როცა IT სისტემები საათივით მუშაობს SYNTRANET-ის სტაბილურობა, როგორც ბიზნესის სიმშვიდის გარანტი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტექნოლოგიურ სამყაროში, სადაც ერთი წამით გათიშული სერვერი ან გაუმართავი ქსელი შეიძლება ბიზნესისთვის დიდ ფინანსურ ზარალად იქცეს, უფრო და უფრო აშკარად ჩნდება საჭიროება პარტნიორისა, რომელიც ტექნიკურ ქაოსს წესრიგში მოიყვანს. სწორედ ამ მიზნით გაჩნდა SyntraNet – კომპანია, რომლის შექმნის იმპულსი პრაქტიკული გამოცდილება და "სწორად გაკეთებული საქმის" სიყვარული გახდა.

SyntraNet-ის ისტორია დაიწყო დაკვირვებით. დამფუძნებელი დენის შახვერდიანი ხშირად ხვდებოდა ობიექტებზე, სადაც სხვადასხვა IT სერვისი არასტაბილურად მუშაობდა.

"მე მომწონს, როცა ყველაფერი გამართულად მუშაობს და თან სწორად, სუფთად და მოწესრიგებულად არის აწყობილი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა სერვისი, სადაც თავიდანვე ყველაფერი სწორად გაკეთდებოდა".

ბიზნესის დაწყება ნიშნავდა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. SyntraNet-ის სლოგანიც, "თქვენი სანდო პარტნიორი", სწორედ პერსონალიზებული მიდგომისა და მაღალი მოტივაციის ერთგვარი შეჯამებაა

ბაზარზე არსებული სხვა სერვისის მიმწოდებლებისგან განსხვავებით, SyntraNet არ ცდილობს სხვებთან შედარებას. კომპანიის ფილოსოფია მარტივია: IT უნდა მუშაობდეს ისე, რომ ბიზნესს არსებული პრობლემები გადაუჭრას, ხოლო დამატებითი არ შეუქმნას

კომპანიის მიზანია შეავსოს ის "ცარიელი ადგილი", სადაც ტექნიკური გაუმართაობა ბიზნესპროცესებს აფერხებს. SyntraNet-ის ჩართულობით, კომპანიებს ეძლევათ საშუალება, მთელი ყურადღება თავიანთ ძირითად საქმიანობაზე გადაიტანონ, ხოლო ტექნოლოგიური გამართულობა პროფესიონალებს მიანდონ.

SYNTRANET SYNTRANET-ს ვხედავ, როგორც -ს ვხედავ, როგორც კიდევ უფრო გაძლიერებულ კიდევ უფრო გაძლიერებულ და სტაბილურ კომპანიას, და სტაბილურ კომპანიას, რომელიც პარტნიორებს რომელიც პარტნიორებს ხარისხიან და გამართულ IT ხარისხიან და გამართულ IT მომსახურებას სთავაზობს მომსახურებას სთავაზობს

დაარსების პირველი ეტაპი, როგორც ყველა ნამდვილი სტარტაპისთვის, რთული და მრავალფეროვანი იყო. დენისს უწევდა ერთდროულად ყოფილიყო ტექნიკოსიც, იურისტიც, ფინანსისტიცა და ორგანიზატორიც.

ამ პროცესში SyntraNet-ის, როგორც ბრენდის, ჩამოყალიბება საკუთარი ხედვითა და სტილით უმთავრეს ამოცანად იქცა. წარმატების ფორმულა კი სამ კომპონენტს დაეფუძნა

  • დისციპლინა
  • მოთმინება
  • პრიორიტეტების სწორი განსაზღვრა

SyntraNet-ის მომხმარებელი არ არის შეზღუდული ერთი კონკრეტული სფეროთი. სერვისები მორგებულია ფართო ტიპის ბიზნესებზე, სადაც მთავარი ღირებულება ნდობაა.

პარტნიორებისთვის მთავარი სარგებელი ყოველდღიური სიმშვიდეა. SyntraNet სრულად იღებს პასუხისმგებლობას ტექნიკურ მხარეზე და სთავაზობს ოპერატიულ დახმარებას:

  • დისტანციური და ადგილზე მისვლით მომსახურება;
  • მუშაობა გვიან ღამით და შაბათ კვირას;
  • უწყვეტი, 24/7 მხარდაჭერა

"ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ყველა საკითხი მაქსიმალურად ოპერატიულად მოგვარდეს როგორც დისტანციურად, ისე ადგილზე მისვლით. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ SyntraNet არის 24/7 მხარდაჭერა"

კომპანიის ზრდასთან ერთად, ხედვა უფრო ფართო გახდა. თუ დასაწყისში ფოკუსი მხოლოდ ტექნიკურ მხარეზე იყო, დღეს SyntraNet-ისთვის პრიორიტეტი სწორი კომუნიკაცია და გრძელვადიანი ურთიერთობებია.

"დაარსების დღიდან დღემდე ჩემი ხედვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ თავიდან უფრო ტექნიკურ მხარეზე ვიყავი კონცენტრირებული, დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ძლიერი კომპანია მხოლოდ გამართულ სერვისზე არ დგას. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია, პასუხისმგებლობა და პარტნიორებთან გრძელვადიანი, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა", – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ყველაზე დიდ გამოწვევად დენისი ხარისხის უცვლელად შენარჩუნებას მიიჩნევს. ბიზნესში ხშირია შემთხვევა, როცა ხანგრძლივი თანამშრომლობისას ყურადღება დუნდება, თუ ყველაფერი მუშაობს.

"როცა პარტნიორთან დიდი ხნის ურთიერთობა გაქვს, შეიძლება გაჩნდეს არასწორი დამოკიდებულება, რომ ყველაფერი მუშაობს და დამატებითი ყურადღება აღარ არის საჭირო. ჩემთვის ასეთი მიდგომა მიუღებელია. ვფიქრობ, ხარისხი ყოველთვის უმაღლეს დონეზე უნდა დარჩეს, მიუხედავად იმისა, რამდენი ხანია ვთანამშრომლობთ", – ამბობს დენისი.

ამისთვის კომპანია მუდმივად ეძებს საჭირო ადამიანებს და აყალიბებს ძლიერ გუნდს, სადაც ხარისხიანი მუშაობა საერთო პრინციპია.

ტექნოლოგიური სიახლეების ათვისება დენისისთვის მუდმივი პროცესია. კომპანია არა მხოლოდ ეცნობა ახალ სისტემებს, არამედ მათ პრაქტიკულ ინტეგრირებას ახდენს პარტნიორების ყოველდღიურობაში.

რაც შეეხება მომავალს, SyntraNet-ის მიზანი არა საერთაშორისო ბაზარზე ენერგიის გაფანტვა, არამედ ლოკალურ ბაზარზე კიდევ უფრო გაძლიერებაა. 3-5 წლის პერსპექტივაში დენისი კომპანიას ხედავს, როგორც კიდევ უფრო სტაბილურ, გუნდურად გაძლიერებულ და ხარისხზე ორიენტირებულ IT ლიდერს საქართველოში.

"SyntraNet-ს ვხედავ, როგორც კიდევ უფრო გაძლიერებულ და სტაბილურ კომპანიას, რომელიც პარტნიორებს ხარისხიან და გამართულ IT მომსახურებას სთავაზობს. რა თქმა უნდა, განვითარებაზე მუდმივად ვფიქრობთ, თუმცა ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მიზანი საერთაშორისო ბაზარზე გასვლა არ არის. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ SyntraNet აქ, ადგილობრივ ბაზარზე, კიდევ უფრო ძლიერი, სტაბილური და ხარისხზე ორიენტირებული კომპანია გახდეს", – ამბობს დენისი ინტერვიუს დასასრულს.