Sponsored Content

როგორ სწრაფად ვითარდება საერთაშორისო IT კომპანია SOFTSWISS საქართველოში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გასული წლის განმავლობაში საქართველოში ბევრი საერთაშორისო IT კომპანია დაფუძნდა, რომელთათვისაც საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა განვითარებისთვის და შესაბამისად, საქართველოში ისინი ხსნიან წარმომადგენლობებს. IT კომპანიების ჯგუფმა – SOFTSWISS-მა, გლობალური პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანმა დეველოპერმა, თბილისში დეეველოპმენტის ცენტრი 2022 წლის აპრილში გახსნა. ამ ხნის განმავლობაში კომპანია მნიშვნელოვნად გაიზარდა და დღეს საქართველოში მისი წარმომადგენლობის თანამშრომელთა რაოდენობა 200-ზე მეტ ადამიანს ითვლის, ხოლო სპეციალისტების 20%-ზე მეტი კომპანიამ ადგილობრივ ბაზარზე მუშაობისას დაიქირავა.

- SOFTSWISS წარმოადგენს საერთაშორისო კომპანიების ჯგუფს, რომელიც სიხარულით ასაქმებს სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს, ამიტომ ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი სპეციალისტის დაქირავება. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ კანდიდატის კვალიფიკაციას, მის გამოცდილებას, soft-თან და hard-თან მუშაობის უნარებს, განვითარებისა და კარიერული ზრდის სურვილს, – კომენტარს აკეთებს დიმიტრი ყიფიანი, კომპანიის საქართველოს ოფისის აღმასრულებელი დირექტორი, – გუნდში ეროვნული მრავალფეროვნება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ადგილობრივი სპეციალისტები ეხმარებიან სხვა ქვეყნების თანამშრომლებს უკეთ გაეცნონ ქვეყნის მენტალიტეტს, ადაპტირდნენ და იმუშაონ თითოეულის თავისებურებების გათვალისწინებით.

საერთაშორისო გუნდი საქართველოს ოფისში ავითარებს ინოვაციურ IT პროდუქტებს კლიენტებისთვის მთელი მსოფლიოდან. 2022 წლის ბოლოსთვის კომპანია სხვადასხვა ქვეყანაში გეგმავს კომპანიის ჯგუფის თანამშრომლების რაოდენობის გაზრდას 1600 ადამიანამდე. გრანდიოზული გეგმები ეხება ქართულ ბაზარსაც. დღეისათვის საქართველოს დეველოპერების ცენტრს აქვს გამოცხადებული 70-ზე მეტი ვაკანსია დეველოპერებისთვის, და არა მხოლოდ.

- საქართველო SOFTSWISS-ის განვითარებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული შრომის ბაზარია. აქ მუშაობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ კომპანიამ შეძლო სწრაფი ზრდა და ჩვენ ვგეგმავთ ამ ტემპის შენარჩუნებას გუნდში ათობით ახალი სპეციალისტის მიღებით – ამბობს ანდრეი სტაროვოიტოვი, SOFTSWISS-ის აღმასრულებელი თანა-დირექტორი. – კომპანია კარგ სამუშაო პირობებს სთავაზობს დეველოპერებს, მენეჯერებს, ანალიტიკოსებს, ასევე, სთავაზობს მათ კარგ სოციალურ პაკეტს, რომელიც მოიცავს სამედიცინო დაზღვევას. ამავდროულად, თითოეული თანამშრომელი ირჩევს - იმუშაოს ოფისში ან დისტანციურად, მათ შორის მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ

საერთაშორისო IT კომპანიების ჯგუფი SOFTSWISS წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო დეველოპერს iGaming-ის პროგრამული უზრუნველყოფისთვის. კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობები გახსნილია პოლონეთში, მალტაში, საქართველოში და ბელორუსიაში. 2021 წელს კომპანიამ მიიღო ჯილდოები ნომინაციებში: "წლის საუკეთესო კომპანია მომხმარებელთა მომსახურების სფეროში" International Gaming Awards (IGA)-ზე და "წლის საუკეთესო მომხმარებელთა მომსახურება" Starlet Awards-ზე. კომპანიის თანამშრომლები რეგულარულად იღებენ პრესტიჟულ ჯილდოებს IT და iGaming სფეროში.