რემონტი და მშენებლობა სახლიდან გაუსვლელად – როგორ ამარტივებს აპლიკაცია Buildy მშენებლობის პროცესს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სამშენებლო და სარემონტო ინდუსტრია ჯერ კიდევ ტრადიციულ მიდგომებზეა დაფუძნებული, რაც ხშირად მომხმარებლისთვის დროისა და რესურსების დიდი ხარჯს გულისხმობს. Buildy სწორედ ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად შეიქმნა.
"ჩვენი მისიაა, მომხმარებლისთვის რემონტისა და მშენებლობის პროცესი უფრო მარტივი, ხელმისაწვდომი და კომფორტული გავხადოთ", - ამბობს თეო ზანგურაშვილი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.
Buildy-ის დაფუძნება მაშინ გადაწყდა, როდესაც თეომ და მისმა გუნდმა შენიშნეს, რომ სამშენებლო სექტორი ჯერ კიდევ ვერ იყენებდა ციფრული ტექნოლოგიების სრულ პოტენციალს.
"დღეს, როდესაც ონლაინშოპინგი ყველა ინდუსტრიაში მთავარი მოთამაშეა, სამშენებლო სექტორი მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ჩვენ ვხედავდით ამ გამოწვევას და გვინდოდა, ციფრული გადაწყვეტილებით შეგვევსო ეს ნიშა", - აღნიშნავს თეო.
Buildy-ის აპლიკაცია მომხმარებელს სთავაზობს ყველა იმ პროდუქტსა და მასალას , რაც რემონტის ან მშენებლობისთვის სჭირდება. ეს მოიცავს საშენ და საკარკასე მასალებს, ხელსაწყოებს, სანტექნიკას, განათებას და უამრავ სხვა კატეგორიას, რომლებიც ერთ ციფრულ სივრცეშია თავმოყრილი.
"მომხმარებელს აღარ სჭირდება მაღაზიებში სიარული ან სხვადასხვა საიტზე ძიება. Buildy-ის მეშვეობით ყველა საჭირო პროდუქტის ნახვა, შედარება და შეძენა შესაძლებელია ერთ აპლიკაციაში, სხვადასხვა მომწოდებლისგან შეძენილი პროდუქცია კი ერთ კურიერს მიაქვს დანიშნულების ადგილამდე", - დასძენს თეო.
Buildy-ისთვის 2024 წელი გამორჩეული და წარმატებული აღმოჩნდა. სწორედ ამ წელს გახდა აპლიკაცია ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის როგორც iOS-ზე, ასევე ანდროიდზე. "წლის ბოლოსთვის ჩვენ გავაერთიანეთ 60-ზე მეტი მომწოდებელი და მომხმარებელს შევთავაზეთ 300 კატეგორიის 50 000-ზე მეტი პროდუქტი", - ამბობს თეო.
გარდა ამისა, Buildy-მ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებასაც მიაღწია. კომპანია მოხვდა გლობალურად E-commerce-ის კატეგორიაში შერჩეულ 20 სტარტაპს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ ლისაბონში ჩატარებულ Web Summit-ში, ასევე 2024 წელს Buildy გახდა ბრიტანეთში დაფუძნებული Construction Tech Club-ის წევრი, როგორც ინდუსტრიის პირველი წარმომადგენელი რეგიონიდან და გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ოფიციალური ხელმომწერი.
თუმცა მთავარი გამოწვევა მაინც მომხმარებლების ქცევის ცვლილების ტემპი აღმოჩნდა.
"სამშენებლო მასალების შეძენის ტრადიციული მეთოდები – ელიავას ბაზრობა თუ მაღაზიებში სიარული – დღემდე პოპულარულია. მომხმარებლების ქცევისა და ჩვევების შეცვლას დრო სჭირდება, თუმცა ჩვენ უკვე გადავდგით პირველი ნაბიჯები და შედეგებმაც არ დააყოვნა", - დასძენს თეო.
Buildy-ის გუნდი დარწმუნებულია, რომ 2025 წელი უფრო დიდ შესაძლებლობებს შესთავაზებს კომპანიას. თეოს თქმით, მათი მთავარი მიზანია, კიდევ უფრო გააფართოონ პარტნიორული ქსელი და გააუმჯობესონ მომხმარებლის გამოცდილება.
"2025 წლისთვის გვსურს, უფრო მეტი მომხმარებლისთვის გავამარტივოთ რემონტის პროცესი და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ სამშენებლო ინდუსტრიის გაციფრულებაში".
გუნდის ძალისხმევითა და მომხმარებელთა უკუკავშირის მუდმივი გათვალისწინებით, Buildy საქართველოს ბაზარზე ციფრული ცვლილებების მყარ საფუძველს ქმნის.
"Buildy-ში გვჯერა, რომ ძლიერი გუნდისთვის, რომელიც ერთი მიზნის, ღირებულებების და ხედვის ირგვლივ ერთიანდება, შეუძლებელი არაფერია. ტექნოლოგიების დახმარებით, როგორც ინდუსტრიის განვითარებას ვუწყობთ ხელს, ასევე, მომხმარებლების ყოველდღიურობასაც ვამარტივებთ", - ამბობს თეო ზანგურაშვილი.
Buildy-ის მიზანი არა მხოლოდ პროდუქტების მიწოდება, არამედ მთელი პროცესის გაციფრულება და მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შეთავაზებაა.
სტატიის ვებვერსიისთვის;
აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელი არის:
App Store: https://shorturl.at/adzZ4
Play Store: https://shorturl.at/amrGJ