როგორ ვაუმჯობესებთ სამუშაო გარემოს ენთებში: თანამშრომლების უკუკავშირიდან რეალურ ცვლილებებამდე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რას აფასებენ თანამშრომლები ენთებში და რა იცვლება მათი უკუკავშირის საფუძველზე? გუნდის კვლევის შედეგებსა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაზე ენთების ადმინისტრაციულ დირექტორს, ანი შენგელიას ვესაუბრეთ.
რატომ ატარებთ თანამშრომელთა კმაყოფილებისა და ჩართულობის კვლევებს?
კარგ სამუშაო გარემოს ყოველდღიური გამოცდილება ქმნის: რამდენად გისმენენ, ითვალისწინებენ შენს საჭიროებებს და გეხმარებიან საქმეში. ენთებში კვლევებს სწორედ ამ მიზნით ვატარებთ. გვინდა ვიცოდეთ, რას აფასებს ჩვენი გუნდი და რა უნდა შევცვალოთ, რომ ერთად მუშაობა კიდევ უფრო კომფორტული გახდეს.
ბოლო კვლევაში თანამშრომელთა 99%-მა მიიღო მონაწილეობა. თითქმის მთელმა გუნდმა გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება, შეაფასა სამუშაო გარემო და დაგვანახვა, რა მიმართულებით ელოდება ცვლილებებს.
ჩვენთვის, თანამშრომელბის ასეთი მაღალი მონაწილეობა კვლევაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, რომ მათ სურთ საკუთარი აზრის დაფიქსირება და ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებში აქტიური მონაწილეობა. ამავდროულად, ეს ჩვენთვის პასუხისმგებლობაცაა - თანამშრომლებმა უნდა დაინახონ, რომ მათი უკუკავშირი რეალურ გადაწყვეტილებებსა და ცვლილებებში აისახება.
კვლევაში ცალკე გავზომეთ თანამშრომელთა ლოიალობა (ENPS) და ჩართულობა. შედეგებმა დაგვანახა, რამდენად დადებითად აფასებენ თანამშრომლები საკუთარ გამოცდილებას ენთებში და რამდენად არიან ჩართული ორგანიზაციის საქმიანობაში. ეს მონაცემები გვეხმარება, უკეთ დავინახოთ რა უნდა შევინარჩუნოთ და რა მიმართულებით არის საჭირო გაუმჯობესება.
ჩვენთვის მაღალი შედეგი მხოლოდ კარგი სტატისტიკა არ არის. პირიქით, ის პასუხისმგებლობას გვაკისრებს - თანამშრომლებმა უნდა დაინახონ, რომ მათი უკუკავშირი რეალურ გადაწყვეტილებებსა და ცვლილებებში აისახება.
რას აფასებს გუნდი ენთებში?
კვლევის შედეგებში განსაკუთრებით გამოიკვეთა ურთიერთმხარდაჭერა, კოლეგებისადმი ნდობა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები:
· 95,2% თვლის, რომ გუნდში ერთმანეთის მხარდაჭერით კარგ შედეგებს აღწევენ.
· 90,3% აღნიშნავს, რომ სამსახურში ჰყავს კოლეგა, ვისთანაც ნდობით ურთიერთობს.
· 88% ეთანხმება, რომ ორგანიზაცია მათი პროფესიული ზრდისთვის შესაძლებლობებს ქმნის.
ეს მაჩვენებლები გვიჩვენებს, რა უნდა შევინარჩუნოთ კომპანიის ზრდასთან ერთად: გარემო, სადაც თანამშრომელს შეუძლია კოლეგის იმედი ჰქონდეს, ისწავლოს და საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები განავითაროს.
კვლევამ ისიც დაგვანახა, რა ცვლილებები გააუმჯობესებს თანამშრომლების ყოველდღიურ სამუშაო გამოცდილებას.
რა ცვლილების სურვილი გამოიკვეთა და როგორ უპასუხეთ მას?
კვლევის ღია კომენტარებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაფიქსირებული სურვილი დისტანციური მუშაობის დღეების გაზრდა იყო. ეს მოთხოვნა ღია კომენტარების დაახლოებით 30–35%-ში გამოჩნდა.
ამ უკუკავშირმა დაგვანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდისთვის მუშაობის კიდევ უფრო მოქნილი ფორმატი: შესაძლებლობა, უკეთ დაგეგმონ დღე, შეამცირონ გადაადგილებაზე დახარჯული დრო და სამუშაო პასუხისმგებლობები პირად საჭიროებებს შეუთავსონ.
თანამშრომლების სურვილი გავითვალისწინეთ და დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა თვეში 5-დან 7 დღემდე გავზარდეთ, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.
ჩვენთვის ეს კვლევის პრაქტიკული შედეგია: გუნდმა გაგვიზიარა საჭიროება, ჩვენ კი მის საპასუხოდ სამუშაო პირობები შევცვალეთ.
რა არის შემდეგი ნაბიჯი სამუშაო გარემოს გასაუმჯობესებლად?
ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მუშაობას ვაგრძელებთ, ყოველდღიური რუტინის გამარტივებაა.
ბუღალტერია სიზუსტეს, თანმიმდევრულობასა და განმეორებადი ამოცანების შესრულებას მოითხოვს. ჩვენი მიზანია, ამ ამოცანებს თანამშრომლების დროისა და ენერგიის რაც შეიძლება ნაკლები ნაწილი დაეთმოს.
ამ მიზნით ენთებში ვნერგავთ სხვადასხვა სიახლეს, ვაუმჯობესებთ შიდა პროცესებს და ვმუშაობთ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ყოველდღიურ საქმეს ამარტივებს. გვინდა, გუნდს მეტი დრო დარჩეს საკითხების გაანალიზებისთვის, პროფესიული განვითარებისა და კლიენტებისთვის ღირებული რჩევების მისაცემად.
კვლევები გვეხმარება, უკეთ დავინახოთ როგორც ჩვენი ძლიერი მხარეები, ისე შემდეგი ნაბიჯები. თანამშრომლების მოსმენა ენთებში ყოველდღიური სამუშაო კულტურის ნაწილია. ამისთვის მნიშვნელოვანია როგორც უკუკავშირის მიღება, ისე მასზე რეაგირება და გუნდისთვის იმის ჩვენება, რომ საკუთარ სამუშაო გარემოზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
გუნდის უკუკავშირზე დაყრდნობით ცვლილებებს ვაგრძელებთ.
როგორ ვამარტივებთ ბუღალტრულ რუტინას და რა სიახლეებს ვნერგავთ ამ მიმართულებით? ამ ამბებს აუცილებლად გაგიზიარებთ.