Get All Access for $5/mo

რატომ უნდა გაიაროთ შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსი საფკოში?!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

3 კომპონენტიანი სწავლება

(IOSH საერთაშორისო სერტიფიკატი + ადგილობრივი საკანონბდებლო ბაზა + SafePRO შრომის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფა)

SafCo წარმოადგენს ერთადერთ სასწავლო აკრედიტებულ ორგანიზაციას, რომელიც შრომის უსაფრთხოების კურსს აწარმოებს როგორც კანონით (2018 წლის 31 ოქტომბრის №01-25/ ბრძანებით განსაზღვრული, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სრული აკრედიტებული პროგრამა) განსაზღვრული მოდულების, ასევე საერთაშორისო ბრიტანული IOSH სერტიფიცირებული პროგრამის მიხედვით. აღნიშნული ინტეგრირებული კურსი მიმდინარეობს პირველი ქართული სოფტის - SafePRO-ს გამოყენებით.

განვიხილოთ შრომის უსაფრთხოების სრული აკრედიტებული კურსის მსვლელობის პრინციპები და უპირატესობები:

შრომის უსაფრთხოების ბეჭდური სახელმძღვანელო და ონლაინ სასწავლო მასალ

SafCo-ს აკრედიტებულ პროგრამაში მონაწილე თითოეულ მსმენელს გადაეცემა როგორც საერთაშორისო კურსის სახელმძღვანელო (IOSH მართე უსაფრთხოდ) ბეჭდური სახით, ასევე ჰენდაუთი (სასწავლო მასალა) ქართული კანონმდებლობის ნაწილში. მსმენელს საშუალება ეძლევა გაეცნოს სასწავლო მოდულებს, რომელსაც გამოიყენებს მთელი კარიერის განმავლობაში.

გარდა ბეჭდური ლიტერატურისა, თითოეულ მსმენელს წვდომა აქვს სრულ სასწავლო მასალაზე, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია კურსის წარმატებით დასრულების და ზოგადად, კარიერული წინსვლისთვის.

IOSH (Institution of Occupational Safety and Health) სერტიფიცირება

SafCo- შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსის ფარგლებში, მსმენელები გაივლიან ბრიტანულ საერთაშორისო კურსს IOSH ,,Managing Safely''. კურსდამთავრებულები მოიპოვებენ შრომის უსაფრთხოების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სერტიფიკატს მსოფლიოში, რომელიც აღიარებულია 130-ზე მეტ ქვეყანაში.

HSE პროგრამული უზრუნველყოფა - SafePRO

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსის ეფექტურობა დასტურდება უნიკალური ქართული HSE სოფტის დახმარებით და მასთან ადაპტირებით. სასწავლო პროცესის განმავლობაში მსმენელს შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს SafePRO-ში თავმოყრილი ყველა საჭირო შრომის უსაფრთხოების დოკუმენტის შაბლონი, ჩეკლისტი, პროცედურა, რისკის შეფასების ფორმა, ინციდენტის მოკვლევის ფორმა, სასწავლო რესურსები (ტრენინგები), სტატისტიკა და ყველა სხვა აუცილებელი ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ყოველდღიური საქმიანობისთვის. ერთი მხრივ, მსმენელები ეუფლებიან პროგრამულ უზრუნველყოფაში მუშაობის სპეციფიკას, მეორე მხრივ კი, ისინი ხდებიან უფრო მოთხოვნადი HSE სპეციალისტები შრომის ბაზარზე. SafePRO დამკვეთს/დამსაქმებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში იხილოს ყველა პროგრესი, რომელიც ორგანიზაციაში მიმდინარეობს შრომის კულტურის დანერგვა-განვითარების კუთხით. სოფტის დახმარებით, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის შრომა და გაწეული ძალისხმევა მარტივად დასტურდება, რაც მარეგულირებელთან ურთიერთობებს უფრო მოქნილს და წარმატებულს ხდის.

მსგავსი სოფტი განვითარებულ ქვეყნებში დაინერგა 20-25 წლის წინ და დღესდღეობით წარმოუდგენელია მის გარეშე შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და მართვა.

ტრენინგების ონლაინ პლატფორმა - Academy.safco.ge

კურსის ფარგლებში, ყველა მსმენელს ეძლევა ერთ თვიანი უფასო წვდომა SafCo- ონალაინ პლატფორმაზე, სადაც მსმენელები დამატებით დისტანციურად გაივლიან 15+ სხვადასხვა თემატიკის სასერტიფიკატო კურსს და ელექტრონულად დაუგენერირდებათ ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიციკატები. აღნიშნული მეთოდი ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და კომპანიების უდიდესი ნაწილი სწორედ მსგავს ონლაინ კურსებს ანიჭებს უპირატესობას.

ტრენერები და ლექტორები

SafCo-ს აკრედიტებული კურსის ლექტორები გამოირჩევიან ხანგრძლივი პრაქტიკული გამოცდილებით. IOSH-ის მოდულს კითხულობენ SafCo- თანადამფუძნებლები, რომელბსაც 15+ წელი გატარებული აქვთ საერთაშორისო მეგა კომპანია BP-ში (British Petroleum) და ფლობენ შრომის უსაფრთხოების ყველაზე მაღალი რანგის სერტიფიცირებებს მსოფლიოში. კურსის სასწავლო მასალა ორიენტირებული და დაფუძნებულია სახალისო ინტერაქციულ მიდგომებზე, რომლებიც მსმენელებს აძლევს მაქსიმალური ჩართულობის და მასალის უკეთ ათვისების საშუალებას.

პრაქტიკული ნაწილი

აკრედიტებული პროგრამის პრაქტიკული მოდული სრულად დაფუძნებულია HSE სოფტში დამუშავებულ მასალებზე, რომლებსაც მსმენელები შეისწავლიან თეორიული მოდულის განმავლობაში. SafePRO მორგებულია ინდუსტრიის 5-ვე სექტორზე (მძიმე და მსუბუქი მრეწველობა, სამედიცინო, სამშენებლო და საოფისე) და პროცესების შესაბამისობის დადგენის პრაქტიკულ გამოცდილებას იძლევა. აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს შრომის უსაფრთხოების მომავალი სპეცილისტების გამოწვევებსადმი მზაობას და მათ თავდაჯერებულობას.

საფკოს კურსის მსმენელები

საქართველოს შრომის ინსპექცია; საქართველოს პროკურატურა; იუსტიციის სამინისტრო; მერიის ზედამხედველობის სამსახური; საქრუსენერგო; ენერგოპრო; გაზისა და ნავთობის კორპორაცია; საქართველოს ბანკი; საქართველოს რკინიგზა; სოკარი, GWP - უამრავი კერძო თუ საჯარო ორგანიზაცია.

რატომ საფკო?

ზემოთ ჩამოთვლილ მეთოდებზე, მიდგომებსა და საშუალებებზე წვდომა შესაძლებელია, მხოლოდ SafCo-ს აკრედიტებული კურსის ფარგლებში.

მსმენელთა 90% წარმატებით აბარებს სახელმწიფო გამოცდას, რომლის შედეგად ეძლევათ HSE სპეციალისტის ლიცენზია. SafCo-ს კურსდამთავრებულების უმრავლესობა საქმდება ან უკვე დასაქმებულია სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციებში.

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის დასრულების შემდეგაც კი, SafCo არ წყვეტს ურთიერთობებს საკუთარ მსმენელებთან, ეხმარება მათ დასაქმებასა და კარიერულ წინსვლაში.

3 კომპონენტიანი სწავლების მეთოდი სრულად პასუხობს საერთაშორისო მოთხოვნებს სასწავლო კურსების ჩატარების კუთხით, მისი უპირატესობები თანხვედრაშია შრომის ბაზარზე არსებულ დღევანდელ მოთხოვნებთან და ჩვენს კურსდამთავრებულებს დამატებით სტიმულს სძენს, გახდნენ კონკურენტუნარიანი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები.

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"