Cyber Monday Sale! 50% Off All Access

რას ცვლის პანდემია კომუნიკაციაში? მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო ადრე

By კახა მაღრაძე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კახა მაღრაძე

ყველას გვაინტერესებს როგორი იქნება მომავალი და ზოგადად, ადამიანს სჩვევია პროგნოზების კეთება, მომავლის წინასწარმეტყველება. ეს კი, როგორც წესი, დღევანდელი დღის სწორად მართვაში გვეხმარება, თუ ჩვენი წინასწარმეტყველება ოდნავ მაინც მართლდება. იმ ხალხისთვის კი, ვინც საკონსულტაციო, სტრატეგიული კომუნიკაციის და მომიჯნავე სფეროებით არის დაინტერესებული, ვის რიგებში მეც შევდივარ, ალბათ ერთი ორად მნიშვნელოვანი იქნება იმის გააზრება, თუ რა შეიცვლება ჩვენს საქმეში და რაზე უნდა გავაკეთოთ მეტი აქცენტი.

მთავარი მაინც იმის გააზრებაა, რომ მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო ადრე და ჩვენს გარშემო ბევრი რამ შეიცვლება. ზოგადად, ეს სულ ასე ხდება და გარემო იცვლება, აღარ ჰგავს ადრინდელს. თუმცა პანდემიამ ეს პროცესი დააჩქარა და კითხვის ნიშანი დაუსვა სტაბილურობის, სიმყარის განცდას. ჰოდა, რა გვეშველება, ან ჩვენ რა უნდა ვქნათ, რომ ნაკლებად დავზარალდეთ?

მთავარია, ნდობა

არასტაბილურ გარემოში, სადაც ბიზნესს უჭირს ხვალინდელი დღის დაგეგმვა და სტრატეგიულ განვითარებაზე ზრუნვა, მთავარია აქცენტი გაკეთდეს უფრო მდგრად მაჩვენებლებზე და ისეთ ფაქტორებზე, რაც მეტ-ნაკლებად გაამყარებს ჩვენს პოზიციებს და გადაგვარჩენს უფრო გამძაფრებულ კონკურენტულ ბრძოლაში. ამ მხრივ, მომხმარებლების და პარტნიორების ნდობა, მათი კეთილგანწყობა, ჩემი აზრით, გადამწყვეტია. ამიტომ ნდობის მოპოვებასა და ურთიერთგაგების ფორმირებაზე ორიენტირებული კომუნიკაცია უფრო აქტუალური ხდება. შესაბამისად, როცა რესურსები შეზღუდულია, საჭიროა რეპუტაციაზე მეტი ზრუნვა, რაც მიეხმარება ყველა დანარჩენი ამოცანის შესრულებას, რადგან მომხმარებლის ლოიალურობა და აუდიტორიის კეთილგანწყობა ასეთ დროს ორმაგად ფასდება.

საჭიროა დიალოგი

ნდობის მოპოვებაზე ორიენტირებული კომუნიკაცია, თავის მხრივ, მოითხოვს თვითონ საკომუნიკაციო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებული მიდგომების ცვლილებას. "მე კაი ტიპი ვარ და მენდეთ' - ეს მესიჯი ვერ იქნება ქმედითი ამ შემთხვევაში. ვერ გამოგვადგება ვერც თავის მოწონების და პრომოუშენის კამპანიები, რომლებიც ცალმხრივ ინფორმირებაზე იქნებიან ორიენტირებულები. თანამედროვე აუდიტორია გენდობა მაშინ, როცა მის კითხვებს პასუხობ, როცა მის უკუკავშირზე ახდენ რეაგირებას და როცა არ გეშინია მომხმარებლებთან, შიდა თუ გარე აუდიტორიის წარმომადგენლებთან დიალოგის რეჟიმში საუბარი. რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი და ადვილი საქმე. მეტიც, ყოველთვის რთულია შეინარჩუნო სიმშვიდე, იყო ადეკვატური, როცა შეკითხვები და კომენტარები აუდიტორიის მხრიდან ხშირ შემთხვევაში, არ გამოირჩევა ადეკვატურობით. ძნელია, მაგრამ - აუცილებელი. სხვანაირად, ჩვენი კომუნიკაცია არ იქნება ბოლომდე დამაჯერებელი და აქედან გამომდინარე, არ იქნება სანდოც.

აუცილებელია ზრუნვა

მასშტაბური კრიზისების დროს უფრო მეტად ფასდებიან ისინი, ვინც არა მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე, არამედ სხვების მხარდაჭერაზე და ზოგადად, გარემოს სტაბილურობასა და გაჯანსაღებაზეც ზრუნავს. პანდემიამ და შექმნილმა ვითარებამ კი ეს გარემოება უფრო თვალნათელი გახადა. ამიტომ კომუნიკაციაში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს პასუხისმგებლიანი ქცევის და სხვების მიმართ მზრუნველობის დემონსტრირებამ. ასეთ დროს გამოჩენილმა სოციალურმა თუ სხვა სახის პასუხისმგებლობამ, ასეთ დროს გაკეთებულმა კეთილმა საქმეებმა და ისეთი ჯგუფების თუ ორგანიზაციების მხარდაჭერამ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, ყველაზე უკეთესად უნდა წარმოაჩინოს კომპანიები და ბრენდები.

მოკლედ, მე მითქვამს და დანარჩენი თქვენ იცით ;)

კახა მაღრაძე

„ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

ფინო - წარმატების 13 წელი

"ფინოს" პორტფელი საკმაოდ მრავალფეროვანია, 13 წლის განმავლობაში მან 300-ზე მეტ კომპანიას გაუწია მომსახურება თითქმის ყველა ინდუსტრიიდან.