როგორია ვოლტის პარტნიორი ბიზნესების გეგმები 2026 წელს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბოლო წლების განმავლობაში, ტექნოლოგიურმა და ციფრულმა ცვლილებებმა ბიზნესის განვითარების დინამიკა საგრძნობლად დააჩქარა. ციფრულმა პლატფორმებმა კი მცირე და საშუალო ბიზნესებს მეტი გაფართოების, ახალი მომხმარებლების მოზიდვისა და ოპერაციული პროცესების გამარტივების რეალური შესაძლებლობა მისცა. ამ ეკოსისტემაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს მიტანის სერვისის ერთ-ერთი ლიდერი ვოლტი, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით დღეს უკვე ასობით პარტნიორი ობიექტი ჰყავს და მათი რიცხვი მუდმივად იზრდება.
2026 წელი Wolt-ის პარტნიორი ბიზნესების ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. მათი გეგმები მოიცავს გაფართოებას, შემოსავლების ზრდას, მომხმარებლისთვის დამატებითი ბენეფიტების შექმნას და სერვისების გაუმჯობესებას - პროცესს, რომელიც, თავად ბიზნესების თქმით, Wolt-თან თანამშრომლობით უფრო სწრაფი და ეფექტიანი ხდება.
განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან გეგმებზე საუბრობს სკა-ს გენერალური მენეჯერი მარინკა პაპუაშვილი. მისი თქმით, 2026 წელს კომპანიის ამოცანაა მასშტაბისა და ხარისხის გაუმჯობესება ისე, რომ მომსახურება მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი დარჩეს:
"ჩვენი 2026 წლის გეგმები მოიცავს განვითარებას, გაფართოებას და სკა-ს მომხმარებლებისათვის მეტი სიახლის, ინოვაციის შეთავაზებას. ამ პროცესში Wolt-ი ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ექსკლუზიური პარტნიორია. მათი წვდომა ფართო სეგმენტზე საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ კონკურენტული ფასები და მომხმარებლებს შევთავაზოთ ჯანსაღი და კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროდუქცია," - აღნიშნავს მარინკა პაპუაშვილი.
სერიოზული ზრდისა და გაფართოების გეგმები აქვს Craft Food-საც, სადაც 2026 წელს აქცენტს ახალ პროდუქტებსა და წარმოების გაფართოებაზე აკეთებენ. კომპანიის დამფუძნებელი ილია გეფარიძე ამბობს, რომ Wolt-თან თანამშრომლობამ მათ მისცა მეტი შესაძლებლობა, თავიანთი ხარისხიანი პროდუქტი ბევრად უფრო ფართო აუდიტორიამდე მიეტანათ:
"ჩვენთვის 2026 წელი განვითარების და შემოსავლების ზრდის წელია. Wolt-თან ერთად ვგეგმავთ გაფართოებას და მომხმარებლისთვის დამატებითი ბენეფიტების შექმნას. ეს პარტნიორობა გვაძლევს სტაბილურობას და ბიზნესის ზრდის რეალურ შესაძლებლობას," - აცხადებს ილია გეფარიძე.
მომხმარებელზე ორიენტირებული განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია Wasabi-თვისაც. კომპანიის თანადამფუძნებელი გივი აბესაძე აღნიშნავს, რომ 2026 წელს ისინი გეგმავენ როგორც სერვისის გაუმჯობესებას, ისე ბიზნესის გაფართოებას:
"ჩვენი 2026 წლის გეგმები პირდაპირ უკავშირდება განვითარებას და მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შეთავაზებას. Wolt-ის ხელმისაწვდომი მოდელი და ფართო აუდიტორიაზე წვდომა საშუალებას გვაძლევს, შეთავაზება უფრო მოქნილი და კონკურენტული გავხადოთ," - ამბობს გივი აბესაძე.
პარტნიორი ბიზნესების გეგმები თანხვედრაშია Wolt-ის ხედვასთან. ვოლტი საქართველოს გენერალური მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვიცარიძე აღნიშნავს, რომ 2026 წელი პარტნიორებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ინიციატივებით იქნება დატვირთული:
"ჩვენს პარტნიორ ობიექტებს 2026 წლისთვის ძალიან საინტერესო გეგმები აქვთ. მათი დიდი ნაწილი გაფართოებას და განვითარებას გეგმავს, ნაწილი კი, მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტის თუ სერვისის მიწოდებას. Wolt-ი, როგორც ყოველთვის, იქნება მათი სანდო პარტნიორი და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ამ გეგმების განხორციელებაში,"- აცხადებს კვიცარიძე.
დღეს, როდესაც Wolt-ის პარტნიორი ბიზნესების ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით ასობით ობიექტს აერთიანებს, რაც ნათლად აჩვენებს, რომ პლატფორმის როლი სცდება მხოლოდ მიტანის სერვისს. ის პარტნიორი კომპანიებისთვის ხდება განვითარების ინსტრუმენტი, რასაც ხელმისაწვდომობის, ტექნოლოგიური მხარდაჭერისა და მომხმარებელთან უფრო მჭიდრო კავშირის გზით უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, Wolt-ის პარტნიორი ბიზნესებისთვის 2026 წელი მათი განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.