Sponsored Content

რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტი Skillwill-ის და UN Women-ის თანამშრომლობა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტი Skillwill-ი, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა. UN Women-თან თანამშრომლობის ფარგლებში, სქილვილის სტუდენტებმა, UN Women-ის ბენეფიციარი ქალი მეწარმეებისთვის, მათი ბიზნეს საჭიროებების გათვალისწინებით, ციფრული პროდუქტების შექმნაზე იმუშავეს.

განხორციელებული სტუდენტური პროექტების პრეზენტაცია კი, ფართო აუდიტორიის წინაშე გაიმართა.

"ძალიან ამაყები ვართ რომ ჩვენმა სტუდენტებმა ორი თვის განმავლობაში იმუშავეს და საბოლოო ტექნოლოგიური გადაწყვეტები შესთავაზეს ქალ მეწარმეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

შემუშავებული ციფრული პროდუქტები ახალგაზრდების ეჯაილ გუნდებმა პრეზენტაციების სახით აუდიტორიის წინაში წარადგინეს და ამ გადაწყვეტით ქალების ფინანსურ სარგებელზეც ისაუბრეს. ამით მათ წვლილი შეიტანეს ქართველი მეწარმე ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაში.

სქილვილი საქართველოში პირველი ნეო უნივერსიტეტია, რომელიც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპის ხელმომწერი ორგანიზაციაა. ეს იმას ნიშნავს, რომ სქილვილში ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაში და ამ მიდგომას ვახალისებთ ჩვენს სტუდენტებშიც."- ლანა ჩხარტიშვილი, სქილვილ საქართველოს დირექტორი.

პროექტში მონაწილეობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის 10-მდე ბენეფიციარმა მიიღო, რომლებსაც საკუთარი მცირე ბიზნესებისთვის სხვადასხვა საჭიროება ჰქონდეთ. აღსანიშნავია, რომ პროექტებზე სხვადასხვა მიმართულებების სტუდენტებისგან შემდგარი 15 გუნდი დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მუშაობდა და საბოლოო პროდუქტის პრეზენტაცია, აუდიტორიის წინაშე, ღონისძიებაზე წარადგინეს. სტუდენტებმა ციფრული მარკეტინგის და ვებ დეველოპმენტის მიმართულებით, იმუშავეს და ბენეფიციარებს სრულყოფილი პროექტები ჩააბარეს.

"ძალიან სასარგებლო თანამშრომლობა შედგა გაეროს ქალთა ორგანიზაციას და სქილვილს შორის. სქილვილი ქალთა გაძლიერების პრინციპების (www.weps.org) ხელმომწერი კომპანია გახდა წინა წელს და ძალიან მოკლე დროში გაუჩნდათ ამ პროექტის განხორციელების იდეა. ეს იდეა ორმხრივად სასარგებლო აღმოჩნდა, რადგან ძალიან კარგად ეხმიანება ჩვენს პრიორიტეტულ მიმართულებას, ქალთა მეწარმეობის განვითარებას საქართველოში. აღნიშნული მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ქალი მეწარმეებისთვის, ვინაიდან ამ ტექნოლოგიური პროდუქტების გარეშე დღევანდელ სამყაროში ძალიან რთულია ბიზნესის განვითარება.

მისასალმებელია, პირველ რიგში, ის, რომ კერძო სექტორი იაზრებს თავის როლს და პასუხისმგებლობას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საქმეში და მეორე რიგში, ისიც, რომ კომპანია ამას უზაირებს სტუდენტებს და მათაც რთავს ამ ორმხრივად სასარგებლო იდეის განხორციელებაში. ძალიან ვაფასებთ კერძო სექტორიდან ასეთ მხარდაჭერას და იმედია, ეს ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება" - ელენე გაბელაია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსი.

საერთაშორისო ბრენდი სქილვილი, რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტია, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გასცდა და უკვე იტალიასა და აზერბაიჯანშია წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია რომ ღონისძიებაში მონაწილეობა სქილვილ იტალიის და სქილვილ აზერბაიჯანის წარმომადგენლებმაც მიიღეს.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სქილვილის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები საერთაშორისო და ადგილობირივი ორგანიზაციებიდან.