როგორ ამარტივებს ბიზნესპროცესებს ამბოლის კორპორატიული არხი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ამბოლის კორპორატიული არხი უკვე 10 წელს ითვლის და ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს კერძო ბიზნესებთან. კორპორატიული მომსახურება მოიცავს წამყვანი ბრენდების ორიგინალი პროდუქტების მიწოდებასა და მათთან დაკავშირებული სერვისების სრულ უზრუნველყოფას, რაც კომპანიებს ყოველდღიური ოპერაციების ეფექტურად მართვაში ეხმარება.

კორპორატიული არხის შესაძლებლობებისა და მიდგომების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ამ სტატიაში გაეცნობით, სადაც ამბოლის კორპორატიული მიმართულების ხელმძღვანელი ზურა ძინძიბაძე აღნიშნულ მიმართულებაზე უფრო ვრცლად ისაუბრებს.

პირველ რიგში, რას მოიცავს ამბოლის კორპორატიული მიმართულება?

ამბოლის კორპორატიული დეპარტამენტის სამუშაო მოდელი ეფუძნება საქართველოში მოქმედ კერძო კომპანიებთან პარტნიორულ თანამშრომლობას, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესსფეროში ოპერირებენ და საკუთარ ავტოპარკს ფლობენ. მიმართულება მოიცავს თითოეული ორგანიზაციის საჭიროებების სიღრმისეულ ანალიზს - როგორც ბიზნესის სპეციფიკის, ისე ავტომობილების ტიპისა და მათი ექსპლუატაციის პირობების გათვალისწინებით.

რა პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს ამბოლი კორპორატიულ კლიენტებს?

ამბოლი კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს მსუბუქი, სატვირთო და სპეცტექნიკისთვის საჭირო გეგმიური მასალების სრულ სპექტრს, რომელიც მოიცავს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების საბურავებს, ზეთებს, ფილტრებს, აკუმულატორებსა და სამუხრუჭე ხუნდებს.

პროდუქტებთან ერთად, ამბოლი უზრუნველყოფს თანმდევ სერვისებსაც, მათ შორის, მონტაჟს როგორც კომპანიის ფილიალებში, ისე მომხმარებლისთვის სასურველ ლოკაციაზე მობილური ჯგუფების დახმარებით.

რა უპირატესობას აძლევს მომხმარებელს ამბოლის კორპორატიული მომსახურება?

პირველ რიგში, შეთავაზება ფორმირდება ბიზნესის სფეროსა და იმ ფაქტორების გათვალისწინებით, თუ სად გადაადგილდება კომპანიის ავტოპარკი და რა ტიპის დატვირთვებზე მუშაობს. თითოეულ პარტნიორ კომპანიას ჰყავს საკუთარი კორპორატიული მენეჯერი, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებსა და ინტერესებზე დაყრდნობით სთავაზობს ოპტიმალურ პროდუქტებსა და შესაბამის პირობებს.

მუდმივი მხარდაჭერისა და რეგულარული უკუკავშირის საფუძველზე, კომპანიები საბოლოოდ ზოგავენ დროსა და ხარჯებს და ავტოპარკის მართვას უფრო ეფექტურად ახორციელებენ.

რა ტიპის კომპანიებისთვის არის განსაკუთრებით რელევანტური ეს სერვისი?

ეს სერვისი განსაკუთრებით რელევანტურია კერძო სექტორში მოქმედი ყველა იმ კომპანიისთვის, რომლებიც საკუთარი ბიზნესსაქმიანობის ფარგლებში ფლობენ ავტოპარკს და ყოველდღიურად იყენებენ ავტომობილებს ოპერაციული პროცესების უზრუნველსაყოფად. დარგისა და სფეროს მიუხედავად, კორპორატიული მიმართულება ეფექტურად პასუხობს როგორც მცირე და საშუალო, ისე - მსხვილი კომპანიების საჭიროებებს.

როგორ ხდება კორპორატიული კლიენტის ჩართვა და მომსახურების დაწყება?

კორპორატიული კლიენტის ჩართვის პროცესი იწყება შესაბამისი ბიზნესსფეროების ანალიზით - კორპორატიული დეპარტამენტი იკვლევს მცირე, საშუალო და მსხვილი ავტოპარკის მქონე კომპანიებს და მათთან კომუნიკაციას იწყებს. შეხვედრის ან ვიზიტის ფორმატში ხდება ავტოპარკის აღწერა, საჭიროებების დეტალური განსაზღვრა და ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება.

ამასთან, კომპანიები თავადაც გვიკავშირდებიან ამბოლის ქოლ-ცენტრის მეშვეობით და გამოხატავენ თანამშრომლობის დაწყების ინტერესს. პროცესის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რის შემდეგაც თანამშრომლობა აქტიურ ფაზაში გადადის და მომსახურება სრულად იწყება.

როგორია თანამშრომლობის მოდელი (გრძელვადიანი, პროექტული, ინდივიდუალური)?

თანამშრომლობის მოდელი პირველ რიგში გრძელვადიან პარტნიორობაზეა ორიენტირებული და ეფუძნება ნდობას, სტაბილურობასა და უწყვეტ მხარდაჭერას. თითოეულ კომპანიასთან თანამშრომლობა ფორმირდება ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით, რაც საშუალებას იძლევა სერვისი მაქსიმალურად მოერგოს ავტოპარკის სპეციფიკასა და ბიზნესის ოპერაციულ მოთხოვნებს.

წლების განმავლობაში სწორედ ამ მიდგომამ შექმნა მდგრადი პარტნიორული ურთიერთობები - დღეს ამბოლის კორპორატიული დეპარტამენტი სხვადასხვა სფეროს არაერთ კომპანიასთან გრძელვადიან თანამშრომლობას წარმატებით აგრძელებს.