Get All Access for $5/mo

რეგიონში პირველი "აუთლეტ ვილიჯი" თბილისში 2022 წელს გაიხსნება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით 8 სექტემბერს რეგიონში პირველი "აუთლეტ ვილიჯის" პროექტის წარდგენა გაიმართა.

2022 წელს "ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპი" 10 ჰექტარ ტერიტორიაზე ქალაქის ტიპის "აუთლეტ ვილიჯის" მშენებლობის პირველ ფაზას დაასრულებს. კომპანია დომუსი აღნიშნულ პროექტში "თიბისი" ბანკის მხარდაჭერით 70 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. პროექტის პირველი ფაზის განმავლობაში აშენდება 12 500 კვ.მ კომერციული სივრცე სადაც 70 საშუალო და მაღალ სეგმენტზე გათვლილი საერთაშორისო ბრენდი განთავსდება, ხოლო მეორე ფაზაში დაემატება 7 500 კვ.მ (40 ახალი ბრენდი). ჯამში პროექტი 20 000 კვადრატში 110 ბრენდის განთავსებას შეძლებს. ახალ სავაჭრო სივრცეს მენეჯმენტს გაუწევს მსოფლიოს ტოპ კომპანიებში შემავალი ამერიკულ-ევროპული აუთლეტ მენეჯმენტ კომპანია "TORG International"-ი. აღნიშნულმა კომპანიამ შექმნა საუკეთესო აუთლეტები ევროპის მაშტაბით და მართავს 9 აუთლეტს აშშ-ში."აუთლეტ ვილიჯის" არქიტექტურული კონცეფციის მიხედვით ყველა შენობას საკუთარი, ყველასაგან განსხვავებული და გამორჩეული ფასადი ექნება, სადაც ავთენტური, ქართული არქიტექტურული და დეკორატიული ელემენტები იქნება გამოყენებული. "თბილისი აუთლეტ ვილიჯი" დაპროექტებულია მსოფლიოში ცნობილი ესპანური არქიტექტორული კომპანიის L35 მიერ. აღნიშნული კომპანია ითვლება მთელს ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ აუთლეტების დაპროექტების კუთხით. მის ხელწერას ეკუთვნის ესპანეთის ყველაზე ცნობილი აუთლეტ ვილჯები- Roca Village-ი ბარსელონას მახლობლად და Las Rozas Village-ი მადრიდთან.

"აუთლეტ ვილიჯი"- ს ტერიტორიაზე არესებული ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული კულინარიული კონცეფციის კვების ობიექტები ვიზიტორებს უნიკალურ გასტრონომიულ გამოცდილებას შესთავაზებს. უძველესი ქართული მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით იგეგმება ასევე ორიგინალური კონცეფციის ღვინის ბარის გახსნაც.

"აუთლეტ ვილიჯის" მშენებლობის პროცესში შეიქმნება 500 სამუშაო ადგილი, ხოლო სავაჭრო სივრცის სრული დატვირთვით ფუნქციონირებისას დასაქმდება 2000-ზე მეტი ადამიანი. ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში სტრატეგიული მნიშვნელობა უკავია. აუთლეტის წლიური ბრუნვა ათეულობით მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის - ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ზრდას. ამასთანავე, "აუთლეტ ვილიჯი" პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს როგორც რითეილ სექტორის განვითარებაზე ასევე პანდემიის პერიოდში არსებული სირთულეების დაძლევაზე, რადგან ახალი სავაჭრო სივრცე საწყობებში დაგროვილი პროდუქციის რეალიზაციის ახალ და ეფექტურ არხს წარმოადგენს.

"ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპი"-ის პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ზრდას. საქართველოს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანაში კულტურის, ისტორიის, კულინარიის თუ ღვინის გასაცნობად ჩამოსულ ვიზიტორებს შესთავაზოს მსოფლიო კლასის სავაჭრო სივრცე და შოპინგ გამოცდილება - ამით გაახანგრძლივოს მათი საქართველოში ყოფნის პერიოდი და გაზარდოს ტურიზმით მიღებული შემოსავალი.

"თბილისი აუთლეტ ვილიჯი"-ის პროექტის წარდგენის ღონისძიება ორგანიზებული იყო კომპანია "კონსიერჟ თბილისი"-ის მიერ.