როგორ ვიპოვოთ სამსახური AI ეპოქაში!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სამსახურის ძებნა AI-მდე:

თუ ბოლო წლებში სამსახური გიძებნიათ, ალბათ კარგად იცით, რამდენად დამღლელი პროცესია. ვაკანსიების საიტებზე საათობით ძიება, უამრავი აპლიკაციის გაგზავნა, CV-ს მუდმივად რედაქტირება და ბოლოს ხშირად პასუხიც კი არ მოდის.

ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა თანამედროვე სამუშაო ბაზარზე. კანდიდატები ყოველდღიურად ასობით ვაკანსიას აწყდებიან, მაგრამ რეალურად მათგან მხოლოდ მცირე ნაწილი შეესაბამება გამოცდილებას ან ინტერესებს. ამ დროს კომპანიები იღებენ უამრავ CV-ს, რომელთა დიდი ნაწილი რეალურად პოზიციასთან შესაბამისი არ არის.

ამგვარად, სამუშაოს ძიება ხშირად გადაიქცევა პროცესად, რომელიც:

  • დიდ დროს მოითხოვს
  • იწვევს ბევრ უარყოფილ ან უპასუხო აპლიკაციას
  • ქმნის კანდიდატისა და პოზიციის შეუსაბამობის რისკს
  • ასაქმებს ადამიანებს მოკლევადიანად

ზუსტად ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობს ახალი ტექნოლოგიური ტენდენცია - AI რეკრუტინგი.

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სამუშაოს ძიებას და რატომ შეიძლება მალე CV-ების გაგზავნა საერთოდ აღარ დაგვჭირდეს

რამდენიმე კვირის წინ ვიკვლევდი, როგორ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს რეკრუტინგის პროცესში. ამ თემაზე ბოლო პერიოდში ბევრი საუბარია, განსაკუთრებით იმის შესახებ, რომ AI-მ შესაძლოა მალე სრულიად შეცვალოს სამუშაოს ძიების ტრადიციული მოდელი.

ამ დროს გადავაწყდი საინტერესო სიახლეს სახელწოდებით Argo, დასაქმების AI ასისტენტი, რომელიც სამუშაო ბაზარს უკვე კარგად ცნობილმა პლატფორმა Awork-მა წარუდგინა: https://awork.ge/argoai

იდეა თითქოს მარტივი ჩანს, მაგრამ ის სრულიად რევოლუციურია:

სამუშაოს მაძიებელს აღარ სჭირდება უამრავი ვაკანსიის ხელით ძიება და აპლიკაციის გაგზავნა. ამის ნაცვლად, დასაქმების AI ასისტენტი პოულობს შესაბამის სამსახურებს და ეხმარება კანდიდატს პროცესის ავტომატიზაციაში.

ეს უკვე ძალიან ჰგავს იმას, რასაც ტექნოლოგიურ სამყაროში ხშირად "AI კარიერულ ასისტენტს" უწოდებენ.

როგორ მუშაობს Argo მაძიებლებისთვის

Argo არის დასაქმების AI ასისტენტი, რომელიც სამუშაოს მაძიებლებს ეხმარება სამსახურის სწრაფად და იოლად პოვნაში.

მომხმარებელი უბრალოდ ქმნის პროფილს ან ტვირთავს CV-ს და უთითებს საკუთარ კარიერულ ინტერესებს. ამის შემდეგ სისტემა იწყებს კანდიდატის პროფილის ანალიზს და:

  • პოულობს შესაბამის ვაკანსიებს
  • აფასებს კანდიდატის შესაბამისობას
  • სთავაზობს სამოტივაციო წერილის შედგენას
  • ამარტივებს აპლიკაციის გაგზავნას

ყველაზე საინტერესო კი Job ავტოპილოტის ფუნქციაა. ეს პროცესი უკვე აღარ არის მხოლოდ სტატიკური ვაკანსიების ძებნა, არამედ კანდიდატის დავალების შესრულების სრული ავტომატიზაციაა.

რა არის Job Autopilot და როგორ მუშაობს ის?

Argo-ს Job Autopilot ფუნქციის გამოყენებით სამუშაოს მაძიებელს შეუძლია ერთხელ განსაზღვროს თავისი კარიერული პრეფერენციები, მათ შორის:

  • სასურველი პოზიცია
  • ინდუსტრია
  • ადგილმდებარეობა
  • გამოცდილების დონე
  • ხელფასის დიაპაზონი

და ამის შემდეგ AI ასისტენტი აკვირდება ახალ ვაკანსიებს და მაძიებლის დავალებით ავტომატურად აგზავნის განაცხადებს. ამ მიდგომით მნიშვნელოვნად მცირდება ადამიანების მიერ სამსახურის ძიებაზე დახარჯული დრო. არგო იმუშავებს მანამ, სანამ მაძიებელი სამსახურს არ იპოვის ან უბრალოდ არ შეაჩერებს მას.

როგორ იცვლება რეკრუტინგი Argo AI-ს დახმარებით?

ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ სამუშაოს მაძიებლებს არ ეხმარება. Argo ასევე ცვლის რეკრუტინგის პროცესს კომპანიებისთვის. დასაქმების AI ასისტენტს ბიზნესს ეხმარება:

  • სამუშაო აღწერილობის შექმნაში
  • ვაკანსიის ფორმატის შერჩევაში
  • შემოსული აპლიკაციების დახარისხებაში
  • კანდიდატების შესაბამისობის შეფასებაში
  • შერჩევის პროცესის დროის შემცირებაში

და მთლიანობაში ზრდის შესაბამისი კადრების მოზიდვის ეფექტურობას.

ამგვარად, HR გუნდებს შეუძლიათ მეტი დრო დაუთმონ კანდიდატებთან კომუნიკაციასა და საბოლოო გადაწყვეტილებებს, ვიდრე ადმინისტრაციულ და მოსაბეზრებელ პროცესებს.

რამდენად ადვილია Argo AI-ის დახმარებით ვაკანსიის გამოქვეყნება?

რეკრუტინგის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე დროის მომთხოვნი ეტაპი ხშირად ვაკანსიის სწორად ფორმულირება და გამოქვეყნებაა. განსაკუთრებით ეს აწუხებთ მცირე და საშუალო კომპანიებს, რადგან HR ფუნქციებს ხშირად დირექტორი ან სხვა თანამშრომელი ითავსებს.

Argo-ს დახმარებით კომპანიებს შეუძლიათ უბრალოდ აღწერონ პოზიცია რამდენიმე წინადადებით და დასაქმების AI ასისტენტი ავტომატურად შექმნის სრულ სამუშაოს აღწერილობას. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ვაკანსიის განთავსება შესაძლებელია დაახლოებით ერთ წუთში.

უკვე ფაქტია, რომ:

  • სამუშაოს ძიების პროცესის დიდი ნაწილი ავტომატიზებულია
  • კანდიდატებს ეყოლებათ პერსონალური AI კარიერული ასისტენტები
  • რეკრუტინგი უფრო სწრაფი და მონაცემებზე დაფუძნებულია

ამ კონტექსტში ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც არის Argo - დასაქმების AI ასისტენტი, შეიძლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა გამოდგეს სამუშაოს ბაზრის უფრო ეფექტური ფუნქციონირებისთვის. ამიტომ სულ უფრო ხშირად ჩნდება მოსაზრება, რომ მომავალში სამუშაოს ძიება შესაძლოა მთლიანად გადაიქცეს პროცესად, რომელსაც სრულად AI მიხედავს.

და როგორც ჩანს, ეს მომავალი უკვე Awork-ის გუნდის დახმარებით საკმაოდ მოახლოვდა. თუ გაინტერესებთ როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია პრაქტიკაში, შეგიძლიათ გაეცნოთ პლატფორმას: https://awork.ge/argoai