Sponsored Content

როგორ იქმნება მომავლის იდეები სკოლიდან - საქართველოს უნივერსიტეტი იწყებს მასშტაბურ კონკურსს "UG ინოვატორი"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს უნივერსიტეტი და UG Startup Factory იწყებენ ახალ საგანმანათლებლო-სამეწარმეო ინიციატივას - კონკურსს UG ინოვატორი, რომელიც სკოლის მოსწავლეებს იდეიდან რეალურ პროექტამდე გზის გავლაში დაეხმარება.

ეს არის პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას პირველივე ნაბიჯები გადადგან ინოვაციაში, მეწარმეობასა და პრობლემების რეალურ გადაწყვეტაში - სწორედ იმ უნარებში, რომლებიც თანამედროვე სამყაროში ყველაზე მეტად ფასობს.

იდეა, რომელიც შეიძლება რეალურ პროექტად იქცეს

UG ინოვატორი 8-კვირიანი ინტენსიური პროგრამაა, რომელიც აერთიანებს სწავლას, მენტორინგს, კონკურსს და დიდ ფინალს - დემო დღეს. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის საჯარო და კერძო სკოლების X–XII კლასის მოსწავლეები, რომლებიც გუნდურად იმუშავებენ რეალურ პრობლემებზე და შექმნიან ინოვაციურ გადაწყვეტებს.

პროექტის მთავარი გზავნილია: "შექმენი მეტი!"

კონკურსის მონაწილეებს ელოდებათ 10 000 ლარიანი საპრიზო ფონდი:

  • I ადგილი - 5000 ლარი
  • II ადგილი - 3000 ლარი
  • III ადგილი - 2000 ლარი

ყველა მონაწილე მიიღებს ოფიციალურ სერტიფიკატს, ხოლო გამარჯვებულებსა და მენტორ-მასწავლებლებს პარტნიორებისგან დამატებითი პრიზები გადაეცემათ.

რატომ არის ეს კონკურსი განსაკუთრებული?

UG ინოვატორი უბრალოდ იდეების კონკურსი არ არის - ეს არის სრულფასოვანი საგანმანათლებლო გამოცდილება, რომელიც მოსწავლეებს ასწავლის:

  • როგორ იპოვონ რეალური პრობლემა
  • როგორ გაიგონ მომხმარებლის საჭიროება
  • როგორ გადააქციონ იდეა ბიზნეს ან სოციალური გავლენის პროექტად
  • როგორ მოამზადონ Pitch და წარდგნენ პროფესიული ჟიურის წინაშე

მოსწავლეები იმუშავებენ სტუდენტ-მენტორებთან, გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს და საკუთარ იდეებს რეალური სტარტაპის ლოგიკით განავითარებენ.

პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

რეგისტრაცია: 21 აპრილი - 5 მაისი, გუნდების რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე: https://bit.ly/48k9E9S

საინფორმაციო შეხვედრები: 12–13 მაისი
საგანმანათლებლო მოდული: 27–29 მაისი
შიდა დემო დღე: 2 ივნისი
Pitch მომზადება: 4 ივნისი
დიდი ფინალი – დემო დღე: 12 ივნისი

ფინალში 10 საუკეთესო გუნდი საკუთარ იდეებს ჟიურის წინაშე წარადგენს.

სკოლა, უნივერსიტეტი და ინოვაციური ეკოსისტემა - ერთ სივრცეში

საქართველოს უნივერსიტეტისთვის ინოვაცია განათლების ბუნებრივი გაგრძელებაა. UG ინოვატორი სწორედ ამ ხედვას აერთიანებს - ქმნის სივრცეს, სადაც სკოლა, უნივერსიტეტი და ინოვაციური ეკოსისტემა ერთიანდება, რათა ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა საკუთარი იდეები რეალურ პროექტებად აქციონ.

ეს კონკურსი შეიძლება გახდეს პირველი ნაბიჯი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მომავალში სტარტაპების, ტექნოლოგიებისა და ბიზნესის სამყაროში საკუთარი გზის შექმნას გეგმავენ.