როგორ გამოიმუშავებენ დამატებით შემოსავალს სტუდენტები თავისუფალ დროს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
უმაღლეს სასწავლებლებში ახალი სასწავლო წელი იწყება და სტუდენტებისთვის კვლავ აქტუალური ხდება, თუ როგორ შეიძლება სწავლის პარალელურად, შემოსავლის მიღება ისე, რომ დამატებითმა საქმემ სტუდენტურ ცხოვრებას ხელი არ შეუშალოს.
ფიქსირებული სამუშაო გრაფიკის შემთხვევაში სწავლისა და სამსახურის შეთავსება ხშირად რთულია. ამიტომ სტუდენტებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა საქმიანობის ისეთი ფორმა, სადაც თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ, როდის და რამდენ ხანს იმუშავებენ.
ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობა პარტნიორი კურიერობაა. ჩვენ Wolt-ის მაგალითზე შევეცდებით ავხსნათ ამ მოდელის შესაძლებლობები.
Wolt-ის პლატფორმაზე კურიერები თავად განსაზღვრავენ სამუშაო დროსა და განრიგს, შეუძლიათ ნაკლები იმუშაონ დატვირთულ სასწავლო პერიოდში და მეტი დრო დაუთმონ შეკვეთების შესრულებას თავისუფალ დღეებში.
21 წლის ნიკა გვარჯალაძე ტექნიკური უნივერისტეტის მესამე კურსის სტუდენტია. სექციებზე კვირაში ხუთი დღე დადის, Wolt-ის შეკვეთებს კი, საშუალოდ, კვირაში 3-4 დღეს ასრულებს, ძირითადად ლექციების დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, სტუდენტისთვის მთავარი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ საქმიანობის გრაფიკის უნივერსიტეტის განრიგზე მორგება შეუძლია.
"ჩემი ლექციების განრიგი ყოველდღე განსხვავებულია, ამიტომ ფიქსირებული სამუშაო საათები რთული იქნებოდა. ჩვეულებრივ, კვირაში 3 ან 4 დღე, დღეში დაახლოებით 4-5 საათს ვმუშაობ. ძირითადად ლექციების შემდეგ. თუ ინსტიტუტში დატვირთული დღე მაქვს, საერთოდ არ გავდივარ, თავისუფალ დღეს კი შეიძლება 6-7 საათიც ვიმუშაო. ჩემთვის მთავარი ისაა, სამუშაოს ვარგებ ჩემს გრაფიკს," - ამბობს ნიკა.
სწავლის პარალელურად მიღებული შემოსავალი მისთვის მეტი ფინანსური დამოუკიდებლობის შესაძლებლობაცაა.
"ამ შემოსავლით ძირითადად ჩემს ყოველდღიურ ხარჯებს ვფარავ, ტრანსპორტს, მეგობრებთან გასვლას, რაღაცების ყიდვას. ახლა ლეპტოპის გამოცვლაც მინდა და თანხის ნაწილს ამისთვის ვინახავ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მშობლებზე ნაკლებად ვიყო დამოკიდებული," - ამბობს ის.
გამოცდების დროს - ნაკლები დამატებითი სამუშაო, თავისუფალ პერიოდში - მეტი
25 წლის ლექსო ბირკაძე თსუ-ში მაგისტრატურაზე სწავლობს. ნიკასგან განსხვავებით, მას მთელი წლის განმავლობაში ერთნაირი სამუშაო რეჟიმი არ აქვს. Wolt-ზე აქტივობას იმის მიხედვით ცვლის, რამდენად დატვირთულია კონკრეტულ პერიოდში უნივერსიტეტში.
"ჩემთვის ყველაზე მოსახერხებელი ის არის, რომ ყველა კვირა მე ვმართავ რეჟიმს. ჩვეულებრივ პერიოდში კვირაში დაახლოებით 15-20 საათს ვუთმობ შეკვეთებს. გამოცდების დროს შეიძლება ეს 5-8 საათამდე შევამცირო ან რამდენიმე დღე საერთოდ არ ვიმუშაო. არდადეგებზე ან შედარებით თავისუფალ კვირებში კი 25-30 საათამდეც ავდივარ. ჩემთვის ასეთი არჩევანის შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანია," - ამბობს ლექსო.
მის შემთხვევაში დამატებით საქმიანობას ხშირად კონკრეტული ფინანსური მიზანიც აქვს:
"შარშან ზაფხულის მოგზაურობისთვის მინდოდა თანხის დაგროვება და რამდენიმე თვის განმავლობაში უფრო ხშირად ვმუშაობდი. როცა კონკრეტული მიზანი მაქვს, შემიძლია დროებით მეტი საათი დავუთმო, მერე კი ისევ ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდე. ეს ფორმატი სწორედ ამიტომ მომწონს".
ფიქსირებული გრაფიკის გარეშე
ამ ორი სტუდენტის გამოცდილება განსხვავებულია, თუმცა მათ არჩევანს აერთიანებს შესაძლებლობა, რომ თავად განსაზღვრავენ მუშაობის ინტენსივობას.
სტუდენტისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სასწავლო წლის განმავლობაში მათი გრაფიკი მუდმივად იცვლება. ამ მოდელში კი არ არსებობს აუცილებლობა, რომ მთელი სემესტრის განმავლობაში მან მუშაობისთვის ერთი და იგივე რაოდენობის საათი გამოყოს.
Wolt-ში ამბობენ, რომ სწორედ სამუშაო დროის დამოუკიდებლად განსაზღვრის შესაძლებლობაა პარტნიორი კურიერებისთვის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა.
"სტუდენტებისთვის საქმიანობის არჩევისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი დროის მართვის შესაძლებლობაა. პარტნიორი კურიერი თავად წყვეტს, როდის და რამდენ ხანს სურს შეკვეთების შესრულება. მნიშვნელოვანია, რომ დატვირთული სასწავლო პერიოდის დროს მათ შეუძლიათ აქტივობა შეამცირონ და შემდეგ ისევ გაზარდონ. სწორედ ეს მოქნილობა აძლევს სტუდენტებს შესაძლებლობას, დამატებითი შემოსავლები მიიღონ და ეს საქმე პირად ცხოვრებას მოარგონ," - ამბობს Wolt-ის წარმომადგენელი გიორგი ჯაკობია.
კურიერების მაგალითები აჩვენებს, რომ ერთი და იგივე საქმიანობა შეიძლება სრულიად განსხვავებულ რეჟიმს მოერგოს. ერთი სტუდენტი შეკვეთებს ძირითადად ლექციების შემდეგ რამდენიმე საათით ასრულებს, მეორე კი სამუშაოს მოცულობას მთელი სემესტრის განმავლობაში ცვლის.
მიზეზებიც განსხვავებულია: ერთისთვის ეს ყოველდღიური ხარჯების დაფარვისა და მეტი ფინანსური დამოუკიდებლობის შესაძლებლობაა, მეორისთვის კი, კონკრეტული მიზნისთვის თანხის დაგროვების საშუალება.
საბოლოოდ კი მათ გადაწყვეტილებას ერთი რამ აერთიანებს: სწავლის, შემოსავლისა და თავისუფალი დროის მართვის და თავისუფლად ცვლილების შესაძლებლობა, რაც თანამედროვე ახლაგაზრდებისთვის სულ ურო მნიშვნელოვანი ხდება.