როგორ აფერხებს დეზინფორმაცია საქართველოს თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის განხორციელების პროცესს

"ფილიპ მორის საქართველოს" განცხადება

Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) განცხადების თანახმად, "გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები და ელექტრონული სიგარეტები ისეთივე მავნებელია, როგორც ტრადიციული თამბაქოს პროდუქტები და ეს მეცნიერულად არის დამტკიცებული." ეს ინფორმაცია არასწორია.

სხვადასხვა ტიპის თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკები განსხვავებულია. შესაბამისად, აღნიშნული პროდუქტების ამგვარი კლასიფიცირება ფუნდამენტურად მცდარი და არასწორია.

ტრადიციული მოწევის უკეთესი ალტერნატივის - თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესახებ დეზინფორმაციისა და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გავრცელება ხელს უწყობს ზრდასრული მწეველების მიერ ნიკოტინის მიღებას ყველაზე მავნე ფორმით - სიგარეტის მოწევის გაგრძელებას.

უდავოა, რომ მწეველისთვის საუკეთესო არჩევანი თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარების სრულად შეწყვეტაა, მაგრამ მწეველთა დიდი ნაწილი არ ანებებს თავს თამბაქოს მოხმარებას. შესაბამისად, მათი ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანია მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევი მთავარი მიზეზების გააანალიზება. ამ მიზეზს კი თამბაქოს კვამლში არსებული მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებების მაღალი რაოდენობა წარმოადგენს. თამბაქოს წვის პროცესის არარსებობას კი შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ამ ტოქსიური ნივთიერებების რაოდენობა.

წვის არარსებობა თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების მთავარი მახასიათებელია. მართალია, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული თამბაქოს უკვამლო პროდუქტები არ არის სრულიად უსაფრთხო, რადგან შეიცავს ნიკოტინს - დამოკიდებულების გამომწვევ ნივთიერებას. თუმცა, მეცნიერულად დასტურდება, რომ ეს პროდუქტები ტრადიციული მოწევის გაგრძელებასთან შედარებით უკეთეს არჩევანს წარმოადგენს.

საერთაშორისო ჯანდაცვის სამთავრობო ინსტიტუტების მიერ შესწავლილ და გამოკვლეულ იქნა თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების ზიანის შემცირების შესაძლო პოტენციალი ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით. მსგავსი კვლევები განახორციელეს: დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ, ჰოლანდიის გარემოსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა, რისკის შეფასების გერმანიის ფედერალურმა ინსტიტუტმა და აშშ-ს წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ.

გარდა ამისა, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის როლი მოწევასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების მხრივ აღიარებულია ისეთი ქვეყნების მიერ, როგორებიცაა: დიდი ბრიტანეთი, აშშ, ახალი ზელანდია, იტალია, საბერძნეთი.

"ფილიპ მორის საქართველო" ადგილობრივ ბაზარზე 20 წლის წინ გამოჩნდა. ამჟამად, ჩვენი გუნდი 100-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს აერთიანებს, ქვეყანაში ჩვენი ბიზნეს პარტნიორების რიცხვი კი ათასს აჭარბებს.

2021 წელს "ფილიპ მორის საქართველო" ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადასახადების გადამხდელი იყო.

ჩვენი სამეცნიერო კვლევები საზოგადოებისთვის ღიაა. ჩვენ პატივს ვცემთ განსხვავებულ მოსაზრებებს და გვჯერა კონსტრუქციული, ღია და ინკლუზიური დიალოგის, რომელიც ფაქტებსა და მეცნიერულ მტკიცებულებებზეა დაფუძნებული. თუმცა, ვფიქრობთ, რომ პროგრესზე მეტად იდეოლოგიისა და დეზინფორმაციისთვის პრიორიტეტის მინიჭება არასწორია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, გაითვალისწინონ საქართველოში მცხოვრები 800 000 ზრდასრული მწეველის ინტერესი, გაეცნონ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესახებ არსებულ სამეცნიერო მტკიცებულებებს და გამოიყენონ არსებული შესაძლებლობა იმისათვის, რომ განახორციელონ რეალური ცვლილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, რისი მიღწევაც მხოლოდ ზრდასრული მწეველებისათვის დაზუსტებულ და სწორ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის შედეგად არის შესაძლებელი.