Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბუღალტერია ბიზნესის მართვის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს და არასწორად წარმართული ბუღალტრული აღრიცხვა შესაძლოა სერიოზული საგადასახადო თუ სხვა ტიპის რისკების წყარო გახდეს. გაუმართავი ბუღალტერია ხშირად იწვევს ჯარიმებს საგადასახადო ორგანოს მხრიდან, რაც ფინანსურ ზარალთან ერთად ასევე ნეგატიურად აისახება კომპანიის რეპუტაციაზე.
თუ გსურთ თქვენი ბიზნესი იყოს მდგრადი, ფინანსურად სტაბილური და უსაფრთხო, დროა პროფესიონალური ბუღალტრული მომსახურებით ისარგებლოთ.
Loialte ბუღალტრული მომსახურების მიმართულებით ლიდერი კომპანიაა და გთავაზობთ სანდო და მაღალი ხარისხის სერვისს, ინოვაციურ მიდგომებს და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას სამუშაო პროცესში.
რამდენიმე მნიშვნელოვანი არგუმენტი, თუ რატომ უნდა ითანამშრომლოთ Loialte-სთან:
სანდოობა და მომსახურების მაღალი ხარისხი — ISO 9001:2015 სერტიფიკატი
Loialte არის პირველი ქართული ბრენდი, რომელიც ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს ბუღალტერიასა და საგადასახადო სერვისების მიმართულებით. ISO 9001:2015 არის ყველაზე ავტორიტეტული ხარისხის დამადასტურებელი სტანდარტი და ამ სერტიფიკატის ფლობა ავტომატურად ნიშნავს, რომ ჩვენი მომსახურების უმაღლესი ხარისხი აღიარებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
პროფესიონალთა გუნდი
Loialte-ს ბუღალტრების და საგადასაახდო სპეციალისტების გუნდი დაკომპლექტებულია კერძო და საჯარო სექტორში მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე პროფესიონალებით, რომელთაც აქვთ სხვადასხვა სფეროში მუშაობის გამოცდილება და სიღრმისეული სექტორული ცოდნა. Loialte-ში დანერგილია გუნდის მომზადება/გადამზადების პროგრამები, რაც უზრუნველყოფს ფინანსური აღრიცხვის ტექნიკების მაღალ დონეზე ფლობას, საგადასახადო კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვას და ცვლილებების მუდმივ მონიტორინგს.
დახვეწილი ორგანიზაციული სტრუქტურა
ბუღალტრული აუთსორსინგის წარმატებულად წარმატებულად წარმართვისა და დიდი პორტფელის მართვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორი ორგანიზაციული სტრუქტურით ფუნქციონირებს აუთსორსერი კომპანია. Loialte-ში ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ და საქმიანობას ვახორციელებთ ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილი სისტემით, კერძოდ კლიენტის ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება ხორციელდება მინიმუმ 4 რგოლის ჩართულობით - ბუღალტერი, მთავარი ბუღალტერი, პორტფელის მენეჯერი და საგადასახადო მენეჯერი.
ინფორმაციის დაცულობა და პასუხისმგებლობა
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გამოც კომპანიები თავს იკავებენ აუთსორსინგული მომსხურებით სარგებლობისგან არის კითხვის ნიშნები ინფორმაციის დაცულობასთან დაკავშირებით, ასევე პასუხისმგებლობა ბუღალტრის შეცდომების შემთხვევაში. Loialte-ში ამ საკითხს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვაზღვევთ სხვადასხვა მეთოდებით. Loialte-ს ბუღალტერია დაზღვეული აქვს კომპანია "ალდაგში" რამდენიმე მილიონიანი სადაზღვევო პოლისით. აქვე, სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ Loialte-ს არსებობის ისტორიაში არც ერთხელ დაზღვევით სარგებლობა საჭირო არ გამხდარა.
დაიწყეთ თანამშრომლობა Loialte-სთან დღესვე!
Loialte-ს ბუღალტრული აუთსორსინგი არ არის მხოლოდ სერვისი, ეს გრძელვადიანი პარტნიორობაა. ჩვენი მთავარი მიზანი არა მხოლოდ თქვენი საბუღალტრო საკითხების მოგვარება, არამედ თქვენი ბიზნესის წარმატების მხარდაჭერაა.
დროა თქვენი ბიზნესი მიანდოთ Loialte-ს გუნდს.