Get All Access for $5/mo

როგორ დავსაქმდეთ მარტივად? ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

პროფესიული ზრდის პოტენციალი, კარიერული განვითარების დიდი შესაძლებლობები და ლიდერული უნარები - ეს სწორედ ის უნარებია, რომელსაც თქვენ ან თქვენი აბიტურიენტი შვილი ბიზნესის ადმინისტრირებაზე სწავლით მიიღებთ. ზოგადად, ბიზნესის ადმინისტრირება მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამაა. მის პოპულარობას განაპირობებს ის, რომ ბიზნესსაქმიანობის დაწყება და თუნდაც მცირე სტარტაპის შექმნა, მეორე მხრივ კი, სხვადასხვა მიმართულებით მაღალი რგოლის მენეჯმენტში მუშაობა საკმაოდ მაღალშემოსვალიანი და პრესტიჟულია.

ბიზნესის ადმინისტრირება საქართველოში რამდენიმე უნივერსიტეტში ისწავლება. მათ შორის ყველაზე გამორჩეულია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული საბაკალავრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი. ეს არის პროგრამა, რომელიც კურსდამთავრებულს ანიჭებს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს მენეჯმენტში. პროგრამის ფარგლებში სტუდენტი სწავლობს არა მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირებას, არამედ მასში ტექნოლოგიების გამოყენების ყველაზე ეფექტურ გზებს. კურსდამთავრებული იღებს ცოდნას, ბიზნესის ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლის გამოყენებითაც შეძლებს განახორციელოს ინოვაციური სამეწარმეო საქმიანობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. კურსი ისეა დაგეგმილი, რომ ხელს უწყობს ინოვაციური აზროვნების ჩამოყალიბებას, რაც ბიზნესის წარმატებით მართვისთვის აუცილებელია. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტუდენტი მიიღებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ცოდნის უნიკალურ სინთეზსს, რის გარეშეც 21-ე საუკუნეში წარმატებული საქმიანობა ფაქტობრივად გამორიცხულია.

სასწავლო პროგრამა მაქსიმალურად განათლებისა და დასაქმების ბაზრის უახლეს მოთხოვნებზეა მორგებული. პარალელურად კი სტუდენტებს ბოლო აკადემიური წლის საზღვარგარეთ, BTU-ს პარტნიორ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობაც აქვთ. ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სა­ფე­ხურ­ზე სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტრა­ტე­გი­ის კი­დევ ერთი მთა­ვა­რი ნა­წი­ლია. ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ერაზ­მუს+ სა­ერ­თა­შო­რი­სო კრე­დიტ-მო­ბი­ლო­ბი­სა და ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში სტუ­დენ­ტებს არა­ერ­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ სრუ­ლად ან/და ნა­წი­ლობ­რივ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის ფარ­გლებ­ში 1 ან 2 სე­მესტრი გა­ა­ტა­რონ პარტნი­ორ წამ­ყვან ევ­რო­პულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში.

BTU-ს საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ ორი დიპლომის მიღების შესაძლებლობა. პარტნიორი უნივერსიტეტები, რომლებიც მსგავს შესაძლებლობას აძლევენ უნივერსიტეტის სტუდენტებს არიან: ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია; ნიუ იორკის უნივერსიტეტი პრაღაში, ჩეხეთი; ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ნიდერლანდების სამეფო; სტეფორდშირის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი.

ზოგადად, ხარისხიანი განათლების მთავარი მიზანი წარმატებით დასაქმებაა. BTU-ს მიდგომა ამ მხრივაც გამორჩეულია. უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტს სწავლის დაწყების პირველივე წელს დასაქმდეს, შექმნას საკუთარი მაღალტექნოლოგიური სტარტაპი, დაამყაროს კავშირი მსოფლიოს მოწინავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. სწავლის პარალელურად დასაქმება კი მათ საშუალებას აძლევს სწავლის დასრულების პერიოდში სრულფასოვან განათლებასთან ერთად საჭირო გამოცდილებაც ჰქონდეთ და იყვნენ მაღალკონკურენტული და მოთხოვნადი კადრი არა მარტო საქართველოს დასაქმების ბაზარზე, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამავე მიზ­ნით შე­იქ­მნა პრო­ექ­ტი "და­ა­საქ­მე სმარტსტუ­დენ­ტი". პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, წამ­ყვა­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით ავ­სე­ბენ გუნდს ახა­ლი, სხარ­ტი და ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბის მქო­ნე BTU-ს სტუ­დენ­ტე­ბით.

აქვე გთავაზობთ რამდენიმე სიანტერესო ფაქტს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის შესახებ, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ეს ნამდვილად ის პროგრამაა, რომელსაც ეძებდით.

  • გაცვლითი პროგრამებით ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში, სრული დაფინანსებით გამგზავრების შესაძლებლობა; ასევე, სრული დაფინანსება საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსებსა და გადამზადების პროგრამებზე მსხვილი საერთაშორისო პარტნიორებისგან;
  • კარიერული განვითარების ცენტრის დახმარების შესაძლებლობა: CV შედგენა, სიმულაციური გასაუბრებები;
  • სწავლის სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა სახელმწიფოს მხრიდან;
  • ხარისხიანი განათლება ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად, პროგრამის წლიური საფასური 2250 ლარი;
  • სტუდენტური სტიპენდიების, სახელმწიფო და საუნივერსიტეტო დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა;
  • სტარტაპ ეკოსისტემასთან და სხვადასხვა ბიზნესინდუსტრიებთან პირდაპირი კავშირების დამყარების უნიკალური შესაძლებლობა;
  • მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიებით და ინოვაციური ცენტრებით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • მსოფლიოს მოწინავე კორპორაციებთან ერთად დაგეგმილ ინოვაციურ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა;
  • მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებთან პირდაპირი შეხვედრები;
  • შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სხვა­დას­ხვა საგ­ნე­ბი ის­წავ­ლონ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და და­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რონ გა­მოც­და, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ სფე­რო­ში, მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბულ სერ­ტი­ფი­კატს მო­ა­პო­ვე­ბი­ნებს მათ. შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კურ­სე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი კი ასე­თია: Agile, Scrum, Lean სა­ერ­თა­შო­რი­სო­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის სტან­დარ­ტე­ბი მე­ნე­ჯმენ­ტში და პრო­ექ­ტე­ბის მარ­თვა­ში, HP Life სტან­დარ­ტი მე­წარ­მე­ო­ბა­ში, ACCA სტან­დარ­ტი ფი­ნან­სებ­ში, ABPM სტან­დარ­ტი­ო­პე­რა­ცი­ე­ბის მარ­თვა­ში, IELTS სტან­დარ­ტი ინ­გლი­სურ ენა­ში.

BTU-ს სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებ­ზე ჩა­ბა­რე­ბა ხდე­ბა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. კოდი ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბი­სას: ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა - მე­ნე­ჯმენ­ტი - 1950101. ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი საგ­ნე­ბი – ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, უცხო ენა და მა­თე­მა­ტი­კა ან ის­ტო­რია. ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სა­ერ­თო ჯამ­ში არის 450, მა­თე­მა­ტი­კის ჩა­ბა­რე­ბის მსურ­ველ­თათ­ვის – 330 ად­გი­ლი, ის­ტო­რი­ის კი – 120.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი