"რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" - გაიცანით ნატა ოჩიგავა, ევროპის ახალგაზრდული პარალიმპიური თამაშების ჩემპიონი საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი 2019 წლიდან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართველი პარასპორტსმენები ჩემპიონები არიან. თუმცა, მათი შესაძლებლობები მხოლოდ სპორტული ასპარეზით არ შემოიფარგლება. ისინი მუდმივი მოძრაობის, მოტივაციის და არ გაჩერების ნათელ მაგალითებად გვევლინებიან.

თუმცა, მათ მიერ საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული დიდი წარმატების, მოგებული მედლებისა და დამყარებული მსოფლიო რეკორდების მიუხედავად, მათი ისტორიები და გამარჯვებები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.

ქართველი პარასპორსტმენების მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკმა, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარმა სპონსორმა, ახალი კამპანია - "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" წამოიწყო. ინიციატივა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას, და მათთვის შესაძლებლობების შექმნას, რათა მათ მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?"

კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.

კამპანიაში ჩართულ პარასპორტსმენებს შორისაა ნატა ოჩიგავა - ახალგაზრდა პარატაეკვონდოისტი და ევროპის ახალგაზრდული პარათამაშების ჩემპიონი, რომლისთვისაც 2025 წელი განსაკუთრებული შედეგებით დაიწყო, როდესაც მაისში რიო-დე-ჟანეიროს პრესტიჟულ ღია ტურნირზე პარატაეკვონდოში, -57 კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ივნისში კი ნიურნბერგში გამართული პრეზიდენტის თასის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

სულ მალე კი, 26 ივლისს, ევროპის ახალგაზრდულ პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალს დაეუფლა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთი გამარჯვება შემდეგი გამარჯვებისთვის მხოლოდ დასაწყისია.

ნატასთვის ევროპის ახალგაზრდულ პარათამაშებზე მოპოვებული ოქრო მნიშვნელოვანი ეტაპია, თუმცა არა საბოლოო გაჩერება. ახალგაზრდა პარაჩემპიონის კარიერა ჯერ მხოლოდ ახლა იწყება და ყოველი ახალი შეჯიბრება მას ახალ გამოცდილებას, ახალ მოტივაციასა და კიდევ უფრო დიდ მიზნებთან მიახლოების შესაძლებლობას აძლევს.

"რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?"

ჩემპიონები მზად არიან,

ახლა ბრენდების ჯერია.