როგორ ისწავლო გერმანიაში ბიუჯეტურად?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თუ გერმანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანულ ენაზე გსურთ სწავლა, ეს შეთავაზება თქვენთვისაა.
გერმანია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ქართველი სტუდენტებისთვის. სახელმწიფო უნივერსიტეტი გაძლევს შანსს ისწავლო ძალიან ბიუჯეტურად, თანაც გერმანულ ენაზე. ამისთვის კი აუცილებელია ერთ წლიანი Studienkolleg-ის გავლა.
Alpha Aktiv არის ჰაიდელბერგში მდებარე კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტი, რომელიც სპეციალიზებულია გერმანულის ინტენსიურ კურსებსა და Studienkolleg-ზე. Alpha Aktiv ეხმარება უცხოელ სტუდენტებს გერმანიის სახელმწიფო უნივერსიტეტებში გააგრძელონ სწავლა, ამზადებს შიდა გამოცდებისთვის, და აქვთ საკონსულტაციო მომსახურება სხვადასხვა მიმართულებით: სავიზო პროცედურები, უნივერსიტეტის მოძიებასა და ჩაბარებაში დახმარება, სტაჟირებასა და დასაქმებაში ხელშეწყობა, საცხოვრებლის მოძიება და სხვა მნიშვნელოვანი პროცედურები, რაც აუცილებელია საერთაშორისო სტუდენტის გერმანიაში ადაპტაციისთვის.
თუ ეძებ გზამკვლევს გერმანიაში სწავლასა და დასაქმებისთვის, სწორედ ახლა, განათლების ცენტრი LEAF-ის ორგანიზებით, Alpha Aktiv-ის წარმომადგენელი თბილისში ჩამოდის ქართველ სტუდეტებთან შესახვედრად. დაინტერესებულ ახალგზარდებს შანსი გაქვთ პირადად შეხვდეთ მას და მიიღოთ დეტალური ინფორმაცია გერმანიაში სწავლასთან დაკავშირებით.

Alpha Aktiv-ის წარმომადგენელთან შეხვედრას შეძლებ LEAF-ის გამოფენაზე 29 მარტს, Biltmore Tbilisi Hotel-ში. მოსვლა და კონსულტაცია ყველას შეუძლია სრულიად უფასოდ, საჭიროა რეგისტრაცია: https://leaf.ge/fair-registration-2026/
მდებარეობა – ჰაიდელბერგი, სტუდენტური ქალაქი
Alpha Aktiv მდებარეობს ჰაიდელბერგის ცენტრთან ახლოს, განთავსებულია თანამედროვე შენობაში, ნათელი აუდიტორიებითა და სასიამოვნო სამუშაო სივრცეებით.
ჰაიდელბერგი არის ისტორიული, ძველი და უნივერსიტეტებით სავსე ქალაქი. ბევრი სტუდენტი აქ ცხოვრებას იმიტომ ირჩევს, რომ ქალაქი არც ძალიან დიდია, არც ძალიან პატარა და იდეალურია საცხოვრებლად, გერმანულის ინტენსიური სწავლისა და ყოველდღიური პრაქტიკისთვის.
პროგრამები და სწავლა
Alpha Aktiv-ის მთავარი მიზანია სტუდენტის მიყვანა იმ წერტილამდე, საიდანაც უკვე შეუძლია გერმანულენოვან, ბიუჯეტურ უნივერსიტეტში ჩაბარება.
გთავაზობთ გერმანულის ინტენსიურ კურსებს A1-დან C2-მდე, ფასი დამოკიდებულია ენის დონესა და კურსის ხანგრძლივობაზე.
ასევე გთავაზოვთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის საჭირო მოსამზადებელ კურსს (Foundation Courses – Studienkolleg):
ვინც საქართველოში სკოლას ამთავრებს 12 კლასს და გერმანულენოვან სახელმწიფო ბიუჯეტურ უნივერსიტეტში სურს ჩაბარება, მათი სკოლის ატესტატი პირდაპირ არ უტოლდება გერმანულ სასწავლო სისტემას, რადგან გერმანიაში სკოლა 13 წლიანია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა Studienkolleg, რისი გავლის შემდეგაც სართაშორისო სტუდენტი შეძლებს ჩააბაროს გერმანიის ნებისმიერ უნივერსიტეტში.
Studienkolleg-ის ერთი წლის საფასური, ყველა საკონსულტაციო მომსახურებით, დაახლოებით 8000 ევრომდეა.
- Studienkolleg-ში ჩასაბარებლად აუცილებელია გერმანულის სრულყოფილი B2 დონე
- განსხვავდება კურსები მიმართულებების მიხედვით, და აირჩევ შესაბამისს
- მოგამზადებენ ადგილობრივი მისაღები გამოცდისთვის
- გამოცდის შემდეგ დაგეხმარებიან შენი ინტერესისა და აკადემიური მონაცემების შესაბამის უნივერსიტეტებში ჩაბარებაში
- დაგეხმარებიან სავიზო პროცესებსა და ადგილობრივი დოკუმენტების მოწესრიგებაში
შეძლებ აირჩიო შემდეგი კურსები (გერმანული სისტემის მიხედვით):
- T-Kurs – ტექნიკური, საინჟინრო, ზუსტი მეცნიერებები
- W-Kurs – ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულება
- M-Kurs – მედიცინა, ბიოლოგია, ფარმაცია
- G-Kurs – ჰუმანიტარული მეცნიერებები
- S-Kurs – ენობრივი და ფილოლოგიური მიმართულებები
Studienkolleg-ში სწავლება უკვე უნივერსიტეტის სტილზეა მორგებული – სემინარები, შუალედური ტესტები და ფინალური გამოცდები.
სტუდენტური ცხოვრება და გარემო
Alpha Aktiv-ს საერთაშორისო ჯგუფები ჰყავს – სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან, მათ შორის ბევრი ის არის, ვისაც გერმანულენოვანი ბაკალავრიატის ან მედიცინის პროგრამაზე სურს სწავლა.
ჰაიდელბერგი იმდენად სტუდენტური ქალაქია და ისეთი საერთაშორისო გარემოა, რომ ეს ყველაფერი ეხმარება სტუდენტს ადაპტაციასა და ენის სწრაფად ათვისებაში. გარდა ლექციებისა, ხშირად ორგანიზდება სხვადასხვა გასართობი აქტივობები – ექსკურსიები, შეხვედრები, პატარა ტურები ქალაქში.
Alpha Aktiv არის ოფიციალურად აღიარებული საგამოცდო ცენტრი, ეს ნიშნავს, რომ სტუდენტს შეუძლია:
- ერთსა და იმავე ადგილას გაიაროს კურსი, მოემზადოს და ჩააბაროს გამოცდა
- მიიღოს სერთიფიკატი, რომელიც გერმანულ უნივერსიტეტებსა და დამსაქმებლებისთვის საერთაშორისოდ ცნობილია
რაც მთავარია, Alpha Aktiv LEAF-ის პარტნიორია და აკადემიური მრჩევლები სრულიად უფასოდ დაგეხმარებიან ჩაბარებაში. ამიტომ არ გამოტოვო შეხვედრა:
29 მარტი, 12:00 -17:00 სთ
თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel
რეგისტრაცია: https://leaf.ge/fair-registration-2026/
- LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia
- ღონისძიების მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია არდი
- LEAF -ის განათლების საერთაშორისო გამოფენის მედია პარტნიორია BPN
- გამოფენის პლატინის სპონსორია Università Cattolica del Sacro Cuore , Alpha Aktiv Heidelberg; ოქროს სპონსორია: IE University, ხოლო ვერცხლის სპონსორია LCC International University
LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები: