Join our Waitlist for Expert Advice!

როგორი იყო 2023 წელი "ლიდერ კრედიტისთვის" – ინტერვიუ თეონა ჯოხარიძესთან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლიდერ კრედიტს" უკვე 13-წლიანი ისტორია აქვს. კომპანიამ 2 ფილიალით დაიწყო, დღეისათვის კი საქართველოს მასშტაბით 28 ფილიალს აერთიანებს. ამ წლების განმავლობაში "ლიდერ კრედიტის" წინსვლა და განვითარება მნიშვნელოვნად განაპირობა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ბაზარზე მოთხოვნის ზრდამ, თუმცა საუკეთესო შედეგი, პირველ რიგში, გუნდური მუშაობის შედეგია. კომპანია "ლიდერ კრედიტი" ყოველწლიურად იზრდება და არც გასული წელი აღმოჩნდა გამონაკლისი.

და მაინც, როგორი იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის 2023 წელი და როგორია მისი სამომავლო გეგმები? – ამ და სხვა კითხვებით "ლიდერ კრედიტის" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თეონა ჯოხარიძეს მივმართეთ.

თეონა, რას დაასახელებდით კომპანიის მთავარ გამოწვევად 2023-ში?

გასულ წელს "ლიდერ კრედიტი" მომხმარებლის წინაშე ახალი ვიზუალური იდენტობით წარდგა. 2023-ის მთავარ გამოწვევადაც სწორედ რებრენდინგს დავასახელებდი. გვინდა, ჩვენსა და ჩვენს მომხმარებლებს შორის კომუნიკაცია უშუალო და პირდაპირი იყოს. სწორედ ამ სურვილმა გვიბიძგა ახალი ვიზუალური გადაწყვეტისაკენ. თუმცა, რა თქმა უნდა, რებრენდინგი მხოლოდ ლოგოტიპის ცვლილებას არ გულისხმობს, ეს ხანგრძლივი პროცესია და მრავალი კომპონენტისგან შედგება. ჩვენ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე სწორედ ეს გზა გავიარეთ. როცა ბრენდის სტრატეგიაზე ვმუშაობდით, თან ვაკვირდებოდით და ვიკვლევდით: რა ეტაპზე ვართ ახლა, რა პრობლემები გვაქვს, რა არის დასამატებელი და რა შესაცვლელი.

აღსანიშნავია, რომ ვიზუალური ცვლილებები კომპანიის პოზიციონირებაშიც აისახა. ეს პროცესი კი ჯერ არ დასრულებულა, ფილიალების განახლება ახლაც მიმდინარეობს და მაქსიმალურად ვცდილობთ, მომხმარებლებს უფრო სასიამოვნო და კომფორტული გარემო დავახვედროთ.

მაინც რა შეიცვალა "ლიდერ კრედიტის" ვიზუალურ იდენტობაში?

რებრენდინგის შედეგად, გავამარტივეთ და გავათანამედროვეთ ლოგო, შევცვალეთ პატერნი და ფონტი, ასევე, დავამატეთ ფერები. თუკი დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ლოგოს კონცეფცია ერთმანეთთან დაკავშირებული ორი ობიექტის მთლიანობაა. ორივე მათგანი თანაბარია და ერთმანეთს ავსებს. ამ ობიექტებიდან ერთი, სიმბოლურად, მომხმარებელს გამოხატავს, მეორე კი – კომპანიას. ლოგო მათ იდეალურ ურთიერთკავშირს ასახავს, რაც მიანიშნებს კიდეც ჩვენს ერთ-ერთ მთავარ საზრუნავზე – დავამყაროთ უშუალო და პირდაპირი კომუნიკაცია მომხმარებელთან.

რამდენად გაიზარდა თქვენი გუნდი და მომხმარებელთა რიცხვი გასულ წელს?

"ლიდერ კრედიტის" თანამშრომელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და ეს ტენდენცია 2023-შიც შევინარჩუნეთ. ზოგადად, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გუნდის წევრთა რაოდენობა, არამედ მათი კმაყოფილება, ამიტომ მათ ხშირად სხვადასხვა წამახალისებელ აქტივობას ვთავაზობთ.

რაც შეეხება, ჩვენი საქმიანობის გაფართოებას, 2023 წელს "ლიდერ კრედიტის" საკრედიტო პორტფელი 5.2%-ით გაიზარდა. აქედან ავტო სესხების პორტფელში – 36.7%-იანი, ხოლო ბიზნეს-სესხების პორტფელში 11.9%-იანი ზრდა გვქონდა. რაც მთავარია, გასულ წელს, წინა წელთან შედარებით, არჩევანი "ლიდერ კრედიტზე" 26.6%-ით მეტმა მომხმარებელმა გააკეთა.

ამასთანავე, კომპანიაში დავნერგეთ ახალი CRM სისტემა, რომელმაც გააუმჯობესა როგორც შიდა კომუნიკაცია, ისე მომხმარებლებთან ურთიერთობა. სისტემაში თავმოყრილი ინფორმაცია და სხვადასხვა სახის რეპორტი საშუალებას გვაძლევს, თვალი ვადევნოთ სრულ პროცესს, თუ რამდენად ეფექტური კომუნიკაცია გვაქვს მომხმარებლებთან, რამდენად ხარისხიან მომსახურებას ვუწევთ მათ და რა ხარვეზებია გამოსასწორებელი.

როგორია თქვენი გეგმები მიმდინარე წელს?

2024 წელს კიდევ ბევრ ახალ პროექტს ვპროგნოზირებთ. მათზე საუბარი, რა თქმა უნდა, წინასწარ არ შემიძლია, თუმცა უკვე ვალაგებთ კალენდარში და წინსვლისთვის მთელი ძალებით ვემზადებით. ვფიქრობ, 2023 წლიდან გამოყოლილი შემართება ძალიან დაგვეხმარება ახალი მიზნების ფორმირებასა და შემდგომი სწორი ნაბიჯების გადადგმაში.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"