Sponsored Content

როდესაც მთავარი ღირებულება მომხმარებელზე ინდივიდუალურად მორგებული გამოცდილების შექმნაა - ლაშა აბულაძე, SOLO-ს გუნდის წევრი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"განსაკუთრებით სასიამოვნოა წლის შეჯამება, როცა ციფრებში ხედავ რამდენმა მომხმარებელმა ისარგებლა მისთვის შექმნილი შეთავაზებებით და რა მოცულობის ბენეფიტი მოუტანა მას SOLO-მ", - ასე იწყება საუბარი ლაშა აბულაძესთან, რომელიც SOLO გაყიდვების და ქსელის განვითარების დეპარტამენტის გუნდში ალტერნატიული გაყიდვების მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციას იკავებს.

როგორც აღნიშნავს, SOLO-ს მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის მათ ინდივიდუალურ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა თუ შეთავაზებების შექმნაა. რაც დაეხმარება მათ, გაიმარტივონ ყოველდღიურობა, მიიღონ ეფექტური გადაწყვეტილება და შედეგად - მაქსიმალური სარგებელი.

"SOLO გაყიდვებისა და ქსელის განვითარების დეპარტამენტის საქმიანობა მოიცავს, საქართველოს მასშტაბით არსებული 11 SOLO ლაუნჯის მართვას. დეპარტამენტი უზრუნველყოფს მათ გამართულ და შეუფერხებელ მუშაობას, ასევე მაქსიმალურად ჩართულია დაწესებული გეგმის შესრულების ნაწილში", - აღნიშნავს ლაშა და განმარტავს, რომ უშუალოდ მისი საქმიანობა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად კამპანიების დაგეგმვაზე მუშაობაა, რომლებიც მიბმულია საბანკო პროდუქტებზე და შესაძლებლობას აძლევს SOLO-ს გუნდს, შექმნას მომხმარებლების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე მორგებული შეთავაზებები.

"ჩვენი მიზანია, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შევქმნათ ახალი ან გავაუმჯობესოთ უკვე არსებული შეთავაზება, რათა ის ჩვენი მომხმარებლის სურვილებთან უფრო მეტად დაახლოებული გავხადოთ და ამით გავუმარტივოთ გადაწყვეტილების მიღება მათთვის სასურველი უძრავი ქონების ან ავტომობილების შერჩევის პროცესში", - განმარტავს ლაშა.

შესაბამისად, ამბობს, რომ მისთვის, როგორც ალტერნატიული გაყიდვების მხარდაჭერის მენეჯერისთვის დიდი პასუხისმგებლობაა, პარტნიორ კომპანიებთან ერთად შექმნას ისეთი ექსკლუზიური საბანკო შეთავაზებები, რომლებიც SOLO მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი შენაძენის გაკეთებისას, შეიძლება გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდეს.

"საქმიანობის ყველაზე რთული და სასიამოვნო ნაწილი წლის ბოლოა, როცა ყველაზე დიდი რაოდენობით გვაქვს შეთავაზებები ჩვენი მომხმარებლებისთვის და მათი აქტივობაც განსაკუთრებით მაღალია ამ პერიოდში. განსაკუთრებით სასიამოვნოა როცა ციფრებში ხედავ რამდენმა მომხმარებელმა ისარგებლა მისთვის შექმნილი შეთავაზებებით, რა მოცულობის ბენეფიტი მოუტანა მათ SOLO-მ და რამდენმა მომხმარებელმა შეაჩერა არჩევანი ჩვენს პარტნიორ ავტოდილერზე და დეველოპერულ კომპანიაზე"- ამბობს ლაშა.

მათი დეპარტამენტის ყველაზე დიდ მიღწევად კი SOLO-ს მომხმარებლებისგან მიღებულ უკუკავშირს ასახელებს, რომელიც თვალნათლივ აჩვენებს, რომ მათი გუნდი აღწევს დასახულ მიზანს - შექმნას ინდივიდუალურად მომხმარებლებზე მორგებული შეთავაზებები.