როგორ პასუხობს Volta თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტექნიკის ბაზარზე კონკურენცია ყოველდღიურად იზრდება, თუმცა წარმატებას დღეს მხოლოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი აღარ განსაზღვრავს. მომხმარებლისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია შეძენის სიმარტივე, ფინანსური ხელმისაწვდომობა, სწრაფი მომსახურება და კომფორტული ციფრული გამოცდილება.
Volta სწორედ ამ მიმართულებით ავითარებს საკუთარ პლატფორმას, ამარტივებს ტექნიკის შეძენის პროცესს, აფართოებს პროდუქციის არჩევანს და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს ქმნის.
რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ტექნიკის ონლაინსექტორი, როგორ იცვლება მომხმარებლის ქცევა და რა სტრატეგიული გეგმები აქვს კომპანიას უახლოესი წლებისთვის, ამ თემებზე Volta-ს მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი, სალომე ჯაფარიძე გვესაუბრა.
დღეს ტექნიკის ბაზარი საკმაოდ კონკურენტულია. რა არის მთავარი ფაქტორი, რომელმაც თქვენს კომპანიას საკუთარი ნიშის დამკვიდრების შესაძლებლობა მისცა?
დღეს ტექნიკის ბაზარი მართლაც მაღალი კონკურენციით გამოირჩევა, თუმცა თავიდანვე ჩვენი მიზანი არ ყოფილა, უბრალოდ, კიდევ ერთი ტექნიკის მაღაზია ვყოფილიყავით. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, მომხმარებლისთვის ტექნიკის შეძენის პროცესი უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გაგვეხადა.
დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა სასურველი ნივთის ღირებულების ერთიანად გადახდა ან შესაბამისი თანხის წინასწარ დაგროვებაა. სწორედ ამ საჭიროების საპასუხოდ შევქმენით შიდა განვადების მოდელი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მინიმალური საწყისი შენატანით შეიძინოს სასურველი პროდუქტი, ხოლო დარჩენილი თანხა 10 თვეზე გადაანაწილოს.
ჩვენი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რომ მომხმარებელს შემოსავლების დადასტურება არ სჭირდება, რაც შეძენის პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და სწრაფს ხდის. ამასთან, შიდა განვადება არ იყენებს საბანკო საკრედიტო ლიმიტს, რის გამოც ეს მომსახურება ხელმისაწვდომია იმ ადამიანებისთვისაც, ვისთვისაც საბანკო განვადება ყოველთვის გამოსავალი არ არის.
ვფიქრობთ, სწორედ მომხმარებლის რეალურ საჭიროებებზე მორგებულმა ფინანსურმა მოდელმა, გამარტივებულმა პროცესმა და მუდმივად მზარდმა ასორტიმენტმა მოგვცა შესაძლებლობა, კონკურენტულ ბაზარზე ჩვენი ადგილი დაგვემკვიდრებინა და Volta უფრო მეტი ადამიანისთვის ხელმისაწვდომ პლატფორმად გვექცია.
როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნები ბოლო წლებში და როგორ მოერგო თქვენი ბიზნესი ამ ცვლილებებს?
ბოლო წლებში მომხმარებლის ქცევა მნიშვნელოვნად შეიცვალა. განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, ტექნიკის შეძენის პროცესი აქტიურად გადავიდა ციფრულ სივრცეში, ხოლო მომხმარებლისთვის მთავარ პრიორიტეტად კომფორტი, სისწრაფე და მომსახურების დისტანციურად მიღების შესაძლებლობა იქცა.
Volta-მ ამ ცვლილებებს სრულად აუწყო ფეხი. დღეს ჩვენი მომხმარებელი მთელ პროცესს ონლაინ გადის, სასურველი პროდუქტის არჩევიდან და შიდა განვადების გაფორმებიდან დაწყებული, შეკვეთის მიღებით დასრულებული. მას არ სჭირდება ფილიალში მისვლა ან დამატებითი ბიუროკრატიული პროცედურების გავლა.
ვფიქრობთ, თანამედროვე მომხმარებელი მხოლოდ პროდუქტის შეძენას აღარ ეძებს, მისთვის მნიშვნელოვანია მარტივი, სწრაფი და კომფორტული გამოცდილება. სწორედ ამიტომ, Volta მუდმივად ვითარდება მომხმარებლის საჭიროებებისა და მოლოდინების შესაბამისად.

როგორია თქვენი მიდგომა ასორტიმენტის ფორმირებისას? რა კრიტერიუმებით არჩევთ ბრენდებსა და პროდუქტებს?
ასორტიმენტის ფორმირებისას ჩვენი მთავარი პრინციპია, მომხმარებელს ერთ სივრცეში შევთავაზოთ რაც შეიძლება მრავალფეროვანი არჩევანი და მოვერგოთ სხვადასხვა საჭიროებასა და გემოვნებას.
მუდმივად ვაკვირდებით ბაზრის ტენდენციებსა და მომხმარებლის მოთხოვნებს, რის საფუძველზეც ვამატებთ ახალ, მოთხოვნად ბრენდებსა და პროდუქტებს. შედეგად, მომხმარებელს ვთავაზობთ მრავალფეროვან არჩევანს, ტექნიკიდან და საყოფაცხოვრებო ნივთებიდან დაწყებული, გარე ავეჯითა და რემონტისთვის საჭირო ინვენტარით დასრულებული.
განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ იმ ბრენდებსა და პროდუქციის კატეგორიებს, რომელთა ერთიანად შეძენა მომხმარებლისთვის ხშირად ფინანსურ გამოწვევას წარმოადგენს.
თანამედროვე საცალო ვაჭრობაში მხოლოდ პროდუქტი აღარ არის საკმარისი. თქვენი აზრით, რა ქმნის მომხმარებლისთვის გამორჩეულ გამოცდილებას?
დღეს მომხმარებელი მხოლოდ პროდუქტს აღარ ყიდულობს, ის ეძებს ბრენდს, რომელსაც ენდობა.
ჩვენი აზრით, გამორჩეულ გამოცდილებას ქმნის ის, როდესაც კომპანია უსმენს მომხმარებელს, სწრაფად რეაგირებს მის საჭიროებებზე და მუდმივად ზრუნავს მომსახურების გაუმჯობესებაზე.
სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი, არამედ მომხმარებლის უკუკავშირიც. მუდმივად ვაანალიზებთ მათ მოთხოვნებსა და მოლოდინებს, რათა Volta იყოს ადგილი, სადაც ადამიანები მარტივად პოულობენ იმას, რასაც ეძებენ, და სურვილი უჩნდებათ, კვლავ დაგვიბრუნდნენ.
რა არის დღეს ტექნიკის საცალო სექტორის მთავარი გამოწვევები და როგორ პასუხობს მათ თქვენი კომპანია?
ჩვენს შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ლოგისტიკაა. Volta მომხმარებელს საქართველოს მასშტაბით მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს, ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეული შეკვეთა დანიშნულების ადგილამდე დროულად, უსაფრთხოდ და ხარისხიანად მივიდეს.
ამ მიმართულებით მუდმივად ვახორციელებთ პროცესების ოპტიმიზაციას, ვაუმჯობესებთ შიდა კოორდინაციასა და ლოჯისტიკურ პარტნიორებთან თანამშრომლობას. ჩვენი მიზანია, მიწოდების პროცესი მომხმარებლისთვის ისეთივე ხარისხიანი გამოცდილება იყოს, როგორიც თავად პროდუქტის არჩევა და შეძენაა.

რა სტრატეგიას იყენებთ მომხმარებლის ნდობისა და გრძელვადიანი ურთიერთობის შესაქმნელად?
ვფიქრობ, მომხმარებლის ნდობა ერთი წარმატებული კამპანიით არ იქმნება, ის თითოეული წარმატებით შესრულებული შეკვეთით და დადებითი გამოცდილებით ყალიბდება.
ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ პირველი შენაძენის შემდეგ მომხმარებლების დიდი ნაწილი Volta-ს კვლავ უბრუნდება. ეს გვიჩვენებს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ მთელი გამოცდილება, მომსახურება, კომუნიკაცია და შეძენის პროცესი.
სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ პირველ შთაბეჭდილებას. როდესაც მომხმარებელი პირველივე შეხებისას იღებს დადებით გამოცდილებას, ნდობა ბუნებრივად ყალიბდება, ხოლო გრძელვადიანი ურთიერთობა სწორედ ამ ნდობაზე შენდება.
რომელი ბიზნესპრინციპები და ღირებულებები განსაზღვრავს თქვენი კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობასა და გადაწყვეტილებებს?
Volta-ში გვჯერა, რომ წარმატებული ბიზნესი სწრაფ გადაწყვეტილებებსა და მუდმივ განვითარებას ეფუძნება. ბაზარი ყოველდღიურად იცვლება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ ცვლილებებს ოპერატიულად ავუწყოთ ფეხი, იქნება ეს ახალი ბრენდების დამატება, ასორტიმენტის გაფართოება თუ მომსახურების გაუმჯობესება.
ჩვენი მთავარი პრინციპია, არ გავჩერდეთ მიღწეულზე და მუდმივად ვეძებოთ გზები, რომლებიც Volta-ს კიდევ უფრო ძლიერ და კონკურენტუნარიან პლატფორმად აქცევს.
რომელ მიღწევას მიიჩნევთ კომპანიის განვითარების გზაზე ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად და რატომ?
ჩვენთვის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი Volta-ს ახალი განვითარების ფაზის დაწყება იყო, ახალი ბრენდინგი, განახლებული პლატფორმა და სრულიად ახალი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე ონლაინსავაჭრო გამოცდილება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები სულ რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, უკვე ვხედავთ მომხმარებლების დადებით გამოხმაურებასა და მზარდ ინტერესს. ეს გვაძლევს რწმენას, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით.
ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია და ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები ჯერ კიდევ წინ არის.
როგორ ხედავთ თქვენი კომპანიის განვითარებას მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში და რა მიმართულებებს ანიჭებთ სტრატეგიულ მნიშვნელობას?
მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი მიზანია, Volta კიდევ უფრო სრულყოფილ და მრავალფუნქციურ ონლაინსავაჭრო პლატფორმად ვაქციოთ.
სტრატეგიულად ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინოვაციებზე ორიენტირებულ განვითარებას. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მობილური აპლიკაციის შექმნაა, რომელიც მომხმარებლისთვის შეძენის პროცესს კიდევ უფრო სწრაფსა და კომფორტულს გახდის.
ამასთან, აქტიურად ვმუშაობთ მომხმარებლის პირადი კაბინეტის განვითარებაზე, შეკვეთების თრექინგის გაუმჯობესებაზე, ვენდორებთან ინტეგრაციების გაფართოებასა და პლატფორმის ფუნქციონალის უწყვეტ დახვეწაზე, რათა მომხმარებელს თანამედროვე, მოქნილი და სრულყოფილი ონლაინსავაჭრო გამოცდილება შევთავაზოთ.