როდესაც მომხმარებლები ისრულებენ ერთი შეხედვით აუხდენელ ოცნებებს - ანა რუხაძე, SOLO-ს გუნდის წევრი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ყოველდღიურობის გასამარტივებლად და პრემიუმ ხარისხის საბანკო გამოცდილების უზრუნველსაყოფად, SOLO-მ კონსიერჟის სერვისი შექმნა, რომელიც მომხმარებელს ინდივიდუალურად მათზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს.
"მომხმარებლებისთვის უნიკალური გამოცდილების შესაქმნელად და პრობლემის მარტივი გადაჭრის გზების შესათავაზებლად SOLO-ს კონსიერჟის გუნდი აქტიურად მუშაობას", - ასე იწყება საუბარი ანა რუხაძესთან, SOLO-ს გუნდის წევრთან.
ანა SOLO კონსიერჟის პოზიციას იკავებს, როგორც განმარტავს, აღნიშნული სერვისის დახმარებით, "მომხმარებლები ისრულებენ ერთი შეხედვით აუხდენელ ოცნებებს".
ამბობს, რომ კონსიერჟის სერვისის შექმნის მთავარი მიზანი SOLO მომხმარებლებისთვის სრულყოფილი გამოცდილების შექმნა, როგორც პირადი, ასევე პროფესიული ცხოვრების გამარტივება და მათთვის სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება იყო.
"პერსონალური კონსიერჟის როლი მორგებულია მომხმარებლის სპეციფიკურ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე. ნებისმიერი ტიპის ამოცანების კონსიერჟთან გადამისამართებით, ისინი ზოგავენ დროს და თავისუფლდებიან სტრესისგან. პირადი კონსიერჟის მიზანია უზრუნველყოს მხარდაჭერა, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს დრო დაუთმონ მათთვის მნიშვნელოვან და სასიამოვნო საკითხებს", - განმარტავს ანა.
მომხმარებელთა კმაყოფილების გასაზომად მუდმივად აგროვებენ და აანალიზებენ მათ უკუკავშირს, მიღებულ კომენტარებზე დაყრდნობით კი აქტიურ რეჟიმში მუშაობენ სერვისებისა და პროდუქტების გაუმჯობესებაზე.
"ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ რათა მომხმარებელთა გამოცდილება გავხადოთ კიდევ უფრო კომფორტული და სასიამოვნო. ამისათვის, ყოველთვის ვცდილობთ მივიღოთ მათგან უკუკავშირი და მათი ინტერესების გათვალისწინებით კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ, უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი სერვისი. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებთან ინდივიდუალური ურთიერთობა გვაქვს და თითოეულ საკითხზე დამოუკიდებლად ვმუშაობთ, უნდა აღინიშნოს ის გუნდურობის შეგრძნება, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, ერთმანეთს გავუზიაროთ დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება, რაც გვეხმარება, მივაღწიოთ საერთო მიზანს - ერთად შევქმნათ მომხმარებლისთვის საუკეთესო საბანკო გამოცდილება", - ამბობს ანა.
"მომხმარებელთან ყოველდღიურ ურთიერთობაში იგრძნობა კმაყოფილება. მათი უკუკავშირი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მომხმარებლები გვიბრუნდებიან სხვადახვა საკითხებით, რაც იმას ნიშნავს, რომ გვენდობიან და იმედი აქვთ, რომ ყოველ ჯერზე მიიღებენ საუკეთესო გამოცდილებას", - აღნიშნავს ანა.
განმარტავს, რომ პირადი კონსიერჟის როლი ძალიან მრავალფეროვანია - "ყოველი დღე არის განსხვავებული, რაც გაძლევს შესაძლებლობას, მიიღო მრავალმხრივი გამოცდილება და ცოდნა. საინტერესოა, როგორც ქეისის დამუშავების პროცესი, ისე შედეგი, ანუ მომხმარებლის კმაყოფილება, რაც განცდას გიჩენს, რომ შრომამ ნაყოფიერად ჩაიარა და გაძლევს მოტივაციას, არ გაჩერდე.