Get All Access for $5/mo

რაში მდგომარეობს Ryanair-ის ბიზნესმოდელის საიდუმლო? ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შედის.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Ryanair

საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით, ევროპაში უმსხვილეს დაბალბიუჯეტიან ირლანდიურ ავიაკომპანია "რაინეართან" მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შედის.

ირლანდიური კომპანიის ქართულ ავიაბაზარზე შემოსვლა ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, უფრო მეტად კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რომელიც სწორედ ამ ტიპის − მცირებიუჯეტიანი ავიაკომპანიების ფრენებზეა გათვლილი. წინასწარი პროგნოზებით, კომპანია ქუთაისიდან ფრენას 2020 წლიდან დაიწყებს.

კომპანია უკვე წლებია გამოხატავს საქართველოს მიმართ დაინტერესებას. როგორც ექსპერტები ამბობენ, მას შემდეგ, რაც საბოლოო ხელშეკრულებას ხელი მოეწერება და კომპანია საქართველოს ავიასივრცეში ოპერირებას დაიწყებს, საქართველოსკენ მომავალი ტურისტული ნაკადები უფრო მეტად გაიზრდება. მანამდე კი გავეცნოთ საინტერესო ფაქტებს კომპანიის შესახებ:

  • მთავარი ღირებულებები: "რაინეარის" 3 მთავარი პრინციპი შექმნის დღიდანვე შემდეგია: იაფი, უსაფრთხო და დროული ფრენა. დაბალი ფასის მიუხედავად, ის უზადოდ ინარჩუნებს მომსახურების ხარისხს.
  • რას აკეთებს?: "რაინეარს" მინიმუმამდე აქვს დაყვანილი ნებისმიერი კომფორტული შეთავაზება მგზავრებისთვის, რაც ხარჯების მაქსიმალურად შემცირებაში ეხმარება. არაერთი გამოკითხვის თანახმად, კომპანიას კარგი რეპუტაცია და მუდმივად მზარდი ერთგული მომხმარებელთა ბაზა ჰყავს, რაც მისი წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილია.
  • როგორ აკეთებს?: კომპანიის დაბალბიუჯეტიანი (low-cost) ბიზნესმოდელი იმდენად საინტერესოა, რომ მას მკვლევრები სწავლობენ. იტალიის ბერგამოს უნივერსიტეტის პროფესორთა კვლევის თანახმად, "რაინეარი" ფლობს დინამიკურ ფასწარმოქმნის ტექნიკას, რაც მდგომარეობს ფაქიზი ბალანსის დაცვაში მგზავრობის საფასურის დონეებს, დატვირთვის ფაქტორებსა და საოპერაციო ხარჯებს შორის.
  • მიღწევები: "რაინეარი"" ევროპის ბაზარზე ყველაზე მსხვილი და ამავდროულად დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 1984 წელს ირლანდიაში დაარსდა. 2016 წელს იგი დასახელდა ევროპის ყველაზე აქტიურ და წარმატებულ კომპანიად, რომელმაც მგზავრთა ყველაზე დიდი ნაკადები გადაიყვანა.
  • გლობალური დაფარვა: "რაინეარის" მარშრუტების ქსელი ევროპის 38 ქვეყანას ემსახურება, ასევე ოპერირებს ჩრდილოეთ აფრიკაში, კერძოდ, მაროკოში და შუა აღმოსავლეთის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ისრაელი, ლიბანი და იორდანია. პირველი რეისი ირლანდია-ლონდონის მიმართულებით სრულდებოდა, დღეს კი უკვე 225 ლოკაციაზე უზრუნველყოფს მგზავრთა საჰაერო გადაყვანას.
  • თანამშრომლები: კომპანიას 400-ზე მეტი ბოინგი ემსახურება. თანამშრომლების რაოდენობა 13 000-ს აღემატება. ცნობილია, რომ კომპანიის ბიუჯეტის საკმაოდ სოლიდური ნაწილი შრომით რესურსზე იხარჯება და ეს ოდენობა მთლიანი ხარჯების 40%-ს შეადგენს, რაც უზარმაზარი მაჩვენებელია. შესაბამისად, საკმაოდ მაღალია თანამშრომელთა პროდუქტიულობის მაჩვენებელიც.
სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

თავიდან აღმოაჩინეთ თანდაყოლილი ანტრეპრენერული აზროვნება და სიახლეები დანერგეთ

თქვენი გამოცდილება კორპორაციის მართვაში ანტრეპრენერულ ჟინთან ერთად, სრულიად გასაოცარსა და ყოვლისშემძლე კომბინაციას ქმნის