რე|ბანკი თბილისში მესამე ფილიალს ხსნის
By Pasha Bank
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რე|ბანკი, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდი, თბილისში მესამე ფილიალს ხსნის. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ჯავახეთის ქ. 75-შიც შეძლებენ. ბანკის პირველი ფილიალი ომარ ხიზანიშვილის ქ. 15-ში გაიხსნა, ხოლო მეორე - პეკინის გამზ. 19-ში.
თავად ბრენდის პრეზენტაცია 9 აგვისტოს შედგა და მისი მიზანია გაამარტივოს და ახლებურად წარმოადგინოს საბანკო მომსახურება საცალო სექტორში.
პირველ ეტაპზე რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად პროდუქტს შესთავაზებს: ტოპ|ქარდს, მაქსი|ანაბარს და ბლიც|სესხს.
ტოპ|ქარდი 0%-იანი (ეფექტ. 0%-დან) განვადების ბარათია, რომლის მთავარი უპირატესობაა, მომხმარებელს ხარჯების დანაწევრების გზით ყოველთვიურად გამოუთავისუფლოს თანხა სხვა მიზნებისთვის. აღნიშნული ბარათით ამა თუ იმ ნივთის ან მომსახურების შეძენისას მომხმარებელი გადაიხდის ზუსტად იმ საფასურს, რასაც გადაიხდიდა ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში. ამასთანავე, ბარათზე გავრცელდება ქეშბექის ფუნქცია და ბევრი სხვა საინტერესო მახასიათებელი.
მაქსი|ანაბარი და ბლიც|სესხი სტანდარტული საბანკო პროდუქტებია, კონკურენტული საპროცენტო განაკვეთებით და მომსახურების გამარტივებული პირობებით.
"მოხარული ვართ, გავხსნათ ჩვენი მესამე ფილიალი თბილისში. რე|ბანკი ასევე წარმოდგენილი იქნება ბათუმში, ქუთაისში, თელავში, გორში და ზუგდიდში. ვფიქრობთ, რომ მალე შევძლებთ გამორჩეულად მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ მომხმარებლებს მთელ საქართველოში." - შოთა იოსელიანი, პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი საცალო ბიზნესის მიმართულებით.
რე|ბანკის პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და ასევე, განაცხადის დატოვება შესაძლებელი იქნება ბანკის ვებ-გვერდზე და სატელეფონო მომსახურების ცენტრში:
rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525