Sponsored Content

როგორ იქცა პოლიმერულ თიხაზე მუშაობა ბიზნესად? - საქართველოს ბანკის "ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის" ბენეფიციარი რუსთავიდან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ხელნაკეთ ნივთებსა და დეკორაციაზე მუშაობა 2012 წლიდან დავიწყე, თუმცა ხელოვნების სიყვარული და ნიჭი ბავშვობიდან მქონდა. თავიდან, როცა ეს საქმე დავიწყე, ბიზნესზე არც მიფიქრია, ნივთებს მხოლოდ მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის ვამზადებდი, პარალელურად ფოტოებს სოციალურ ქსელში ვაქვეყნებდი. ვხედავდი, ყოველი ახალი ნამუშევრის გაზიარებას დღითიდღე კიდევ უფრო მეტი მოწონება და გამოხმაურება ჰქონდა.

2014 წლის დასაწყისში ერთ-ერთ ჟურნალში ჩემი ნამუშევრების შესახებ პირველი სტატია დაიწერა, რამაც შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად დიდი სტიმული მომცა. აქედან დაიწყო აქტიური შეკვეთები, გაყიდვები, სხვა ინტერვიუები და გადავწყვიტე ამ საქმისთვის მეტი სერიოზულობით და პასუხისმგებლობით მომეკიდა ხელი. სწორედ ასე დაიბადა "ნინას არტ რუმი", - გვიყვება "ნინას არტ რუმის" დამფუძნებელი, ნინო შაკიაშვილი, რომელიც საქართველოს ბანკის "ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარია.

"ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა" საქართველოს ბანკის პროექტია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით ხორციელდება. ინიციატივა, თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაერთიანებით, 200 ქალი მეწარმის ციფრული უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ნინომ, სწორედ აღნიშნული პროგრამა გაიარა, რამაც სხვა პროექტებში მონაწილეობასთან ერთად, ბიძგი მისცა საკუთარი სახელოსნო და ონლაინ მაღაზია კიდევ უფრო მეტად გაეფართოვებინა. ის რუსთავიდანაა და უკვე თერთმეტი წელია რაც პოლიმერულ თიხაზე მუშაობს.

"მომხმარებელს პოლიმერული თიხის ხელნაკეთ სამკაულებსა და აქსესუარებს ვთავაზობ, რომლებსაც ძირითადად ყვავილებისგან ვამზადებ. ნამუშევრები გამოირჩევა თავისი ბუნებრივი ვიზუალით, რომლებიც იმდენად თხელი და სიფრიფანაა - ერთი შეხედვით ძნელია დაიჯერო, რომ თიხისგან არის დამზადებული. თუმცა ამის მიუხედავად, საკმაოდ გამძლე, ხარისხიანი და მდგრადია. ვცდილობ ყოველი ახალი ნამუშევარი ბუნებრივთან მეტად მიახლოებული იყოს. თითოეული დეტალი ხელით მუშავდება, ფორმებისა და ყალიბების გარეშე. სწორედ ეს ხდის მას გამორჩეულს და უნიკალურს", - ამბობს ნინო.

მოთხოვნიდან გამომდინარე, მეწარმეს პოლიმერულ თიხასთან ერთად დამატებით სხვა შერეული მასალის გამოყენებაც უწევს. მაგალითად, ისეთის, როგორიცაა: თვითშრობადი თიხა, ხე, მეტალი და სხვა მრავალი.

ნინოს სასწავლო კურსიც აქვს, სადაც სხვადასხვა ასაკის კატეგორიის ადამიანები იყრიან თავს.

"ექსკლუზიურ ნამუშევრებს თავად ვამზადებ, თუმცა, მყავს ნიჭიერი ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც ვასწავლი. ისინი დიდი შეკვეთის შემთხვევაში მის დროულად და ხარისხიანად შესრულებაში მეხმარებიან" - გვიყვება მეწარმე.

ნინო სამომავლოდ, ქალაქ რუსთავში მაღაზიის გახსნას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს. შემდეგ კი, ქსელის სახით სურს ქვემო ქართლის რეგიონი სრულად მოიცვას. როგორც თავად გვეუბნება, ამისთვის "ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამაში" მონაწილოებით მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გამოიყენებს.

"რამდენიმე თვის წინ საქართველოს ბანკის "ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამაში" მონაწილეობა მივიღე, სადაც საინტერესო ტრენინგი გავიარე. მომცეს სასარგებლო და საჭირო რჩევები, რომლებსაც სამომავლო გეგმების განხორციელებისთვის აუცილებლად გამოვიყენებ" - ამბობს "ნინას არტ რუმის" დამფუძნებელი, ნინო შაკიაშვილი.

ინფორმაციისთვის, "ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა", 2 თვის განმავლობაში, მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა კურსების, ტრენინგებისა და ქოუჩინგ სესიების სახით შეიძინონ ზოგადი და პროფესიული ცოდნა, მოიძიონ გრძელვადიანი პარტნიორები და მიიღონ 360°-იანი მხარდაჭერა იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე.