩევით, გემშვიდობებით აპრილის თვემდე.

ასე რომ, იყავით თქვენი თავის უფროსები. აიღეთ პასუხისმგებლობა. მოიპოვეთ და მიანიჭეთ თავისუფლება!

გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

დევოპსი (DevOps) - მომავლის პროფესია

დევოპსი - კულტურის, პრაქტიკისა და გადაწყვეტილებების ის ნაკრებია, რომელიც ორგანიზაციებს გამორჩეულ მოქნილობასა და საკუთარი სერვისების მომხმარებლებისთვის სხარტად მიწოდების შესაძლებობას სძენს