როგორ იცვლება ესთეტიკური მედიცინა: "სკინოთეკას" ხედვა და განვითარების გეგმები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინაში კონკურენტული უპირატესობა მხოლოდ პროდუქტის ხარისხით აღარ განისაზღვრება – სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ექიმის პროფესიული ცოდნა, პაციენტთან კომუნიკაცია და ნდობა. სწორედ ამ საკითხებს დაეთმო 24 ოქტომბერს თბილისში კომპანია " სკინოთეკას" მიერ ორგანიზებული სამედიცინო სემინარი " ჰიალურონის მიღმა: ახალი თაობის სკინ ბუსტერები", რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 80 ესთეტიკოსი ექიმი, დერმატოლოგი და კოსმეტოლოგი ესწრებოდა.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა საერთაშორისო გამოცდილება და კლინიკური პრაქტიკა გაიზიარეს, ასევე იმსჯელეს ესთეტიკური მედიცინის თანამედროვე გამოწვევებზე. " სკინოთეკას" CEO და თანადამფუძნებელი, თათა მორჩილაძე კომპანიის საგანმანათლებლო ხედვაზე, პროფესიული განვითარების მნიშვნელობასა და დარგის სამომავლო პერსპექტივებზე საუბრობს.
საერთაშორისო გამოცდილება და პროფესიული განათლება
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, თათა მორჩილაძე აღნიშნავს, რომ " სკინოთეკა" საერთაშორისო სემინარებს ყოველ წელს ატარებს, ხოლო 24 ოქტომბერს ჩატარებული ღონისძიება შედარებით დიდი სემინარის ფორმატს წარმოადგენს 80 დამსწრე ექიმით.

"ამის გარდა, გვაქვს წელიწადში რამდენიმეჯერ შედარებით პატარა სემინარი.
ამ შემთხვევაში იდეა იყო რეგენერაციული მიმართულების წახალისება, ახალი თაობის სქინ ბუსტერებისა და მათ შორის ჩვენი პარტნიორი იტალიური ბრენდის, Medisepte-ის სქინ ბუსტერების უფრო ახლოს გაცნობა, ტექნიკებსა და შემადგენლობებზე
დეტალური ინფორმაციის გადაცემა ჩვენი პარტნიორი ექიმებისთვის ადამიანისგან, რომელიც ფლობს საერთაშორისო კომპეტენციებს, წარმართოს ამ ტიპის სემინარი" .
"სულ სხვანაირი სემინარი" კი თათა მორჩილაძის საავტორო პროექტია, რომლის იდეა მას ამ წლის გაზაფხულზე გაუჩნდა. მისივე თქმით, ეს არის ფორმატი, რომელიც მარკეტინგსა და ტექნოლოგიურ სფეროში აქტიურად გამოიყენება და მოთხოვნილებით სარგებლობს.

ღონისძიებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 80 ესთეტიკოსი ექიმი, დერმატოლოგი და კოსმეტოლოგი ესწრებოდა.
"რეგიონული განვითარება ჩვენთვის უმაღლესი პრიორიტეტია და სიამაყით ვაცხადებ, რომ საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში ვართ შესული, მათ შორის გვყავს რეგიონული განვითარების მენეჯერი, რომელსაც სრულიად დასავლეთი საქართველო აბარია".
სამედიცინო სემინარის მთავარი სპიკერი ექიმი ანა გალება იყო, რომელსაც რეგენერაციული ესთეტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს. თათა მორჩილაძის თქმით , კომპანიამ მნიშვნელოვნად ჩათვალა, რომ ქართველ ექიმებს უშუალოდ საერთაშორისო ექსპერტისგან მიეღოთ ინფორმაცია თანამედროვე მიდგომებსა და დარგის განვითარების ტენდენციებზე.

"ჩვენი მიზანია, საქართველოში ესთეტიკური მედიცინის განვითარებას ხელი შევუწყოთ არა მხოლოდ ახალი პროდუქტების გაცნობით, არამედ ცოდნის გაზიარებითა და პროფესიული განათლების გაძლიერებით.
საგანმანათლებლო ღონისძიებები სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ჩვენს სადისტრიბუციო საქმიანობას დამატებით ღირებულებას სძენს. აქვე ა ღვნიშნავდი, რომ არა მხოლოდ საქართველოში, საზღვარგარეთაც დაგვყავს ექიმები გადამზადებაზე. მაგალითად, 2024 წლის ოქტომბერში ვიყავით რომში, იტალიაში ერთ-ერთი წამყვანი ექიმის, ანტონელა ფრანჩესკელის კლინიკაში გადამზადებაზე".

პაციენტის ნდობა და ესთეტიკური მედიცინის ახალი გამოწვევები
სემინარის მეორე ნაწილის მთავარი საკითხი იყო, თუ რატომ ირჩევს პაციენტი ერთ ექიმს და არა მეორეს მაშინ, როდესაც კლინიკებს ხშირად ერთი და იმავე პროდუქტის გამოყენება შეუძლიათ.
"დღეს კონკურენტულ უპირატესობას პროდუქტი აღარ ქმნის. პაციენტი ირჩევს ექიმს, რომელსაც ენდობა, რომელიც უსმენს, სწორად აფასებს მის საჭიროებებს და ინდივიდუალურ მიდგომას სთავაზობს. მნიშვნელოვანია პროფესიული ცოდნა, ეთიკა, კომუნიკაცია და რეპუტაცია. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინაში განსხვავებას ქმნის არა მხოლოდ ის, თუ რას იყენებს ექიმი, არამედ ის, თუ როგორ აზროვნებს და რა გამოცდილებას სთავაზობს პაციენტს".
თათა მორჩილაძე თავის მოხსენებაში " ინფორმირებული თანხმობა ფილტრების ეპოქაში" ესთეტიკურ მედიცინაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო – თუ როგორ შეცვალა სოციალურმა მედიამ და ფილტრებმა ადამიანების მხრიდან საკუთარი გარეგნობის აღქმა და ესთეტიკური პროცედურებისგან შედეგების მოლოდინი.
"ხშირად პაციენტი რეალისტური შედეგის ნაცვლად ციფრულად შეცვლილ გამოსახულებას ისახავს იდეალად. ასეთ დროს ექიმის პასუხისმგებლობა მხოლოდ პროცედურის ჩატარება არ არის – ექიმი უნდა იქცეს ფსიქოლოგადაც. ეთიკური მიდგომაა, რომ მან აუხსნას პაციენტს რეალური შესაძლებლობები და რისკები, მართოს მოლოდინები და უზრუნველყოს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ესთეტიკურ მედიცინაში სილამაზის სტანდარტებზე წინ ყოველთვის ეთიკა და პაციენტის კეთილდღეობა იდგეს.
"სულ სხვანაირ სემინარზე" ერთ- ერთი სპიკერია მარიამ წივწივაძე (პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი) – " მისი მოხსენება "პროდუქტიდან პერსონალიზებულ სტრატეგიამდე – კლინიკური აზროვნების როლი თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინაში" , ასევე ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს ეხმიანება: " დღეს ექიმს მხოლოდ ტექნიკური ცოდნა აღარ ჰყოფნის – აუცილებელია მუდმივი პროფესიული განვითარება, კრიტიკული და კლინიკური აზროვნება, პაციენტთან სწორი კომუნიკაცია და მისი მოლოდინების მართვა".