Sponsored Content

როგორ ისწავლო საზღვარგარეთ - გზამკვლევი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს და არ იცი საიდან დაიწყო, ან რა ეტაპები უნდა გაიარო, ეს სტატია შენი გზამკვლევი იქნება.

1. შენი მონაცემების ანალიზი

მნიშვნელოვანია, სწორად განსაზღვრო რა პროგრამისთვის არის ვალიდური შენი რეზიუმე. ამისთვის დაგჭირდება შენი GPA, ენის სერტიფიკატი, იგივე გამოცდის ( IELTS / TOEFL ) ტესტის ქულა და რეზიუმე, სადაც ჩამოწერილი გექნება სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია.

2. ლოკაციის შერჩევა და პროგრამის მოძიება:

აუცილებელია, სწორად განსაზღვრო რა მიმართულებით გსურს სწავლა. თანამედროვე ბაზარზე ბევრი ახალი პროფესია გაჩნდა, ამიტომ ბაკალავრიატსა თუ მაგისტრატურაზე პროგრამის შერჩევისას ბევრი სიახლე შეგხვდება.
კარგად წაიკითხე შენს მიერ შერჩეული უნივერსიტეტების პროგრამის აღწერა და დააკვირდი რამდენად ემთხვევა შენს მოთხოვნებს.

უნივერსიტეტის შერჩევისას არანაკლებ მნიშვნელოვანია ლოკაციის გათვალისწინებაც. პირველ რიგში ბიუჯეტიდან გამომდინარე, ზოგ ქვეყანაში ცხოვრება გაცილებით უფრო ბიუჯეტურია. ზოგ პროფესიულ მიმართულებას კი სწორედ ლოკაციის უპირატესობა აქვს, რადგან კონკრეტული სფეროს წარმომადგენლები სწორედ იმ ქვეყანაში პოზიციონირებენ.

3. ბიუჯეტის განსაზღვრა:

სწორად შერჩეული ბიუჯეტიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მიზნის მიღწევა გაცილებით მარტივია, როცა ზუსტად იცი რას უმიზნებ. ამიტომ კარგად უნდა გაარკვიო პროგრამისა და ცხოვრების ხარჯები და საჭიროების შემთხვევაში დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობები.

4. სააპლიკაციო პროცესი:

ამ ყველაფრის შემდეგ კი იწყებ აპლიკაციაზე მუშაობას შერჩეული პროგრამებისთვის. მოთხოვნები ინდივიდუალურია, ამიტომ შესაძლოა მოგიწიოს სხვადასხვანაირი აპლიკაციების მომზადება. ძირითად მოთხოვნებში შედის ენის სერტიფიკატი, სკოლის ან უნივერსიტეტის ნიშნები, სამოტივაციო წერილი და სარეკომენდაციო წერილები.



როგორ გაამარტივო ეს პროცესი?
ყველა ეტაპზე უამრავი კითხვა გაგიჩნდება და ინფორმაციის მოძებნაც არც თუ ისე მარტივია. ხშირად დაგჭირდება უნივერსიტეტების მოძიება და მათთან დაკავშირებაც. თუმცა არსებობს ერთი მარტივი გამოსავალი, რომლითაც უამრავ კითხვაზე მიიღებ პასუხს.

ამ პროცესის გასამარტივებლად შეგიძლია მიხვიდე LEAF-ის საერთაშორისო განათლების გამოფენაზე. თბილისში ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები ჩამოდიან, რათა დაინტერესებულ ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს პირადად შეხვდნენ და მიაწოდონ ყველა საჭირო ინფორმაცია.

6 აპრილს The Biltmore Tbilisi Hotel-ში განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებით გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა.

გამოფენაზე შესაძლებლობა გექნება ერთ სივრცეში გაიცნო და პირადად შეხვდე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და მიიღო ინფორმაცია როგორც უნივერსიტეტის პროგრამების, ასევე სტუდენტური ცხოვრების, დაფინანსებებისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ, რაც დაგეხმარება არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

ყველაზე კარგი კი ის არის, რომ გამოფენაზე დაგხვდებიან LEAF-ის განათლების კონსულტანტები და სწორედ მათგან გაიგებ რა ეტაპებია გასავლელი საზღვარგარეთ სწავლისთვის და რა დოკუმენტები გჭირდება, როგორ უნდა შეარჩიოთ ქვეყანა, უნივერსიტეტი, პროგრამა ან ზაფხულის/ზამთრის ბანაკები. ასევე, რა შესაძლებლობები არსებობს დაფინანსების მოპოვებისთვის. LEAF-ში დაგეხმარებიან სააპლიკაციო პროცესის ყველა საფეხურზე დაფინანსების მოპოვების ჩათვლით, და შენთან ერთად გაივლიან უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საჭირო ყველა ეტაპს.

ჩაინიშნე დრო და არ გამოტოვო ეს შანსი:

6 აპრილი, 12:00 - 17:00 სთ

თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel

რეგისტრაცია და დასწრება არის უფასო. დასასწრებად საჭიროა დარეგისტრირდე შემდეგ ბმულზე: https://leafedufair.ge/

  • LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia
  • ღონისძიების მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია არდი
  • LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები: