Get All Access for $5/mo

რატომ დავიწყე ყოველდღე ერთი და იგივე სამოსის ჩაცმა როგორ ცვლის თქვენს ცხოვრებას თქვენი გარდერობის გამარტივება?

By Dylan Ogline

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

არ დაივიწყოთ, რომ უმნიშვნელო გადაწყვეტილებების მიღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელ დროს გართმევთ.

მუდამ იმის შიში მქონდა, რომ ადამიანები შეამჩნევდნენ, როგორ შევცვალე ჩემი გარდერობი. გუნდის ხელმძღვანელი ვარ, თუმცა ამის მიუხედავად, სუნთქვაშეკრული ველოდი, როდის მკითხავდა ვინმე, კოქტეილის წვეულებაზე, საქველმოქმედო ღონისძიებაზე ან თუნდაც Zoom-ის ზარის დროს: "ჰეი, განა ეს არ გეცვა გუშინ? და წინა დღეებშიც ეს არ გეცვა?" მაგრამ დღემდე არავის არაფერი უთქვამს. ალბათ იმიტომ, რომ ისინი მთლიანად საკუთარი ცხოვრებით არიან შეპყრობილნი და საერთოდ არ აინტერესებთ, რა მაცვია, თუ ჩემი ჩაცმულობით მეტისმეტად არ გამოვირჩევი დანარჩენი საზოგადოებისგან.

ჩემმა გამბიტმა გაამართლა − საკუთარი გარდერობი წარმატებით შევცვალე, ყოველდღე თითქმის ერთსა და იმავეს ვიცვამდი. იდენტური ბრენდისა და ზომის პერანგს, ერთსა და იმავე შარვალს, ერთსა და იმავე ფეხსაცმელს... და ამაში ჩემი ბიზნესიც მიწყობდა ხელს.

შეიძლება გაგიკვირდეთ, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ჩემს გარდერობს საკუთარ ბიზნესწარმატებებთან.

მაგრამ დაფიქრდით: შეგიძლიათ გაიხსენოთ, სტივ ჯობსი სხვა სამოსში ოდესმე თუ გინახავთ, თავისი შავი სვიტერისა და ჯინსების გარდა? ან მარკ ზაქერბერგი თუ დაგინახავთ რომელიღაც სხვა სამოსში, Facebook-ის ლურჯი ფერის მაისურის გარდა? (ბუნებრივია, გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც ის კოსტიუმს იცვამს კონგრესის წინაშე ჩვენების მისაცემად).

ამ ბიჭებს თავისუფლად შეეძლოთ საკუთარი თავისთვის მიეცათ უფლება და ღირსეული გარდერობი შეეძინათ, ხომ ასეა? ან თუნდაც, რაიმე მინიმალური მაინც შეეძინათ? მაგრამ სიმართლე ის არის, რომ წარმატებული ადამიანები გადაწყვეტილებას იღებენ, რომ მხოლოდ ერთი და იგივე სამოსით იარონ, და ამ ნაბიჯს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რასაც აკეთებენ.

გადაწყვეტილებების მიღებისგან დაღლა

2016 წელს გამოქვეყნდა კვლევა დამაინტრიგებელი სათაურით, "არსებობს თუ არა იდეალური დრო დღის განმავლობაში გადაწყვეტილების მისაღებად?" − დიახ, დიახ, იცოდეთ, რომ ნამდვილად არსებობს. არგენტინელმა მეცნიერებმა სტრატეგიული თამაშების 100 ჩვეულებრივი მოთამაშე გამოჰკითხეს იმის დასადგენად, თუ როდის იღებდნენ ისინი უკეთეს გადაწყვეტილებებს − დილით, შუადღისას თუ საღამოს.

როგორც კვლევის შედეგებმა გამოავლინა, "მოთამაშეები გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკას მთელი დღის განმავლობაში ცვლიან: დღის განმავლობაში უფრო სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები არც ისე ზუსტია, დღის მეორე ნახევარში კი, ასეთი აქტიურობის შემდეგ, შედარებით მშვიდი პერიოდი აქვთ".

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დილით შედარებით ნელა ვიღებთ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები უფრო ზუსტია. დროის გასვლასთან ერთად კი, მოთმინება გვღალატობს, სწრაფად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილებები არასწორი იქნება. საქმე ის არის, რომ ადამიანებს ყოველთვის არ შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება. თავისდაუნებურად იღლებით, როდესაც იძულებული ხართ მთელი დღე უამრავი გადაწყვეტილება მიიღოთ. და თუ ასეა, რატომ უნდა დახარჯოთ ეს ფასდაუდებელი, შეზღუდული რესურსი ისეთ წვრილმანზე, როგორიცაა თუნდაც, რა უნდა ჩაიცვათ დღეს? რომელი პერანგი რომელ შარვალს უხდება და რომელი ფეხსაცმელი ეხამება მათ... ვის არ გაუვლია დილაობით ეს რიტუალი? კარადის წინ დგახართ, ტანსაცმელს შეჰყურებთ და უნდა გადაწყვიტოთ, რა ჩაიცვათ სამსახურში, რადგან "საბრძოლველად ემზადებით".

იგივე რიტუალია ყოველდღიურად ფიქრი, თუ რა უნდა მიირთვათ დღეს და ამიტომ, ან საჭმლის წინასწარ მომზადებას გირჩევთ, ან საჭმლის მიწოდების სერვისის გამოყენებას, ან კიდევ, თუ საშუალება გაქვთ, პირადი მზარეულის აყვანას. პირველი ვარიანტი საჭმლის თავად მომზადებაა − თქვენ ყველაზე მსუბუქი დღე უნდა შეარჩიოთ ამ გადაწყვეტილების მისაღებად.

უმეტესობისთვის ეს კვირადღეა. ამ დღეს მთელი კვირის საკვები უნდა მოამზადოთ და კონტეინერში შეინახოთ, რათა როდესაც სამსახურში წახვალთ, თან გაიყოლოთ. და ამიტომ, სამუშაო დღეებში სამი გადაწყვეტილების მიღება აღარ მოგიწევთ და ეს დრო შეგიძლიათ თქვენი ბიზნესისა და შემოსავლის მიღების სტრატეგიაზე სამუშაოდ გამოიყენოთ.

ამის გამო, თქვენს დილის რუტინაზე წინასწარ უნდა იზრუნოთ. ხომ არ გსურთ, თქვენი გადაწყვეტილების მიღების ძვირფასი უნარი იმაზე ფიქრში დახარჯოთ, თუ რომელი საპარსი კრემი უნდა გამოიყენოთ, ან რომელ ოთახში დაიწყოთ მედიტირება. წინასწარ დაგეგმეთ ყველაფერი და შემდეგ ნამდვილად აღარ მოგიწევთ ამაზე თავის მტვრევა.

გარდერობის შემთხვევაშიც ზუსტად ასეა: მარტივი და ხარისხიანი ტანსაცმლის მცირე კოლექცია შეარჩიეთ, რამდენიმე ხელი ერთი და იგივე ტანსაცმელი იყიდეთ, ისე, რომ ისინი კარგად ეხამებოდეს ერთმანეთს. მე ერთი ფერის პერანგი მაქვს შეხვედრებისთვის, ერთი Zoom-ის ზარებისთვის და კიდევ ერთი − ღონისძიებებისთვის, და ისიც ვიცი, რომელი ფეხსაცმელი მომწონს ყველაზე მეტად თითოეული ფერის პერანგზე. ყველაფერი წინასწარ მაქვს მოწესრიგებული.

Dylan Ogline

Founder of Ogline Digital

Dylan Ogline is an entrepreneur, investor and author. He is known as a pervader of work and lifestyle optimizations. He is founder of digital marketing agency Ogline Digital. A student of Stoicism, he enjoys playing hockey, reading and traveling the world.
ფრანჩაიზი

3 მიზეზი, თუ რატომ სჯობს საკუთარი ბიზნესის დაწყებას ფრანჩაიზი

თუ ფრანშიზაზე ფიქრობთ, მის შეძენასთან დაკავშირებული სამი საკვანძო უპირატესობაც უნდა გაითვალისწინოთ

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია