Sponsored Content

რომელი იყო ყველაზე მარტივი და რთული დავალებები მობილბანკის თამაშის მეთერთმეტე კვირაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ახალ წლამდე კვირაზე ნაკლები დრო რჩება, ამიტომ ყველანი წინასადღესასწაულო სამზადისში ვართ გართული. შეიძლება იფიქრო, რომ ასეთ დატვირთულ რეჟიმში მობილბანკის თამაშისთვის დროის გამონახვა უკვე რთულია, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ყოველკვირეული მისიების შესრულება ბევრ სხვადასხვა ადგილასა და სიტუაციაში შეგიძლია. მით უმეტეს, ახლა უკვე შეჯიბრის ბოლო კვირაა და ყოველ სწორ პასუხს და მონეტას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

თამაშთან ერთად, ალბათ შეგიძლია მცირე დრო გამონახო ჩვენი ტრადიციული ბლოგის წასაკითხადაც; დარწმუნებულები ვართ, უამრავი საქმის და ბოლო კვირის დავალებების მიუხედავად, წინა კვირის სტატისტიკაც გაინტერესებს — რომელი შეკითხვები ერთულად და ემარტივათ ყველაზე მეტად შენს კონკურენტებს. მაშ ასე:

დამოუკიდებელი მოთამაშეების გემი რთულმა შეკითხვებმაც ვერ ჩაძირა

"გემობანა" გახსოვს? ეს სახალისო თამაში ბავშვობაში დიდ კონკურენციას უწევდა ხოლმე "ქალაქობანას". როგორც ჩანს, დამოუკიდებლად მოთამაშეებსაც ძალიან ჰყვარებიათ "გემობანა", რადგან ის უმეტესობამ სულ ადვილად გამოიცნო ასუჯრიანი დაფით.

ამას გარდა, ამ მოთამაშეებს სცოდნიათ, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არის სოფელი, რომელსაც ძალიან საინტერესო სახელი აქვს — ვერონა. კახური ვერონის რომელიმე მცხოვრებს თუ არ იცნობენ მარტოხელა მოთამაშეები, მაშინ "რომეო და ჯულიეტა" მაინც უნდა უყვარდეთ, რადგან ამ არცთუ ადვილ შეკითხვაზე უმრავლესობამ სწორად უპასუხა.

მარტივი აღმოჩნდა შეკითხვა "კარიბის ზღვის მეკობრეებზეც". დავალებაში მოთამაშეებს შავი მარგალიტის ფოტოთი უნდა გამოეცნოთ ამავე სახელწოდების გემის კაპიტანი, უფრო სწორად, მისი მეტსახელი. რასაკვირველია, პასუხი ბეღურა გახლდათ — ჯეკ ბეღურა!

ვერონა კი სცოდნიათ, მაგრამ ცნობილი ფრანგული ქალაქი, მარსელი, ვერაფრით გაიხსენა ბევრმა დამოუკიდებელმა მოთამაშემ. არადა, ამ გართულებულ დავალებას მინიშნებებად მარსელ მარსოს ფოტო და ფილმ "მარსელის" პოსტერიც ერთოდა.

მობილბანკის აპლიკაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებს დამოუკიდებლად მოთამაშეები წინათ ადვილად პასუხობდნენ, ამიტომ, დაუჯერებელია, რომ ეს დავალება ერთულათ: მათ უნდა მოენიშნათ, რისი ჩუქება შეგიძლია მობილბანკის მეშვეობით. სასხვათაშორისოდ გეტყვით, რომ აპლიკაციას ცოტა ხნის წინ სასაჩუქრე ბარათები დაემატა.

ორმოთამაშიან გუნდებს ბარბი ოპენჰაიმერი ჯერ არ გაუცნიათ

ბარბარა "ბარბი" ოპენჰაიმერი პენსიაზე გასული რიგითი ამერიკელი პროფესორია, რომელიც ამ რამდენიმე თვის წინ ძალიან პოპულარული გახდა. მიზეზი მისი სახელია — გრეტა გერვიგის "ბარბი" და კრისტოფერ ნოლანის "ოპენჰაიმერი" ხომ 2023 წლის ორი უდიდესი ფილმი გახლდათ, რომელთა პრემიერის თარიღები დაემთხვა. ეს ისტორია და ბარბარა ოპენჰაიმერის ვინაობა, როგორც ჩანს, ორმოთამაშიანი გუნდების დიდი ნაწილისთვის უცნობი ყოფილა, რის გამოც შეკითხვას სწორად ვერ უპასუხეს.

მათთვის რთული გამოდგა შეკითხვა, რომელშიც იმერეთის ქალაქი ბაღდათი უნდა გამოეცნოთ. არადა, დავალებას მინიშნებებად მაიაკოვსკის ფოტოც (წინათ ქალაქს მაიაკოვსკი ერქვა) ერთოდა და მითითებული იყო, დასავლეთ აზიის ქალაქში არ აგერიოსო. რას იზამ, ბაღდათი და ბაღდადი ვის არ არევია?!

ორმოთამაშიან გუნდებს ასევე გაუჭირდათ, ბრაზილიელი ფეხბურთელის, დიდის, ფოტოთი და ლეონარდო დიკაპრიოს ცნობილი როლით მწერალი გამოეცნოთ. არადა, ეს როლი გეტსბი გახლდათ, შეკითხვაზე სწორი პასუხი კი, რა თქმა უნდა, ფიცჯერალდი.

ამ გუნდებისთვის გართულდა შეკითხვა საათზეც. დავალებაში მათ მზისა და ქვიშის ფოტოებით უნდა გამოეცნოთ საზომი ხელსაწყო. მზის საათი იქით იყოს და, როგორც ჩანს, ორმოთამაშიანი გუნდების უმეტესობას ქვიშის საათი სუვენირადაც არ ჰქონია…

სამაგიეროდ, მშვენივრად სცოდნიათ აშშ-ში, ვაშინგტონში, ჯონ მარშალის მემორიალურ პარკში მდებარე ქანდაკება, სადაც ორი კაცი ერთმანეთის პირისპირ ზის. მათ შორის სივრცე დავალებაში დაფარული იყო, მოთამაშეებს კი სწორედ დამალული ნივთი უნდა გამოეცნოთ. უმეტესობა სწორად მიხვდა, რომ ეს ჭადრაკის დაფა გახლდათ.

გარდა ამისა, ორმოთამაშიან გუნდებს საკმაოდ ეადვილათ შეკითხვა სიდნეის ოპერის სახლზე. რომელი ცნობილი ნაგებობის არქიტექტორი ირწმუნება, რომ მისი შთაგონების წყარო აფრები არ ყოფილაო, გვეკითხებოდა დავალება. მართლაც, ვინ იფიქრებდა, რომ ავსტრალიის სიმბოლოდ ქცეული ამ შენობის ინსპირაცია გაშლილი აფრები არ გახდა?!

ამ გუნდებს ასევე ხსომებიათ ახალგაზრდა ბეთჰოვენის პორტრეტი, პერსონაჟი ფილმიდან "ბეთჰოვენი" და კინოსურათი "ღიმილის ბიჭები", სადაც ერთ-ერთ გმირს ასევე ბეთჰოვენა ჰქვია. ამ მინიშნებების ამოხსნის შემდეგ კი მართლაც აღარ უნდა ყოფილიყო რთული ცნობილი გერმანელი კომპოზიტორის გამოცნობა.

სამ-მოთამაშიან გუნდებში პეპი გრძელწინდას ბევრი მეგობარი ჰყოლია

უყვარს თამაში და წინდები, ერთობა თავგადასავლებით და ცხოვრობს ვილა ვილეკულაში; ეს ბოლო მინიშნება ყველაზე ზუსტია, ამიტომ, სულ არაა გასაკვირი, რომ შეკითხვაში დაშიფრული პეპი გრძელწინდა სამ-მოთამაშიანმა გუნდებმა ადვილად გამოიცნეს.

მათ ასევე სცოდნიათ ჯანი ვერსაჩეს ცნობილი ფრაზა: მინდა, ჩემი საქმიანობით ადამიანები გავაბედნიეროო. ამ იტალიელი დიზაინერის გამოცნობაში მოთამაშეებს ფოტომინიშნებაც ეხმარებოდა, რომელზეც მედუზა გორგონა გამოსახულიყო ("ვერსაჩეს" ბრენდის ლოგო).

მითოლოგია მართლაც რომ კარგად ხსომებიათ ამ გუნდებს; კენტავრზე დასმულ შეკითხვასაც უპრობლემოდ უპასუხა უმეტესობამ. პრინციპში, ცხენის და ადამიანის ფოტოებიც არ ყოფილა ურიგო მინიშნება…

გარდა ამისა, სამ-მოთამაშიანმა გუნდებმა კიდევ ორ შეკითხვას უპასუხეს ძალიან მარტივად: ერთში პიკასო უნდა გამოეცნოთ ხუან გრის დახატული პორტრეტით, მეორეში კი — პითაგორა სამი მინიშნებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ მინიშნებებად ფრესკაზე გამოსახული პითაგორა, რომანი "სამოსელი პირველი" (პითაგორა სამოსიდან იყო, ანუ სამოსელი გახლდათ) და პითაგორას თეორემა იყო გამოტანილი, სულ არ ყოფილა ეს რთული შეკითხვა.

სამაგიეროდ, ამ გუნდებს ერთულათ თუთიყუშის გამოცნობა. არადა, მინიშნებები აქაც საკმარისი იყო: თამაში Talking Tom და ქვევრი. ორივე მათგანი ხომ შენს ნათქვამს ზუსტად იმეორებს.

სამ-მოთამაშიანი გუნდების დიდ ნაწილს არც ის სცოდნია, რომ ნაყინის წარმოშობის ადგილი ჩინეთია; ნუ იტყვი და, ეს ცნობილი დესერტი თურმე შემთხვევით მოუმზადებიათ, როცა რძისა და ბრინჯის ნაზავი თოვლში მოათავსეს.

გუნდებს კიდევ ორ შეკითხვაზე გაუძნელდათ პასუხის გაცემა: ერთში სპარტა უნდა გამოეცნოთ (საკმაოდ მსუყე მინიშნებებით: საბერძნეთის რუკის, პრაღის გუნდ "სპარტას", ჯერარდ ბატლერისა და სპარტული ფარის ფოტოებით). მეორე შეკითხვაში ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულის მმართველი იყო ფოტოთი გამოსაცნობი. ეს ფოტო კი კადრი გახლდათ ფილმიდან "არაჩვეულებრივი გამოფენა", რომლის მთავარი გმირებიც გვარად ერისთავები არიან…

სპარტული ფარი ახლა მხოლოდ ჯერარდ ბატლერს როდი სჭირდება; თამაშის საკვალიფიკაციო ეტაპი დასასრულისკენ მიდის, წინ კი დიდი ფინალი გველოდება. ხოლო დასკვნით ტურში, რომელიც იანვარში გაიმართება, მართლაც ნამდვილი ბრძოლა შედგება, რადგან ყველაფერს დრო და მოთამაშეების სისხარტე გადაწყვეტს.

ფინალზე მეტის გაგება თუ გსურს, ეს ბლოგი წაიკითხე აუცილებლად, ზოგადად თამაშის წესების ახსნასა და პრიზებზე ინფორმაციას კი აქ იპოვი.