Get All Access for $5/mo

რომელ ქვეყნებშია ყველაზე იაფი მობილური ინტერნეტი?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

cable.co.uk-მა უახლეს რეპორტში გამოაქვეყნა ქვეყნების სია, სადაც მობილური ინტერნეტის მომსახურება ყველაზე იაფია. არსებული მონაცემებით, მომხმარებლებს ყველაზე ხელმისაწვდომ 1GB მობილურ ინტერნეტს შემდეგი ქვეყნები სთავაზობენ:

  • ისრაელი − $0.04
  • იტალია − $0.12
  • სან მარინო − $0.14
  • ფიჯი − $0.15
  • ინდოეთი − $0.17

ამის საპირისპიროდ, მობილური ინტერნეტის ღირებულება მკვეთრად განსხვავდება ზოგიერთ ქვეყანაში და 1GB-ის ფასი $40-საც კი აღემატება:

  • წმინდა ელენეს კუნძული − $41.06
  • ფოლკლენდის კუნძულები − $38.45
  • სან ტომე და პრინსიპი − $29.49
  • ტოკელაუ − $17.88
  • იემენი − $16.58

cable.co.uk-ის კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა ფასების საშუალო გაანგარიშება და განსხვავება 13 რეგიონის მიხედვით:

  • ჩრდილოეთ ამერიკა − $4.98
  • სუბსაჰარული აფრიკა − $4.47
  • სამხრეთ ამერიკა − $4.09
  • ოკეანეთი − $3.88
  • ახლო აღმოსავლეთი − $3.65
  • კარიბის ზღვის აუზი − $3.45
  • დასავლეთ ევროპა − $2.72
  • დსთ (ყოფილი სსრკ ქვეყნები) − $2.05
  • ცენტრალური ამერიკა − $1.88
  • ბალტიისპირეთი − $1.79
  • აღმოსავლეთ ევროპა − $1.67
  • აზია (გარდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა) − $1.47
  • ჩრდილოეთ აფრიკა − $1.05

ფართოზოლოვანი მომსახურების* ფასების სტატისტიკის დამუშავება ვერ განხორციელდა ისეთ ქვეყნებსა და რეგიონებში, სადაც ქსელური ინფრასტრუქტურა გამართულად არ მუშაობს, ან უბრალოდ არ მოიპოვება შესაბამისი მონაცემები. მიუხედავად იმისა, რომ მაღალსიჩქარიანი და უწყვეტი ინტერნეტშეერთება ყოველდღიურად იხვეწება და ვითარდება, არსებობს ქვეყნები, რომლებსაც 2G ინფრასტრუქტურა აქვს და მომხმარებლები მხოლოდ ზარების განხორციელებასა და შეტყობინებების გაგზავნას ახერხებენ. ამასთან, მონაცემების დამუშავება ვერ განხორციელდა ისეთ რეგიონებში, სადაც ვალუტასთან დაკავშირებული პრობლემებიდან გამომდინარე, შედარება შეუსაბამო იქნებოდა. მიმდინარე მონაცემებით, მსგავსი ქვეყნების სიას განეკუთვნება: შობის კუნძული, ერიტრეა, ჩრდილოეთ კორეა, მარშალის კუნძულები, ვატიკანი (წმინდა საყდარი), უოლისი და ფუტუნა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ნიუე, შპიცბერგენი და იან-მაიენი.

(*ფართოზოლოვანი მომსახურება საშუალებას იძლევა მიიღოთ ის მომსახურება, რომელიც ინტერნეტის ქსელთან დაბალსიჩქარიანი კავშირის შემთხვევაში ხელმისაწვდომი არაა, მაგალითად: ინტერნ-ტელეფონია, ვიდეოზარი, ონლაინ ვიდეომომსახურება, ინტერნ-ტელევიზია, დიდი ზომის ფაილების სწრაფად გადმოწერა და გაგზავნა, ონლაინთამაშები და სხვა მულტიმედიური სერვისები. წყარო: კომუნიკაციების კომისია)