Sponsored Content

როგორ ვითარდება Space International საერთაშორისო ფინტექ დამსაქმებლად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც ქართულ საბანკო რეალობაში "სფეისი" გამოჩნდა, ძნელი წარმოსადგენი იყო, როგორ შეიძლებოდა არსებულიყო სრულად ციფრული ბანკი და ფილიალების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენს სმარტფონებში ეარსება. სულ მოკლე დროში, "სფეისმა" ჩვენს ყოველდღიურობაში აქტიურად დაიმკვიდრა თავი და TBC UZ-ის სახელით, უზბეკეთის ბაზარზეც შევიდა, რომელზე ოპერირებასაც საქართველოდან, უძღვება. დღეს, კომპანია სახელწოდება Space International-ით პოზიციონირებს, რაც ციფრული ბანკის საერთაშორისო მიზნებსა და მისწრაფებებს უსვამს ხაზს. ინდუსტრიაში საკუთარი ძალების ზრდის პარალელურად, Space International ტექნოლოგიური პროფესიონალებისთვის მიმზიდველ სამუშაო გარემოდ ჩამოყალიბდა. სულ ცოტა ხნის წინ, გუნდს ორი ტექ-პროფესიონალი: სანდრო ლეჟავა და კახა თეზელაშვილი შეუერთდნენ. ციფრულმა ბანკმა საერთაშორისო პარტნიორებიც შეიძინა, მაგალითად, გლობალური ტექ-საკონსულტაციო კომპანია Thoughtworks, რომლისთვისაც Space International-თან თანამშრომლობა პირველი პრეცედენტია ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. როგორ ვითარდება "სფეის ინტერნეიშენალი" ქართული ციფრული ბანკიდან საერთაშორისო ტექ-ბრენდად, კომპანიის ტექნოლოგიური ხელმძღვანელი, გიორგი ჟორჟოლიანი გვიყვება.

გიორგი, მიმოვიხილოთ, რა როლი აქვს Thoughtworks-ს "სფეის ინტერნეიშენალის" საქმიანობაში?

გიორგი ჟორჟოლიანი: Thoughtworks უმსხვილესი ტექ-საკონსულტაციო კომპანიაა. ის სწორედ იმ პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, რომლებმაც ეჯაილ მანიფესტოები შეიმუშავეს, აქტიურად ნერგავენ ტექნიკურ სტანდარტებს, დიზაინ-პატერნებს. Thoughtworks-ის გუნდი კოლოსალურ გამოცდილებას ფლობს და ორგანიზაციებს ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციაში ეხმარება.

Space International მათთვის პირველი თანამშრომლობაა, ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით. როგორც თავად გვითხრეს, Thoughtworks-თან თანამშრომლობა ბევრ ქართულ კომპანიას უცდია აქამდე, თუმცა ამ რეგიონში შემოსვლა ამ დრომდე არ სურდათ. ჩვენთან პარტნიორობა ჩვენმა ისტორიამ და სულისკვეთებამ შთააგონათ. ძალიან მოიხიბლნენ იმითაც, რომ 8 თვეში ჩავუშვით "სფეის ინტერნეიშენალი" საქართველოში, შემდეგ, მომდევნო 8 თვეში უზბეკეთის ბაზარზე შევედით და უკვე იქ, 1.5 წელიწადში 3 მლნ მომხმარებელი შევიძინეთ. მათთან ურთიერთობის ფარგლებში, გვინდოდა შეეფასებინათ ჩვენი ტექნოლოგიური განვითარება და ტრანსფორმაციაში ყოფილიყვნენ ჩართულები.

რას გულისხმობს თქვენი თანამშრომლობა – კონკრეტულად, რაში გეხმარებათ Thoughtworks?

გიორგი ჟორჟოლიანი

სამუშაო მიდგომების დახვეწაში, უფრო მოქნილ ავტომატიზებაში, რათა მეტად სწრაფები გავხდეთ და თუკი ახლა 8 თვეში შევძელით უცხოურ ბაზარზე შესვლა, მომდევნო ჯერზე, ბევრად ნაკლები დრო დაგვჭირდეს. ესაა უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის. ფაქტობრივად, ისტორიული მომენტია, როდესაც ამ ტიპის ტრანსფორმაციაში ხარ ჩართული და ეს შენს ქვეყანაში პირველი პრეცედენტია. სწორედ ამ ცვლილებებს მოყვა ახალი როლების შემოტანა კომპანიაში და სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც დღეს, სანდრო და კახა ჩვენ გვერდით არიან.

როგორ განვითარდა Space International, როგორც საერთაშორისო ფინტექ დამსაქმებელი?

ამ ყველაფრის პარალელურად, უფრო მეტად გაიზარდა ჩვენი გუნდისადმი ინტერესი ტექ-პროფესიონალების მხრიდან, რადგან Space International მიმზიდველ სამუშაო გარემოდ ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფორმაციის ეტაპზე ვართ და ხელშესახები შედეგები ჯერ კიდევ "გზაშია", ერთ-ერთი, რამაც ეს განაპირობა, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაა. საკუთარ თავს დავუწესეთ სტანდარტი, რომ ყოველთვის ვიყოთ ტექნოლოგიურად მოწინავე. დეველოპერებისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა იმუშაონ ისეთ კომპანიებში, სადაც მაღალი ტექნოლოგიური უზრუნველყოფაა. ამიტომაც ისეთი ტექნოლოგიურ მხარდაჭერას ვნერგავთ, რაც ნებისმიერი დეველოპერისთვის მიმზიდველი იქნებოდა სამუშაოდ, მით უმეტეს, როცა რამდენიმემილიონიან სამომხმარებლო ბაზასთან გაქვს საქმე. სწორედ ეს უქმნით მასშტაბურობის განცდას, რაც გამოცდილების გაღრმავებაში ეხმარებათ.

ჩვენს გუნდს ისეთი პროფესიონალები უერთდებიან, რომლებსაც საერთაშორისო კომპანიებში აქვთ გამოცდილება, მაგალითად, სანდრო ლეჟავა Microsoft-ში მუშაობდა და სულ ცოტა ხნის წინ გადმოვიდა ჩვენთან, ტექ-ლიდის როლში. ასევე, ტექ-ლიდის პოზიციაზე გადმოვიდა კახა თეზელაშვილი – Epam-სა და Siemens-ში მუშაობდა. კიდევ არაერთი თანამშრომელი გვყავს, რომელთაც საერთაშორისო გამოცდილება აქვთ მიღებული.

Space International-შიც ვართ კავშირზე საერთაშორისო კომპანიებთან, მაგალითად, Mambu – ერთ-ერთი უდიდესი Cloud Core-banking სისტემა, რომელსაც საქართველოსა და უზბეკეთში ვიყენებთ და აქტიურად ვცვლით გამოცდილებას. ძალიან მჭიდრო კონტაქტზე ვართ სხვადასხვა გლობალურ კომპანიასთან, ჩართულები ვართ საერთაშორისო კონფერენციებში, ტრენინგებსა და ვორქშოფებში, რათა შემდეგ ეს ყველაფერი გუნდში დავნერგოთ.

სანდრო ლეჟავა

სანდრო ლეჟავა: "სფეის ინტერნეიშენალში" არსებობდა ჩეპტერული დანაწილება, რაც Thoughtworks-თან თანამშრომლობის შედეგად, ტრანსფორმირდა და ახლა ერთიან სისტემად გარდაიქმნა. Space International-თან ჩემი შემოერთებაც სწორედ ამ ცვლილებებს უკავშირდება. მე ვიქნები ტექ-ლიდი, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ფრონტ-ენდის ან ბექ-ენდის გამართვა კი არ იქნება ჩემი საქმე, არამედ გუნდის ერთიან ორგანიზმად მართვა. როლიდან გამომდინარე, ტექ-ლიდი არის სპეციალისტი, რომელიც გუნდს ცვლილებებთან მოქნილად ადაპტაციაში ეხმარება, იქნება ეს განახლება სხვადასხვა ტიპის ოპერაციული სისტემისთვის თუ სხვა რამ. ის იღებს არქიტექტურულ და ტექნიკურ გადაწყვეტილებებს, უნაწილებს ამოცანებს გუნდის წევრებს.

Microsoft-ში Teams-ის პროდუქტზე ვმუშაობდი, 300 მლნ მომხმარებელი გვყავდა, რაც ძალიან ბევრ გამოწვევას უკავშირდებოდა. ამავდროულად, სისტემა უკვე აწყობილი და კარგად გამართული იყო. Space-ში სწორედ იმან დამაინტერესა, როგორ შეიძლება გარდაიქმნას მონოლითური სისტემა მიკროსერვისებად და როგორ აამუშაო ფართო მასშტაბით. ეს ისეთი გამოცდილებაა, რომელსაც ბევრგან ვერ მიიღებ. პროგრამირების სამყაროსთვის საკმაოდ რთული პროცესია ის, რა ეტაპსაც ახლა გავდივართ და ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა.

კახა თეზელაშვილი

კახა თეზელაშვილი: ჩემი კარიერის მანძილზე სხვადასხვა პოზიციაზე მიმუშავია. ვყოფილვარ ინტერნაციონალური გუნდის წევრი, რაც განსაკუთრებულ ინტერესს სძენდა ჩემს ყოველდღიურ საქმიანობას. მიმუშავია როგორც საბანკო, ასევე სათამაშო, სამედიცინო და E-commerce ინდუსტრიებში. ჩემი პროგრამული საქმიანობა, ძირითადად, Microsoft-ის ტექნიკურ სტეკთან მუშაობას მოიცავს. დიდი სურვილი მაქვს რომ Space International-თან გრძელვადიანი თანამშრომლობით კიდევ უფრო გავიღრმავო ცოდნა და ამავე დროს, თანაგუნდელებსაც გავუზიარო საკუთარი გამოცდილება. მინდა, ჩემს გუნდთან ერთად, შევქმნა ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს ფინანსურ ოპერაციებს გაუმარტივებს.

როგორ აპირებთ საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბების გაზრდას?

უზბეკეთში გაფართოების შემდეგ პერიოდში სხვა ქვეყანაში შესვლას ვგეგმავთ. ეს ტექნოლოგიური ტრანსფორმაციაც სწორედ ამას უკავშირდება, რომ პროცესების დახვეწის პარალელურად, უფრო ნაკლები ძალისხმევა სჭირდებოდეს საერთაშორისო ბაზარზე ექსპანსიას.

წყარო: Marketer.ge