Get All Access for $5/mo

როგორ დავათვალიეროთ ძირითადი მაღალტექნოლოგიური კომპანიების სათავო ოფისები "სილიკონ ველიზე"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"სილიკონ ველი" არის ადგილი, რომლის შესახებ თითქმის ყველას გვსმენია. რუკაზე "სილიკონ ველის" ვერ ნახავთ, რადგან ის სინამდვილეში არის მხოლოდ გამოხატულება, რომელიც ასოცირდება კალიფორნიის უზარმაზარ ტერიტორიასთან და მოიცავს რამდენიმე ქვეყანას. თუ გეგმავთ კალიფორნიაში მოგზაურობას და ეძებთ ღირსშესანიშნაობას, რომელიც ოდნავ განსხვავდება კლასიკური ეროვნული პარკებისა და მუზეუმებისაგან, ამ სტატიას შეუძლია მოგაწოდოთ სასარგებლო ინფორმაცია იმ ადგილების შესახებ, რომელსაც შეგიძლიათ ეწვიოთ და სადაც შეგიძლიათ დაუვიწყარი სურათებიც გადაიღოთ "სილიკონ ველიზე". ეს ადგილები სწორედ ისეთი დიდი კორპორაციებია, როგორებიცაა apple, Samsung და ა.შ.

1. Google

Google-ის შტაბი არ არის ერთი შენობა. ეს გახლავთ კომპლექსი (60-ზე მეტი შენობა). მთავარ პარკში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ბევრი თავისებური ატრაქციონი და ქანდაკება, როგორიცაა ანდროიდისა და გიგანტურ ტირანოზავრ რექსის სკულპტურები, ფერადი ველოსიპედები, რომლებსაც Google-ის თანამშრომლები იყენებენ კომპლექსის ერთი ნაწილიდან მეორეში გადასასვლელად.

Google plex-ში შესვლა არც ისე მარტივია. თქვენ ამისთვის გჭირდებათ ახლობელი ადამიანი, რომელიც იქ მუშაობს და თან მეგზურობასაც გაგიწევთ. არსებობს ვიზიტორთა ცენტრიც, მაგრამ არ მოგატყუოთ სახელმა, რადგან ის განკუთვნილია მხოლოდ მათთვის, ვისაც უკვე აქვს იქ შესვლის ნებართვა.

2. eBay

ამ შემთხვევაშიც, დიდი სიმკაცრე მოქმედებს eBay-ის შენობის დასათვალიერებისას. აქ მხოლოდ კომპანიის ლოგოსთან ტიპური სურათის გარდა, ერთადერთი ნაწილი, რომლის მონახულებაც შეგიძლიათ, არის eBay Store, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ უამრავი აქსესუარი eBay-ის ლოგოთი. ეს მაღაზია არის სან ხოსეში, "სილიკონ ველის" მნიშვნელოვან ქალაქში.

3. Intel

ჩვენ ვსაუბრობთ ერთ-ერთ იმ კომპანიაზე, რომელმაც განუყოფელი როლი ითამაშა ტექნოლოგიური პროგრესის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს ისეთივე მიმზიდველი გარემო და კომპლექსი, როგორიც იმ კომპანიებს, რომლებზეც აქამდე ვისაუბრეთ, თუ ხართ კომპიუტერების ნამდვილი გულშემატკივარი, გირჩევთ ეწვიოთ Intel-ის მუზეუმს, რომელიც გამოგზაურებთ ამ კომპანიის ისტორიაში.

მუზეუმი ღიაა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს მუზეუმი ღიაა დილის 10:00 საათიდან 17:00 საათამდე. თუ გსურთ მისი მონახულება, გირჩევთ გადახედოთ ოფიციალურ ვებგვერდს და პირდაპირ დაუკავშირდეთ მუზეუმს, რათა დარწმუნდეთ, რომ ის არ არის დახურული სპეციალური ღონისძიებებისთვის. ვინაიდან მუზეუმია, აქ არის საჩუქრების მაღაზიაც.

4. Facebook

ფეისბუქისა და ინსტაგრამის შტაბის უპირატესობა ის არის, რომ თქვენ არ შეგექმნებათ პრობლემა მანქანის გაჩერებისას. აქ უზარმაზარი პარკინგის ადგილები აკრავს ოფისებს. სამწუხაროდ, ვიზიტორებს აქ ბევრი რამის გაკეთება არ შეგიძლიათ, გარდა იმისა, რომ ფოტო გადაიღოთ ფეისბუქის "მოწონების" სიმბოლოს "ცერა თითის" წინ.

5. Lucasfilm

აქ შეგიძლიათ გადაიღოთ სურათი ულამაზეს შადრევანთან იოდის ქანდაკებით. თუ თქვენ ვარსკვლავური ომების ფანი ხართ, მაშინ ეს ნამდვილად არის მიმზიდველი სანახაობა თქვენთვის.

6. Apple

Apple-ის შტაბი მდებარეობს საკმაოდ ცნობილ მისამართზე: 1 Infinite Loop, კუპერტინო, კალიფორნია. სამწუხაროდ, შენობებში შესასვლელად თქვენ უნდა დაიხმაროთ თანამშრომელი, ასე რომ, თუ არ გაგიმართლათ, და არ გყავთ ნათესავი ან ახლობელი, რომელიც მუშაობს Apple-ში, თქვენ მოგიწევთ კომპანიის ლოგოსთან სურათის გადაღებით დაკმაყოფილდეთ, თუმცა შეგიძლიათ Apple Park-ის დათვალიერება.

Apple Park-ის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და ოფიციალურად 2017 წელს გაიხსნა. ეს არის კამპუსი, რომელზეც ოცნებობდა სტივ ჯობსი. თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ მას სრულიად უფასოდ. ვიზიტორთა ცენტრის შიგნით არის ბარი და მაღაზია, სადაც ნახავთ ყველაფერს, რისი ნახვის სურვილიც აქვს Apple-ის მომხმარებელს − დაწყებული Apple-ის აღჭურვილობის ფართო ასორტიმენტიდან, დამთავრებული უახლესი iPhone და iMac-მოდელებით.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და "საქართველოს ბანკის" პარტნიორობით, მსოფლიოში წამყვანი ბიზნესაქსელერატორი 500 Startups შემოვიდა. პროგრამაში გამარჯვებული 4 სტარტაპი (Payze, Cardeal, Cargon, Agrolabs) "სილიკონ ველის" სტუმრობენ.

Entrepreneur აგრძელებს საინფორმაციო მასალებს "სილიკონ ველის" შესახებ და ასევე მოგითხრობთ ქართული სტარტაპების გამოცდილებაზე აშშ-დან.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი