Sponsored Content

როგორ აფასებს Books From Past საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზებების გასაკეთებლად საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს ყოველდღიურად არაერთი ბიზნესი იყენებს. ყველა მათგანს განსხვავებული მიზნები, პროდუქტები და შეთავაზებები აქვს, თუმცა ციფრული პლატფორმა ყველაზე სპეციფიკური ბიზნესების სურვილებსაც კი მარტივად ერგება.

Ads Manager ინოვაციური პროდუქტია, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, შეთავაზებები შექმნან 1 400 000 მომხმარებლისთვის საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში.

ერთი-ერთი გამორჩეული კომპანია, რომელმაც Ads მენეჯერის სერვისით ისარგებლა, წიგნების მაღაზია Books from Past-ია, რომელიც მომხმარებელს ძველ წიგნებს, ჟურნალებსა და პოსტერებს სთავაზობს. კომპანიის დამფუძნებელი, ლიკა რუსაძე საუბრობს, თუ როგორი იყო Ads მენეჯერით სარგებლობის პროცესი.

– გვიამბეთ, როგორი იყო Ads მენეჯერის სამომხმარებლო გამოცდილება?

Ads მენეჯერის გამოყენება მარტივია, შეთავაზების გაკეთებისთვის აღარ არის საჭირო რამდენიმე საათი დამატებითი კომუნიკაცია ან ბანკის ფილიალში სტუმრობა. ონლაინ, რამდენიმე ღილაკის დაჭერით შეთავაზება უკვე მზად გაქვს.

– რას მოიცავდა თქვენი შეთავაზება და როგორ შეარჩიეთ სამიზნე აუდიტორია?

სამიზნე აუდიტორია ასაკის მიხედვით შევარჩიეთ, რადგან ჩვენი შეთავაზება სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებზე იყო მორგებული. მოგეხსენებათ, წიგნი ყოველ მოსწავლეს სჭირდება, სწორედ ამიტომ ჩვენი შეთავაზება sCool Card-ით და სტუდენტური ბარათით გადახდისას ქეშბექის აქციას მოიცავდა. Ads მენეჯერში გაკეთებული შეთავაზება საქართველოს ბანკის შეთავაზებების გვერდზე გამოქვეყნდა, რომელმაც მომხმარებლების მხრიდან დამატებითი ჩართულობა და ჩვენი ბრენდის მიმართ ცნობადობის ამაღლება გამოიწვია.

– თქვენთვის რამდენად გამოსადეგი იყო Ads მენეჯერის ანალიტიკური პროგრამა?

Ads მენეჯერის ანალიტიკური პროგრამით ზუსტად გაიგებ, თუ რამდენად ჩართული იყო მომხმარებელი კონკრეტულად ამ შეთავაზებაში და რა შედეგები მოიტანა მან. ეს ყველაფერი მომხმარებლის ქცევაზე ზუსტად დაკვირვების და ანალიზის გაკეთების საშუალებას იძლევა.

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის დახმარებით ბიზნესებს საშუალება აქვთ, თავიანთი შეთავაზებები BOG-ის მილიონზე მეტ მომხმარებელს პირდაპირ გაუზიარონ.

ფასდაკლებები, ქეშბექი და პლუს ქულების დაგროვების აქციები – ეს იმ შეთავაზებების ჩამონათვალია, რომლის გაკეთება ბიზნესებს Ads მენეჯერით შეუძლიათ. პერსონალიზებულ და მათთვის რელევანტურ შეთავაზებებს კი საქართველოს ბანკის მომხმარებლები მობილბანკში, ინტერნეტ ბანკში და sCoolApp-ში ნახავენ.

შეთავაზების გაშვებისთვის Manager.bog.ge-ზე შესვლა და მოკლე პროცედურის გავლაა საჭირო, რის შემდეგ, შეთავაზებას ასიათასობით მომხმარებელი იხილავს. Manager.bog.ge-ზე შესვლა შესაძლებელია მომხმარებლის იმ სახელითა და პაროლით, რომლითაც სარგებლობთ ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში. შეთავაზების შექმნის ინსტრუქცია კი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

უნდა აღინიშნოს, რომ შეთავაზებების გაკეთებისას გათვალისწინებული იქნება: მომხმარებლის ასაკი, სქესი, საცხოვრებელი ადგილი და ინტერესები. ამ პარამეტრების დახმარებით Ads მენეჯერში ბიზნესებს ისეთი შეთავაზების შექმნა შეუძლიათ, რომელიც ზუსტად მოერგება სამიზნე აუდიტორიის ინტერესებს და კომპანიას უკეთეს შედეგებზე გაიყვანს.